თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2019, 18:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1632,
კომენტარები: 6
"უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ"
ხუან მატა "ნიუკასლთან" დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს.
ხუან მატა იმედოვნებს, რომ გულშემატკივარი კიდევ ერთ საოცარ და დასამახსოვრებელ საღამოს იხილავს.

ესპანელისთვის "მანჩესტერული" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტები "ნიუკასლთან" გამართულ მატჩებს უკავშირდება. მათ შორისაა რაფაელ ბენიტესის შეგირდებისთვის გატანილი ჯარიმა ოქტომბერში. ამ თამაშში "წითლებმა" შესანიშნავი ქამბექი მოიპოვეს.

"უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ"


[b]"ისინი ძალიან ძალიან კარგები იყვნენ პირველი 20-25 წუთი და იგებდნენ კიდეც თამაშს ორი ბურთის სხვაობით. მეორე ტაიმი კი "იუნაიტედისთვის" დამახასიათებელი ქამბექი იყო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. "ნიუკასლმა" უკვე გვაჩვენა, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ძალიან საშიშები. მათ ძლიერი ფორვარდები ჰყავთ. მათ რამდენიმე ფეხბურთელს შესანიშნავად ვიცნობ."

"ფეხბურთელების გარდა, მენეჯერთანაც მქონდა ურთიერთობა. "ჩელსიში" მასთან ერთად ძალიან წარმატებული სეზონი ჩავატარე. ისინი რთული მეტოქეები იქნებიან, სახლში თამაშობენ, მათთვის სახარბიელო ატმოსფეროში. თუმცა არაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და ისე ვითამაშოთ, როგორც ახლა ვთამაშობთ. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ, ვეცადოთ, რომ მათზე მეტი გოლი გავიტანოთ და მანჩესტერში სამი ქულით დავბრუნდეთ."
[/b]
მატამ "ნიუკასლის" წინააღმდეგ კიდევე რთი კარგი გოლი გაიტანა 2014 წლის მარტში. ეს ყველაფერი "წითლებში" გადასვლიდან ორ თვეშ მოხდა. მან დუბლი შეასრულა და საბოლოოდ "იუნაიტედმა" "ნიუკასლი" 4-0 ანგარიშით დაამარცხა.

"უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ"

[b]"მახსოვს, რომ იმ მატჩში დავიდ დე ხეამ ვერ ითამაშა. თამაშის წინ ვთქვი, რომ თუ გატანას მოვახერხებდი, აუცილებლად მივიდოდი და მასთან ერთად აღვნიშნავდი. ეს ძალიან კარგი ჯარიმა იყო, მივედი და მასთან ერთად აღვნიშნე. შემდეგ მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ მოვახერხე მათი კარის დალაშქვრა. ამ სტადიონთან ლამაზი მოგონებები მაკავშირებს."
[/b]
დღევანდელი თამაში ოლე გუნარის მეოთხე მატჩი იქნება. მატას განცხადებით, ყოფილმა ფორვარდმა ფეხბურთელებში სულ სხვანაირი რწმენა გაამყარა.

[b]"ის დასაწყისიდანვე ძალიან პოზიტიური იყო. ყოველ წუთს გვამხნევებდა და გვარწმუნებდა, რომ თავდაჯერებულები ვყოფილიყავით. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანს."
[/b]
[b]"მას ძალიან კარგად ესმის კლუბის კულტურა. ვფიქრობ, გულშემატკივრები ბედნიერნი არიან მისი აქ ყოფნით. მან პოზიტივი მოგვივიდა, რომელიც, ვფიქრობ, სტადიონზეც გვეტყობა."
[/b]
"ნიუკასლთან" თამაშს ისიც გამოარჩევს, რომ ეს წლის პირველი მატჩია. მატას სწამს, რომ "წითლებისთვის" ეს დღე სამახსოვრო იქნება.

[b]"ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი 2018 წელზე ბევრად უკეთესი იქნება და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად რაიმეს აღნიშვნას შევძლებთ."

"პრემიერ ლიგაში" ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და ვნახოთ როგორ დავასრულებთ სეზონს."

"ჩვენ "ინგლისის თასზე" თამაშის შანსი გვაქვს, რომელიც განსაკუთრებული ჩემპიონატია. რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას", რთული მეტოქე გვყავს და საინტერესო თამაში გველის. ასე რომ ვფიქრობ, ამ წელს რამდენიმე კარგი მომენტი გველის და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს კარგი და დასამახსოვრებელი მომენტები ელით. ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ მომენტებით ისინი ისიამოვნებენ, იამაყებენ და ჩვენთან ერთად აღნიშნავენ."
[/b]

წყარო: ManUtd.com[/b]
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2019 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chvenc didi imedi gvaq magis xuan❤️
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
2 იანვარი 2019 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რომელ კანალზე არის თამაში ხო ვერ მეტყვით სასტავ ? სილ უნივერსალის გარდა რომელზეა კიდე ?
0
№3
ავტორი: KEANO
2 იანვარი 2019 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დიდი მონდომებით გავლენ მოედანზე დარწმუნებული ვარ, მართლაც არ გველის იოლი თამაში, კონგრესზე კარგად უბერავს ნიუკასლი და ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაგრამ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. ოლეე აბა შენ იცი განაწყვე ბიჭები
0
№4
ავტორი: levionok
2 იანვარი 2019 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვსიო გვეყოფა მეტოქის დაფასება და გადავდივართ მის მიეასთან გასწორებაზე,დღეს წესით ნიუკასლმავერანაირი პრობლემა ვერ უნდა შეგვიქმნას
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2019 17:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატა რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენად კარგი ადამიანია.
0
№6
ავტორი: kalidou koulibaly
4 იანვარი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მატა კარგი ადამიანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top