თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2019, 18:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2108,
კომენტარები: 10
ოლე გუნარი სატრანსფერო ფანჯრის შესახებ
ოლე გუნარი და ედ ვუდვორდი ერთმანეთს შეხვდებიან და იანვრის ტრანსფერებს განიხილავენ.
ოლე გუნარი სატრანსფერო ფანჯრის შესახებ
ოლე გუნარის განცხადებით, ის ედ ვუდვორდს შეხვდება და იანვარის ტრანსფერებს ერთად განიხილავენ. სოლსკიაერმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია, თუმცა მაინც სურს გუნდის გაძლიერება.

"იუნაიტედის" ყოფილი მწრთვნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ედ ვუდვორდი წარმატებულ სატრანსფერო კამპანიას ხელს უშლიდა, თუმცა ოლე გუნარს სჯერა, რომ მის მოთხოვნებს მოისმენენ და მაქსიმალურად შეასრულებენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმები აქვთ. ვფიქრობ, ეს გეგმა ზაფხულიდანვე მოქმედებს. ამ კლუბის სტრუქტურა ფენომენალურია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, მათ თავისი მიზნებით აქვთ."

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ჩემი აზრი გავაჟღერო და დარწმუნებული ვარ, რომ მე და ედი დავსხდებით და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ."

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან ვიმუშავო. ისინი აქამდე ძალიან კარგად ასრულებენ თავის საქმეს და ყოველთვის მიეცემათ შანსი. სწორედ ეს არის ჩემი საქმე - გავაუმჯობესო ინდივიდუალები და გუნდი მთლიანობაში."

სოლსკიაერმა "იუნაიტედში" იდეალური სტარტი აიღო. ნორვეგიელმა ოთხი თამაში ჩაატარა და ოთხივე მისი გამარჯვებით დასრულდა. "ნიუკასლთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ოლე გუნარმა აღიარა, რომ ზაფხულში კლუბის დატოვება არ სურს. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა ჯერ კიდევ ადრეა.

"ჯერ ყველაფერი წინაა. როდესაც მოვედი მათ სრულიად გულწრფელად მომახსენეს მათი გეგმები მომავალი მენეჯერის შესახებ."

"რაც უფრო დიდ დროს ატარებ აქ, მით უფრო გსიამოვნებს ეს ყველაფერი. წარმატებებს ვუსურვებ ახალ მენეჯერს მომავალში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვიქნები, თუ ვინმე სხვა."

"ახლა მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს და ეს გუნდზე მუშაობაა. ახლა ჩემი საქმეა "რედინგია", შემდეგ დუბაიში "ტოტენჰემისთვის" მომზადება."

"დანარჩენი ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა, მე არაფერს ვწყვეტ. შესაბამისად, არც ვაპირებ რამეზე ფიქრს, მხოლოდ ჩემს საქმეზე ვკონცენტრირდები."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
4 იანვარი 2019 19:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კულიბალი იყიდეთ რა დაცვაში გვიჭირს და ნაპოლიც ლიგაზე არაა და უფრო მარტივია ეხლა მისი ყიდვა
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 20:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია რამე სერიოზული ტრანსფერი გაკეთდეს, მაგრამ მაინც იმედი მაქ კულიბალის ყიდვის, თუ შეძლებენ ძაან მაგარი იქნება.
0
№3
ავტორი: PaLoMo
4 იანვარი 2019 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მაგრად არუნდა წასვლააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: kobinio
4 იანვარი 2019 22:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
კულიბალი იყიდეთ რა დაცვაში გვიჭირს და ნაპოლიც ლიგაზე არაა და უფრო მარტივია ეხლა მისი ყიდვა

ჰაერივით გვჭირდება კულიბალი
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
4 იანვარი 2019 22:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
როგორ მევასება ამ კაცის პრესკონფერენციები.იმენა ინგლისელი ჯენტლმენის ბაზარი აქვს და თან ეს ბავშვური გამოხედვა რო აქვს იმენა ალალი მაგრად მევასება.ასე მწვრთნელის ნხარეს არასდროს ვყოფილვარ და მინდა პირველ რიგში გუნდი დაალაგოს და მინდა რო სხვა არ გახდეს სეზონის ბოლოს მოსაყვანი.მინდა რო ახალგაზრდა იყოს ტრენერად აქ და რაც მთავარია ასე აფასებდეს იმ ოჯახს სადაც არის.თუ ტრენერი აფასებს გუნდს ამ ზომაზე ეს სხვებსაც აიძულებს ასევე მოიქცნენ
1
№6
ავტორი: Malboro463
4 იანვარი 2019 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ფერდინანდი,ტერი,რამოსი ეხლა ვან დეიკი რომა ისეთი მცველი გვჭირდება ვისაც ფეხით თამაში შეულია მოედნის ხედვა აქვს პრესინგის დროს ცენტრამდე ჩავა და იქედან შეძლებს პასებით მომარაგებას. ფერგის დროს ბურთს სულ მცველები იჭერდნენ და ათამაშებდნენ
ბარსაში ნახევარმცველები
ეხლანდელ უნაიტედში კი არცერთ პოზიციაზე არ მოიძებნება ეგეთი ფეხბურთელები. კულივალი ფიზიკურად ძლიერია და 1-1 ზე ვოლკია მარა ტაქტიკურად სუსტია 2 მასეთი სტილის ფეხბურთელი დაცვის ცენტრში და პრახადნოი დვერს მივიღებთ
თან ბევრ შეცდომებსაც უშვებს უფრო გაპიარებული ფეხბურთელია. კარგი მცველების დეფიციტია
3
№7
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2019 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Martla magrad gvinda kulibali
0
№8
ავტორი: stepno
5 იანვარი 2019 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კულიბალი ლიგაზე ვერ ითამაშებს ხო რო ვიყიდოთ?
0
№9
ავტორი: WeAreUnited
5 იანვარი 2019 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
კულიბალი კი არა ლინდელოფის და ბაის მოხოდვა გვინდა:)
0
№10
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კულიბალი გვინდა და ერთი მარჯვენა ვინგერი, ისე დუგლასა როა იუვენტუსში ტექნიკურიცაა სისწრაფეც არაკლია და არის ტყუილად სკამზე, მანჩესტერის ძირითადიბაზე უარს არიტყოდა, თუ ცეცხლის ფასი არ დაადო იუვემ ღირს მაგის დათრევა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top