4-01-2019, 15:31
ნანახია: 1742,
კომენტარები: 6
"რედინგი" - რას წარმოადგენს მეტოქე ?
ახალი მწვრთნელი და ბრძოლა ჩეპიონშიფში დასარჩენად.
"რედინგმა" სეზონი საკმაოდ დიდი ამბიციებით დაიწყო და მწვრთნელად პოლ კლემენტი დანიშნეს, რომელიც პუბლიკამ "სუონსიდან" გაიცნო. გუნდიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელებისგან იქნა დაკომპლექტებული, თუმცა მოლოდინი ვერავინ ვერ გაამართლა, ვერც პოლ კლემენტმა, ვერც ფეხბურთელებმა. გასული 3 ტურის წინ, გუნდს ახალი მწვრთნელი ჟოზე გომეში ჩაუდგა სათავეში, რომელიც ჟოზე მოურინიოს ქვეყნიდანაა.
საყვარელი ფორმაცია : 4-2-3-1.
მთავარი მწვრთნელი : ჟოზე გომეში.
გამორჩეული ფიგურა : სემ ბალდოკი (5 გოლი ).
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "რედინგის" ბოსმა არ დაიშურა კომპლიმენტები მის თანამემამულეზე და განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და რასაც მან მიაღწია, მისთვის მხოლოდ მაგალითის მომცემია.
გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას მისი პრესკონფერენციიდან :
"ფეხბურთელები ძალიან კომფორტულად და თავისუფლად თამაშობენ".
"ახალი მწვრთნელი, ახალი იდეები, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
"'იუნაიტედი' მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, თუ თქვენ ჩახვალთ ჩინეთში ან სამხრეთ ამერიკაში, იხილავთ თუ როგორ თამაშობენ ბავშვები ფლეისთეიშენს მხოლოდ "მანჩესტერ იუნატედით"".
"ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე" უბრალოდ ფანტისტიკის სფეროა, ეს საფეხბურთო დღესასწაულია, ჩემი ფეხბურთელებიც გახარებული არიან, რათა შეუძლიათ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილონ ".
ტაქტიკური ანალიზი
"რედინგზე" როგორც ასე ერთ უბრალო გუნდზე ისაუბრა ცოტა რთულია, ვინაიდან ამ გუნდს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი გადმოსახედით გავაკეთოთ მცირედი ანალიზი თუ რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე. როგორც მოგეხსენებათ "რედინგში" უკვე ახალი მწვრთნელია და მიზანი ახლა უკვე ერთია, შეინარჩუნოს გუნდმა ადგილი ჩემპიონშიფში. ერთი რაც ფაქტია, ახალმა მწვრთნელმა სავსებით სხვა ფეხბურთი შემოგვთავაზა განსხვავებით პოლ კლემენტისა, რომელიც მუდამ პრაგმატული ფეხბურთით გამოირჩეოდა. გუნდმა დაიწყო მოედანზე დომინირება და ბურთთან უფრო დიდი ურთიერთობა, "ქპრ" - სთან მატჩში სრული დომინირება მოედანზე "რედინგმა" მოიპოვა, როგორც ბურთის კონტროლით, ასევე სახიფათო მომენტებითაც. ყველას რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ, თუმცა მოვიდა საშინაო მატჩი "სუონსთან" სადაც გუნდი უბრალოდ განადგურდა ანგარიშით 1:4, "სუონსმა" კონტრშეტევებით უბრალოდ მოკლა მეტოქის რაიმე ამბიცია.
რაც შეეხება სათამაშო სტილს, ჯერ გუნდის ახალი მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობისა და ტაქტიკის ძიებაშია, ვინაიდან ორი ძალინ ქაოტური და განსხავებული მატჩი ჩაატარეს, დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს "რედინგს" , როდესაც გუნდი სრულიად ერთვება შეტევაში, ძალიან დიდ სივრცეებს ტოვებს დაცვაში, რითაც 100% ისარგებლა "სუონსმა" და შანსიც კი არ დაუტოვა, "ქპრ" - სთან უფრო დაბალანსებული და წყნარი ფეხბურთი ითამაშეს, გარდა ამისა ძალიან უხეშ ფეხბურთს თამაშობენ ჟოზე გომეშის შეგირდები, ამას წითელი ბარათებიც მოწმობს, რომელიც გუნდს უხვად დაუგროვდა. მოკლე პასები, ფლანგური ფეხბურთი, თუმცა არაფერი კონკრეტული, გუნდი ძალიან ქაოტურად უტევს, ბოლო ფაზაში უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ, აქვთ ბურთის კონტროლის უნარი, თუმცა ვერ იყენებენ ამ ყველაფერს. კონტრშეტევებზე ამ ფორმაციის "რედინგს" ჯერ არ უთამაშია, რადან ბოლო 3 მატჩში ყველგან დომინანტი იყო და ბურთის ფლობა მინიმუმ 58-60% შეადგენდა, სტანდარტულებს რაც შეეხება, საკმაოდ კარგად ათამაშებენ, ვინაიდან ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ, სისწრაფეებით თუ ვინმე გამოირჩევა ეს ალუკოა, რომელზეც გუნდი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ამაოდ. გუნდს დაუბრუნდა ლეანდრო ბაკუნაც, რომელიც გულშემატკივარს "ასტონ ვილადან" ახსოვთ, გარდა ამისა ორი ყოფილი "წითელი ეშმაკი" ირიცხება, ტაილორ ბლეკეტი და ჯონ ოში.