თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 21:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1691,
კომენტარები: 6
თავი 10: ახალი გუნდი, ძველი დიდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 10: ახალი გუნდი, ძველი დიდება
1999 წლის ტიუმფალური ტრებლის შემდეგ, როცა „იუნაიტედი“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გუნდი კვლავ აგრძელებდა დომინირებას საშინაო ჩემპიონატში, მაგრამ ევროპული მწვერვალის დაპყრობაში სირთულეებს განიცდიდა.

ამიტომაც იყო, რომ პრემიერ ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგებისა და ინგლისის დედოფლისგან რაინდის ტიტულის მიღების შემდეგ ალექს ფერგიუსონმა სამჯერ დაამაყარა საკლუბო რეკორდი ტრანსფერებზე დახარჯულ თანხაში: გუნდში გადმოვიდნენ რუდ ვან ნისტელროი, ხუან სებასტიან ვერონი და რიო ფერდინანდი.

ჩემპიონის ტიტული „ოლდ ტრაფორდზე“ 2002/03 წლების სეზონში დაბრუნდა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ „არსენალი“ თავის მხრივ კვლავ წარმოადგენდა მრისხანე ძალას და ამასობაში გამოჩნდა ახალი სუპერგუნდიც „ჩელსის“ სახით, რამაც სამწლიანი უტიტულო სერია გამოიწვია - ათწლეულის განმავლობაში „წითელი ეშმაკებისთვის“ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. წარმატება არც ევროპულ არენაზე იყო ახლოს: „იუნაიტედი“ რამდენიმე სეზონის განმავლობაში უშანსოდ ეთიშეობდა ევროტურნირებს.

თუმცა, ფერგიუსონის გუნდი ვითარდებოდა და საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა. ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი თავდასხმაში თამაშობდნენ, კაპიტანი როი კინი კი თანდათან ასრულებდა თავის ეპიკურ კარიერას „იუნაიტედში“, ხოლო მის ირგვლივ მართლაც გამობრძმედილი ახალგაზრდობა იყო: დარენ ფლეთჩერი, ჯონ ო’ში და უეს ბრაუნი შემადგენლობის უცვლელ წევრებად იქცნენ. კლას-92-ის კურსდამთავრებულები, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი კვლავ გამოდიოდნენ გუნდში. გარდა ამისა, კარის დასაცავად რამდენიმე შენაძენიც გაკეთდა: ედვინ ვან დერ სარი, ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა.

2004/05 წლების უტიტულო სეზონის შემდეგ ფერგიუსონი შეგირდებმა ლიგის თასი მოიგეს 2005/06 წლებში, რითაც გუნდის ახალ წევრებს პირველი თასი აჩუქეს, მაგრამ ეს მხოლოდ პრელუდია იყო სამომავლო დიდებული სეზონისა: „ჩელსი“, ყველაფრისდა მიუხედავად, დამარცხდა.
2007 წელს კარლოს ტევესის, ანდერსონის, ოუენ ჰარგრივსისა და ლუიშ ნანის შეძენით „იუნაიტედი“ სერიოზულად მოემზადა 2007/08 წლების სეზონი დაუვიწყარად ექცია. რონალდუმ ინგლისში თავისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა 42 გოლის გატანით, „წითელმა ეშმაკებმა“ კი ბოლო ტურში ჩემპიონობა გაიფორმეს.

ეს წარმატება „უიგანთან“ 2:0 გამარჯვების შედეგად იქნა მიღწეული. იმ შეხვედრის მეორე გოლი რაიან გიგზმა გაიტანა, მანამდე კი სერ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა კლუბის რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 758 შეხვედრა. უელსელი ერთპიროვნული ლიდერი გახდა ამ მხრივ 10 დღის შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურ ფინალში „ჩელსისთან“ დაპირისპირებისთვის გავიდა მოედანზე.
გიგზმა თავისი წილი პენალტი ძალზედ ნერვიულ სიტუაციაში გაიტანა, ედვინ ვან დერ სარის მიერ ნიკოლა ანელკასთვის აღებულმა ბურთმა კი „იუნაიტედის“ ევროპული ტიტული მესამედ მოუტანა. „ეს საღამო მოსკოვში - ჩემი საყვარელი მოგონებაა და ვფიქრობ, რასაც არ უნდა მიაღწიოს კლუბმა ჩემი კარიერის დასრულებამდე, ეს ასეც დარჩება“, - იხსენებს მაიკლ კერიკი. „ეს განსაკუთრებული წელი და მართლაც განსაკუთრებული საღამო იყო. გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი რამ არის, რასაც ვერასდროს დაივიწყებ“.

„იუნაიტედი“ მესამედ აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი მთელი კონტინენტზე და იმ მოსკოვური საღამოს მოგონება კლუბის ისტორიაში შევიდა.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
6 იანვარი 2019 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
დრო მიდის ლეგენდები რჩებიან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2019 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Is martla Saswauli finali Iyo chemi sheshlili Saxe kide tvalwin Midgas:)))
0
№3
ავტორი: რეალისტი
6 იანვარი 2019 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: ikeoni
Is martla Saswauli finali Iyo chemi sheshlili Saxe kide tvalwin Midgas:)))

შეშლილი სახე კიარა ტერიმ რო პენალი გააფუჭა ადგილზე გავყინდი თავიდან ფეხებამდე. ვერ ვიჯერებდი და რო მოვიგეთ საერთოდ ხმა არ ამომიღია :დ დავწექი დავიძინე ისეთ შოკში ვიყავი ხმას ვერ ვიღებდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: shotkin
7 იანვარი 2019 00:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ ფინალს ლივერპულის ფან ძმაკაცთან ერთად ვუყურებდი სახლში და ისე უხაროდა თავიდან და ბოლოს თელსად გავაცილე /:)))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 16:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ დამავიწყდება მოსკოვის ფინალი :))
0
№6
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 00:02
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იუნაიტედის უდიდესი ისტორიის შემადგენელი ბიჭები. უდიდესი თაობა უდიდესი სერ ალექსის თაოსნობით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top