თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2019, 22:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1804,
კომენტარები: 10
"ის ბრწყინვალე იყო"
ოლე გუნარი ჩონგისა და მატჩის შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტაჰიტ ჩონგის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ჩონგის მოედანზე შემოსვლამ გულშემატკივრები გაახალისა. ჩონგი 229-ე აკადემიელია "იუნაიტედის" ისტორიაში, ვისი დებიუტიც პირველ გუნდში შედგა.

ნიდერლანდელ ვინგერს გულშემატკივარმა გულთბილი დახვედრა მოუწყო და შემდეგი ჩანტით შეხვდა: "We've only got one Chong".ჩონგის თამაშით მთავარი მწრთვნელი მოხარული დარჩა.

"მას ორი თუ სამი ძალიან ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. მისი თამაში 19 წლის ფეხბურთელის დებიუტს არ ჰგავდა. გულშემატკივარიც მის გვერდში იდგა. ორი ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ ყველა მიხვდებოდა როგორი მომავალი აქვს მას. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება ხოლმე, იგივე გააკთა სტადიონზეც. ვერ ვიტყვი, რომ როცა ჩონგი სტადიონზე შევიყვანე თამაში უკვე დასრულებული იყო. საქმე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი. ჩვენ 2-0-ს ვიგებდით და არა 4-0-ს, ასე რომ ჩონგს რაღაცის დასამტკიცებლად დრო ჰქონდა. მან დაცვის მხრივაც კარგად ითამაშა და ვფიქრობ, რომ მას ეს მატჩი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება."


სოლსკიაერმა ძირითად შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელა, რაზეც მატჩის შემდგომ ისაუბრა:

"გუნდის არჩევა ყოველთვის ძალიან რთულია. ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით ფეხბურთელებს საქმე გავურთულე, რადგან ამ შემადგენლობას ერთად არასდროს უთამაშია. დარმიანსაც სხვა პოზიციაზე ვათამაშე და ვფიქრობ, დავალებას საოცრად გაართვა თავი."

"რედინგმა" კარგი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე პრობლემა შეგვიქმნა. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში დარტყმაც კი ვერ მოვახერხეთ. ისინი კარგად აკონტროლებდნენ თამაშს და ჩვენ პრესინგი საკმარის დონეზე ვერ განვახორციელეთ. მაგრამ ეს ბუნებრივია, როცა ფეხბურთელები შეთამაშებული არ არიან. ჩვენ ამაზე სამუშაოდ დრო არ გვქონია."

"სასიამოვნო ფაქტია ის, რომ კარი კვლავ მშრალად შევინახეთ. მეორე გოლმა განსაკუთრებით მომხიბლა, ეს უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ალექსის სანჩესმა და რომელუ ლუკაკუმ ძალიან კარგად ითამაშეს. მათმა ინდივიდუალიზმმა შექმნა ყველაფერი, რაზეც მოხარული ვარ."

"რაც შეეხება მატას გოლს, ეს ვიდეო მსაჯის წყალობით გადაწყდა. მატა ომარ რიჩარდსმა წააქცია და დიდი კვლევის შემდეგ მსაჯმა პენალტი დაგვიდო."

"იმ ადგილიდან სადაც ვიჯექი სუფთა პენალტი ჩანდა. ვფიქრობ, ამის დასადგენად ვიდეო მსაჯი საერთოდ არ იყო საჭირო. ვფიქრობ, ეს მაინც იმის დასადგენად გამოიყენეს იყო თუ არა თამაშგარე წინა ეპიზოდში. მატას თამაშით მოხარული ვარ, მან ყველაფერი იდეალურად გააკეთა."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კაი ბიჭია ნიჭიერი ჩანს, სწორედ განვითარება და მიდგომა უნდა ეხლა ამას, რაშიც დარწმუნებული ვარ რო ოლე ბოლომდე დაეხმარება!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: tedore
5 იანვარი 2019 22:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რამდენჯერმე შეცდა მაგრამ მომეწონა ჩონგი ნორმალურად ითამაშა. ოლე მართალია ეს გუნდი არ არი შეთამაშებული და ამიტომ არ გამოდგა მთლად კარგი თამაში. პერეირა ძაან არ მომეწონა ბევრი შეცდომა დაუშვა. ფრედს არაუშავდა, სანჩესი ცარიელი კლასია უბრალოდ უფრო მეტი ათამაშება ჭირდება
0
№3
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: tedore
რამდენჯერმე შეცდა მაგრამ მომეწონა ჩონგი ნორმალურად ითამაშა. ოლე მართალია ეს გუნდი არ არი შეთამაშებული და ამიტომ არ გამოდგა მთლად კარგი თამაში. პერეირა ძაან არ მომეწონა ბევრი შეცდომა დაუშვა. ფრედს არაუშავდა, სანჩესი ცარიელი კლასია უბრალოდ უფრო მეტი ათამაშება ჭირდება

პერეირა გადააშენე, საერთოდ სხვაგანაა ტიპი სულ ვიცავდი დროს არ აძლევენთქო და აწი აღარ დავიცავ. ჯობია გავყიდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: giorgi_mg
5 იანვარი 2019 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩონგს მეტი დრო უნდა და თან მარჯვენა ვინგერია, მომეწონა პირველი თამაშის პირობაზე არაუშავდა, სხვათაშორის დალოტიც არ იყო ცუდი რიგ ეპიზოდებში.
0
№5
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ashkarad aqvs am bichs momavali
0
№6
ავტორი: Buk777
5 იანვარი 2019 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Daloti dzan magaria tan axalgazrdaa hongi klasi chans nu vnaxot ra gamova mata da sancheai kargia da momwons am bolo dros lukakus atamasheba imedia sheva formashi

Da rac mtavaria meore mekare gvyavs msoflio donis

ციტატა: რეალისტი
ციტატა: tedore
რამდენჯერმე შეცდა მაგრამ მომეწონა ჩონგი ნორმალურად ითამაშა. ოლე მართალია ეს გუნდი არ არი შეთამაშებული და ამიტომ არ გამოდგა მთლად კარგი თამაში. პერეირა ძაან არ მომეწონა ბევრი შეცდომა დაუშვა. ფრედს არაუშავდა, სანჩესი ცარიელი კლასია უბრალოდ უფრო მეტი ათამაშება ჭირდება

პერეირა გადააშენე, საერთოდ სხვაგანაა ტიპი სულ ვიცავდი დროს არ აძლევენთქო და აწი აღარ დავიცავ. ჯობია გავყიდოთ

Fereira arasdros momwonda ukve meotxe trineri gamoicvala da amis mosawoni verc trineri movida vetc pozicia gaiges verc satamasho dro naxes kargit ra
0
№7
ავტორი: levionok
6 იანვარი 2019 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ყველაფერი კარგია მაგრამ ხალხო მიყხარიტ 85 მილიონიაა ფეხბურთელმა ბურთის გაჩერება როგორ არ უნდა იცოდეს გაგიჟებული ვარ რააა...სანჩესი კლასნია და ერთი სული მაქვს როდის ათამაშდება დარწმუნებული ვარ რომ ათამაშდება და ვფიქრობ მარაიალზე ძლიერია,მარსიალი ლუკაკუზე ძლიერია რეშფორდი ხელშეუხებელია და მაინც რჩება მარჯვენა მხარე ვაკანტური და ლინგარდი კარგად უნდა ამუშაონ და შემდეგი სეზონიდან დაგლიჯავენ
0
№8
ავტორი: kobinio
6 იანვარი 2019 04:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: levionok
ყველაფერი კარგია მაგრამ ხალხო მიყხარიტ 85 მილიონიაა ფეხბურთელმა ბურთის გაჩერება როგორ არ უნდა იცოდეს გაგიჟებული ვარ რააა...სანჩესი კლასნია და ერთი სული მაქვს როდის ათამაშდება დარწმუნებული ვარ რომ ათამაშდება და ვფიქრობ მარაიალზე ძლიერია,მარსიალი ლუკაკუზე ძლიერია რეშფორდი ხელშეუხებელია და მაინც რჩება მარჯვენა მხარე ვაკანტური და ლინგარდი კარგად უნდა ამუშაონ და შემდეგი სეზონიდან დაგლიჯავენ

თუ აცადეს ოლეს კი
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოველთვის სწორად ლაპარაკობს ოლე, კარგი პრესკონფერენციები აქვს ნამდვილად.
0
№10
ავტორი: sandroo
6 იანვარი 2019 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
პირველი ხუთი წუთის განმავლობაში დარტყმაც კი ვერ მოვახერხეთ
რეებს ამბობს, გიჟია ესჩემაალა am am am
მოკითხვა ჟოზეს 3d_2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top