"მანჩესტერ იუნაიტედმა" წლის პირველი შეხვედრა "სენტ-ჯეიმზ პარკზე" ადგილობრივ "ნიუკასლთან" გამართა, სადაც სოლსკიაერის გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ბოლო სამი შეხვედრისგან განსხვავებით, "წითელმა ეშმაკებმა" პირველი გოლის გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. რეშფორდის საჯარიმოს დუბრავკას შეჩდომა მოჰყვა, რომლითაც რომელუ ლუკაკუმ ისარგებლა. ბელგიელმა ფორვარდმა შემოსვლიდან 38 წამში მოახერხა გოლის გატანა. მეორე გოლი მარკუს რეშფორდის ანგარიშზეა, რომელმაც "იუნაიტედის" კონტრ-შეტევა გოლად აქცია. სოლსკიაერის გუნდში მოსვლის შემდეგ ახალგაზრდა ინგლისელმა უკვე მესამე გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც თავისი პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. მანამდე ეს მხოლოდ ლეგენდარულმა მეტ ბასბიმ შეძლო.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
სრული მატჩები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.