თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 04:20
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1692,
კომენტარები: 9
ჩონგს მეტი დრო სურს
ჩონგი მატჩის შემდეგ.
ჩონგს მეტი დრო სურს
დღეს "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ტაჰიტ ჩონგის დებიუტი შედგა. 19 წლის ახალგაზრდა სტადიონზე მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე შემოვიდა და ხუან მატა ჩაანაცვლა. ჩონგის განცხადებით, ეს საამაყო მომენტი იყო მის ცხოვრებაში და ბევრ მუშაობას განაგრძობს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

"ეს განსაკუთრებული მომენტი იყო და ამაზე მეტ სიამოვნებას უბრალოდ ვერ მივიღებდი. ბოსმაც სწორედ ეს მითხრა - "უბრალოდ ისიამოვნე, ყველა ბურთისთვის იბრძოლე, ეცადე მაქსიმალურად ბევრჯერ შეეხო ბურთს და უბრალოდ ისიამოვნე თამაშით."

"ვფიქრობ, ეს საამაყო მომენტია. შენ ძალიან ბევრს მუშაობ იქ მოსახვედრად და კლუბი გეხმარება და შანსს გაძლევს, ასე რომ ეს საამაყროა. დედაჩემი და მამაჩემი სტადიონზე იყვნენ ჩემს საყურებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი მატჩს დაესწრნენ."

"ვეცადე, რომ მაქსიმალურად ჩავრთულიყავი თამაშს და ტემპისთვის ფეხი ამეყოლებინა. რამდენიმეჯერ ბურთს შევეხე, ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდა. საოცარი იყო სტადიონზე დგომა. მე მუშაობას გავაგრძელებ და როცა ისევ მომეცემა დრო უბრალოდ მაქსიმალურად გამოვიყენებ მათ."

"ვფიქრობ, რომ მენეჯერმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა გუნდში მოსვლის შემდეგ. ის ბრწყინვალედ მუშაობს. მხოლოდ ჩემი დებიუტი არ შემდაგარა პირველ გუნდში, გომესსაც მიეცა შანსი. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან კარგია. ხედავ, რომ შანსი არსებობს და უფრო მეტ მუშაობას განაგრძობ, რათა შენც გახდე "იუნაიტედის" ნაწილი. ჩემ ირგვლივ ყველა უფრო მეტს მუშაობს რადგან იციან, რომ ეს შედეგს გამოიღებს. კარგია ამ ყველაფრის შეგრძნება. მეტი შესაძლებლობები გვაქვს," - დაასრულა ჩონგმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2019 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
kargia Ese gaagzele
0
№2
ავტორი: kobinio
6 იანვარი 2019 12:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ თივის ზვინს გაკაფავდე უკეთესი იქნებოდა.
0
№3
ავტორი: Tyeshela
6 იანვარი 2019 13:00
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
მეჩვენება თუ ძაან სწრაფია ეს ბიჭი? და ნახევარმცველისთვის ზედმეტად ტექნიკურიც.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნერვიულობა ეტყობოდა მარა ძაან მაგარი ბიჭია, შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში.
0
№5
ავტორი: shotkin
6 იანვარი 2019 15:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩონგი კაია მარა გრინვუდი მინდა ვნახო რა
0
№6
ავტორი: Svanchester
6 იანვარი 2019 16:05
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
გრინვუდის დროა
0
№7
ავტორი: Manstark_United
6 იანვარი 2019 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
თუ ვინმემ იცით ჩონგის ნომინალური პოზიცია რომელია?
ცაციაა როგორც გავიგე და თუ მარჯვენა ვინგერია სასიცოცხლოდ გვჭირდება ეგეთი ფეხბურთელი
0
№8
ავტორი: sandroo
6 იანვარი 2019 19:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Tyeshela
მეჩვენება თუ ძაან სწრაფია ეს ბიჭი? და ნახევარმცველისთვის ზედმეტად ტექნიკურიც.

სწრაფი კიარა გალიიდან გამოვარდნილი მხეცივით გაიქცა ეს ჩემისა რო გამოვიდა :DD
გამოცდილება აკლია და ძაან ამოვარდნილი იყო გუნდიდან თორე მონაცემები კარგიაქ ნამდვილად
0
№9
ავტორი: stepno
7 იანვარი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
dzalian magari bichiaa da imedia kide miecema shansi.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top