თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2019, 15:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 8
"თუ ფიქრობენ, რომ დასასვენებლად მიმყავს, ცდებიან"
ოლე გუნარმა დუბაიში გამგზავრების მიზეზები ახსნა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა ახსნა თუ რატომ მიჰყავს გუნდი სავარჯიშოდ დუბაიში ამ შაბათ-კვირას. "წითლები" იმედოვნებენ, რომ "რედინგთან" მოგებების სერიას განაგრძობენ და შემდეგ "ტოტენჰემთან" მატჩისთვის თბილ ამინდებში მოემზადებიან. "იუნაიტედი" იმავე სავარჯიშო კომპლექსს გამოიყენებს, რომელსაც გასულ წელს ეწვია.

"მე ისინი კარგად გავიცანი, რადგან საკმარისზე მეტი დრო მქონდა მათთან სალაპარაკოდ. თუმცა სავარჯიშოდ იმდენი დრო ვერ გამოვყავით, რამდენიც მე მჭირდებოდა."

"ამ დროს ჩვენ მთლიანად სავარჯიშოდ გამოვიყენებთ. ყველა დატვირთული იქნება. თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ დასასვენებლად მიმყავს, ძალიან ცდებიან. იქ იმისთვის მივდივართ, რომ ერთ გუნდად შევიკრათ, ფიზიკურ მომზადებაზე ბევრი ვიმუშავოთ და, რა თქმა უნდა, "ტოტენჰემისთვის" მოვემზადოთ."

"წითლებს" დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. მათთვის დუბაიში გამგზავრება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ოლეს სურს, რომ ყველა მათგანი ისე თამაშობდეს, როგორც სურს, დუბაის ვარჯიშები კი კარგი შანსია ამისათვის.

"მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ მათთან თამაშით. მათ სურთ რომ ისწავლონ, გაუმჯობესდნენ და ეს არის სწორედ თითოეული ფეხბურთელის წარმატების მთავარი გზა. თუ თავმდაბლობასთან ერთად იმასაც გრძნობთ, რომ თქვენში არის რაღაც ისეთი, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლიათ და თუ ამაზე ბევრს იმუშავებთ მაშინ სასურველ შედეგს მიაღწევთ და გუნდსაც გამოადგებით."



წყარო:ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
4 იანვარი 2019 16:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძაან კარგია რომ ოლემ აღნიშნა ფიზიკურ მომზადებაზე.ახლა ისეთი სტილით თამაშობს იუნაიტედი რომ აუცილებლად საიჭიროებს ძალიან კარგ ფიზიკურ მომზადებას.თუ ეს არ მოხერხდა მაშინ ვერც ისეთივე პრესინგს შევთავაზებთ მეტოქეს როგორც ეს ბოლო თამაშებში მოხდა.ფიზიკური მომზადების გარდა საჭიროა გადაცემებსა და მოკლე პასებზეც ივარჯიშონ,რადგან ჩანს ეს პრობლემაა.რიგ შემთხვევებში გამოსდით მაგრამ მაინც ბევრია ამაზე სამუშაო.
1
№2
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2019 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგია, რამოდენიმეს წონის დაგდება არ აწყენდა და ზოგადად იმ პრესინგისთვის რასაც ოლე თამაშობს ფიზიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს დუბაის შეკრება.
0
№3
ავტორი: PaLoMo
4 იანვარი 2019 17:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ზოგადად მომწონს [როცა გუნდი პრესინგს მიმარტავს და გამარტლებულიც არისხოლმენ,მაგრამ ამაზ გამდზლეოაბ ჭირდება ასე,რომ სამუსჰაო ბევრი აქვტ მაგაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 17:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია დაეხმარება თბილი კლიმატი ფეხბურთელებს
0
№5
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2019 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla kargad momzadeba chirdeba Iseti tamashi gvelodeba
0
№6
ავტორი: f.c.mu
4 იანვარი 2019 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მიდი ოლე მიდიიიიი, ფერგის მერე შენი ეპოქა უნდა დაიწყოს
_____________________________________________________
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
5 იანვარი 2019 10:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
ძაან კარგია რომ ოლემ აღნიშნა ფიზიკურ მომზადებაზე.ახლა ისეთი სტილით თამაშობს იუნაიტედი რომ აუცილებლად საიჭიროებს ძალიან კარგ ფიზიკურ მომზადებას.თუ ეს არ მოხერხდა მაშინ ვერც ისეთივე პრესინგს შევთავაზებთ მეტოქეს როგორც ეს ბოლო თამაშებში მოხდა.ფიზიკური მომზადების გარდა საჭიროა გადაცემებსა და მოკლე პასებზეც ივარჯიშონ,რადგან ჩანს ეს პრობლემაა.რიგ შემთხვევებში გამოსდით მაგრამ მაინც ბევრია ამაზე სამუშაო.

დანიშვნის დღესვე მეც ეგ ვთქვი რომ ფიზიკური მომზადება გვაქვს ძალიან დაბალი და უმეტეს შენთხვევაში ბოლოს გუნდი დაღლილია.შეიძლება რიგირ ფეხბურთელები ქაჩავენ მაგრამ პრესინგს ერთეულები ვერ გააკეთებს.სწორი გეზი აქვს აღებული ამ კაცს ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ამას ამბობს და ამტკიცებს ყოველ თამაშზე,მაგრამ ბოლო თამაშს ეტყობოდა გადაღლა.მთავარია ოლემ იგრძნოს რომ ის არის აქ ბატონ პატრონი და გასაყრელებსაც გაყრის რატომღაც მაქვს იმედი.ყველას აძლევს შანსს რომ მერე არ თქვან მომისროლესო.ხოდა რო აღარ იქნება მათი ადგილი აქ წავლენ.მთავარია დატოვონ ოლე რომ იგრძნოს თავად რომ ის განაგებს სიტუაციას.ახლა ისეთ მდგომარეობაშია უბრალოდ ვერ ატრაკებს და მაინც ზომიერად იქცევა
0
№8
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
თუ თავმდაბლობასთან ერთად იმასაც გრძნობთ, რომ თქვენში არის რაღაც ისეთი, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლიათ და თუ ამაზე ბევრს იმუშავებთ მაშინ სასურველ შედეგს მიაღწევთ და გუნდსაც გამოადგებით."

მარტო ამ სიტყვების გამოა ოლე დასაფასებელი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top