თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2019, 03:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1920,
კომენტარები: 8
ბენიტესი: "ჩვენ მეტს ვიმსახურებდით"
მენეჯერები მატჩის შემდგომ.
ბენიტესი:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად "წითლებმა" "ნიუკასლი" დაამარცხეს. "იუნაიტედს" პირველი ტაიმის ჩატარება გაუჭირდა, თუმცა ოლე გუნარმა ცვლილება სწორედ გამოიცნო და მასპინძლების კარი ჯერ მისმა ცვლილებამ, რომელუ ლუკაკუმ, ხოლო შემდეგ 21 წლის ინგლისელმა, მარკუს რეშფორდმა, დალაშქრეს.

ბენიტესის განცხადებით კი "ნიუკასლი" მეტს იმსახურებდა:

"ჩვენ პირველი ბურთის გაშვებით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. ამის შემდეგ კი კონტრშეტევაზე გაგვივიდა გოლი. ასეთი რამეები ხდება, როცა კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობ. ისინი შენი შეცდომებისთვის გსჯიან."

"პირველ ტაიმში ჩვენ შანსები გვქონდა, თუმცა ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ. ჩვენ მეტს ვიმსახურებდით. თუ თქვენ მატჩს გაანალიზებთ, თავადვე დარწმუნდებით ამაში. მათი გატანილი გოლები მათ მიერ შექმნილი შანსების დამსახურება არ იყო. ეს ჩვენი შეცდომები იყო, რომლებიც "იუნაიტედმა" შესანიშნავად გამოიყენა."

ოლე გუნარმა კი თავისი გუნდის თამაშს პროფესიონალური უწოდა და მშრალად შენახული კარით ძალიან ბედნიერია:

"ბოლოს და ბოლოს კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა პროფესიონალურად ითამაშეს. შესაძლოა იმ სიმაღლეზე არ ვიყავით, რაც შეგვეძლო, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩვენ თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri 20
3 იანვარი 2019 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ვაი სჰენ პატრონს
1
№2
ავტორი: luka 123
3 იანვარი 2019 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ეს სულ გამოშტერდა მგონი.ძალიან კარგ მატჩი იყო და დამსახურებული 3 ქულა ავიღეთ
1
№3
ავტორი: Tyeshela
3 იანვარი 2019 10:16
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ბიჭებო და გოგოებო, საიტზე წერია, მიმდევნო მატჩი: მანუ ტოტე, მანამდე 5 ში გვიწევს რედინგთან და შეასწორეთ. რამდენია ხანია არაფერი დამიდია/დამიწერია ამ საიტზე, დედას გეფიცებუთ ვან გაალმა და მაურინიომ იმდენად შემაზიზღა ფეხბურთი რო იუნაიტედის თამაშებსაც კი აღარ ვუყურებდი ბოლო ხანებში. ადრე ერთი თამაშიც რო გამემაზა ძაან დიდი იშვიათობა იყო.მოკლედ ულეს იმედზე ვართ
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
3 იანვარი 2019 10:33
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გილოცავთ ყველას ახალ წელს. წინა სტატიებზე რამდენიმე კომენტარი წავიკითხე. მოკლედ მატიჩი ანელებს შეტევებსო, იქ ბურთს კარგავენო,იქ მატამ ვერაფერი ვერ ქნაო და ა.შ. იმ ხალხს მინდა ვუთხრა,ხომ არ დაგავიწყდათ მოურინიოს უნაიტედი? თუ აცდით ამ გუნდს დალაგებას,კარგი იქნება. შეცდომები იქნება ყოველთვის,მთავარია შეცდომების მინიმალიზება. რა ფეხბურთიც ჭირდება გუნდს ესეთი გუნდების დასამარცხებლად, იმას თამაშობს . დიდ გუნდებთან სხვა თამაშს ითამაშებენ და იამათაც მოუგებენ. ახლა მთავარია ოთხეული. პ.ს. კევს რო ღეჭავდა მთელი თამაში,რა ძმა იყო სოლცკიაერი
3
№5
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2019 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: ALEXFERGUSON
გილოცავთ ყველას ახალ წელს. წინა სტატიებზე რამდენიმე კომენტარი წავიკითხე. მოკლედ მატიჩი ანელებს შეტევებსო, იქ ბურთს კარგავენო,იქ მატამ ვერაფერი ვერ ქნაო და ა.შ. იმ ხალხს მინდა ვუთხრა,ხომ არ დაგავიწყდათ მოურინიოს უნაიტედი? თუ აცდით ამ გუნდს დალაგებას,კარგი იქნება. შეცდომები იქნება ყოველთვის,მთავარია შეცდომების მინიმალიზება. რა ფეხბურთიც ჭირდება გუნდს ესეთი გუნდების დასამარცხებლად, იმას თამაშობს . დიდ გუნდებთან სხვა თამაშს ითამაშებენ და იამათაც მოუგებენ. ახლა მთავარია ოთხეული. პ.ს. კევს რო ღეჭავდა მთელი თამაში,რა ძმა იყო სოლცკიაერი

100%
აღსანიშნავია რომ ნიუკასლი სახლში საკმაოდ კარგი გუნდია და ნუ დაგვავიწყდება ვმწვრთნელად ვინ ყავს, ასევე საქმე იმაშია რომ ოლემ აქცენტი ბურთის არ გაშვებაზე გააკეთა, თან წინასამატჩო პრესკომფერენციაზე განაცხადა რომ თავქუდ მოგლეჯილები შეტევაში არ წავალთო და მართალიც აღმოჩნდა რადგან რამოდენიმეჯერ გვაგრძნობინეს რომ გატანა შეეძლოთ, რაც შეეხება ვალეს თამაშშს აბსოლიტურად ყველა დავალება შესასრულა ისე რაც დაავალა ოლემ, ეს არ ნიშნავს რომ რახან შეტევაში არ მიდიოდა ცუდად ითამაშა. მატიჩს ისეთებს ვთხოვთ რაც ზებუნებრივ ძალებს აღემატება, ტიპი რა ასაკშია და რამდენ თამაშშს ატარებს ამას არავინ უყურებს. რომ არა ესეთი სტრატეგია (აკადემიურ სტილში) დარწმუნებული ვარ გოლსაც გავუშვებდით და დიდი შანსი იყო ქულაზე მეტი ვერ წამოგვეღო. ჩემი შეფასება ასეთია: ოლემ შეუსრულა ტაქტიკურად ბენიტესს
0
№6
ავტორი: დაჩუნია-89
3 იანვარი 2019 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
გამარჯობა ბიჭებო! დიდი ხანია ამ საიტით ვსარგებლობ და ვკითხულობ თქვენს კომენტარებს.გადავწყვიტე რეგისტრაცია გამევლო.დღეიდან თქვენს გვერდით ვარ მეც ჩემი მოკრძალებული შეხედულებებით. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, პროგრესი აშკარაა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ არის დასახვეწი და გამოსასწორებელი. ნიუკასლთან შეხვედრა არ იყო სანახაობრივი, ვინაიდან ნიუკასლია იმდენად მძიმე რო შეუძლებელია ამ გუნდთან ლამაზი თამაში.მთავარია გავიმარჯვეთ.ტოტენჰემთან შეხვედრა სულ სხვანაირი იქნება, მთავარია არ წავაგოთ და ტესტი ჩაბარებულია.წარმატებები ჩვენს გუნდს.
0
№7
ავტორი: ikeoni
3 იანვარი 2019 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Neta shig ar gqondes shen Ra :))
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2019 17:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგება დავიმსახურეთ ორი აზრი არაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top