სოლსკიაერის გუნდში მოსვლას, რეშფორდის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამწესება მოჰყვა. ზედიზედ მეოთხე მატჩია მარკუსი შეხვედრას ძირითადში აღნიშნულ პოზიციაზე იწყებს.
გარდა ამისა თვალშესაცემია რეშფორდის საჯარიმო დარტყმები რომელიც აშკარაა, რომ სახიფათოა. "ვარსკვლავბიჭუნამ" საჯარიმო დარტყმით "კარდიფის" კარის ბადე შეარხია, ხოლო გუშინ მის სტანდარტულს ლუკაკუს გოლი მოჰყვა.
"იუნაიტედის" გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობია ის სტილი, რითაც ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი ჯარიმებს ასრულებს. სწორედ მსგავსი მოძრაობები ჰქონდა, "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულ პორტუგალიელ შემტევს კრიშტიანუ რონალდუს.
გუნდის მთავარ მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის შედარება მოიყვანა, რითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს რონალდუ და რეშფორდი.
"რეშფორდმა მაღალი კლასის ხარჯზე გაუტანა "ნიუკასლს". იმ ეპიზოდში მარკუსმა მშვიდად და თავდაჯერებულად ითამაშა. გარდა ამისა ის საჯარიმო დარტყმებსაც კარგად ასრულებს: დასაწყისი "კარდიფთან" მატჩში, ხოლო დღეს მორიგი წარმატებულად შესრულებული სტანდარტი. მას ბრწყინვალე დარტყმა აქვს, მისი საჯარიმო დარტყმები, რონალდუს გასროლებს ჰგავს". - ციტირებს Sky Sports.