თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2019, 19:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 5
"ინტერს" ვალენსია სურს"
ეკვადორელის კონტრაქტი ზაფხულში იწურება.
"ინტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, ანტონიო ვალენსიას, დაადგა თვალი. როგორც პრესა იტყობინება, იტალიელები იმ შემთხვევაში შეეცდებიან "წითელი ეშმაკის" შეძენას, თუ მირანდა კლუბს დატოვებს.

ვალენსიას მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" გაურკვეველია. ეკვადორელს სათამაშო დრო ისევ არ ეძლევა, კონტრაქტი კი ზაფხულში ეწურება.

ვალენისა მოურინიოს გეგმებში ნამდვილად არ ჯდებოდა, მაგრამ ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ეკვადორელს იმედები უნდა გასჩენოდა. ვალენსიამ მისი მეთვალყურეობის ქვეშ "ნიუკასლთან" თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

სოლსკიაერმა ვალენსიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია: "მის შესაძლებლობებზე ბევრად უფრო უკეთესი მარჯვენა მცველები არ არსებობს."

33 წლის ეკვადორელის კონტრაქტი მისი გახანგრძლივების შესაძლებლობას მოიცავს. აღნიშნულ შემთხვევაში ვალენსია "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე დარჩება.

თუმცა რადგანაც "ინტერის" დატოვებას მირანდა აპირებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ეკვადორელმა იტალიაში გადაბარგება არჩიოს.


წყარო: SkySports


ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 20:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემცვლელი აუცილებლად მოსაყვანია მარა ანტონიო დარჩება მაინც მგონია
0
№2
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2019 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Aravinaa araa amis gamshvebi jer
0
№3
ავტორი: giorgi_mg
5 იანვარი 2019 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი ფიზ მომზადება ქონდა ვალეს ყოველთვის და თავის სათმელს კიდევ იტყვის, 1 წელი მინიმუმ დასატოვებელია
0
№4
ავტორი: stepno
5 იანვარი 2019 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დალოს არ ენდობა ოლე და მას არ გაუშვებს შანსი არაა
0
№5
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ამის კლასი და გამოცდილება გვჭირდება ნამდვილად, მინიმუმ ერთი წელი დატოვებენ მემგონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top