ოლე გუნარ სოლსკიაერი მოუთმენლად ელის 2019 წლის პირველ მატჩს. "წითლები" "პრემიერ ლიგაში" უკვე მეოთხე მატჩს ჩაატარებენ მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
"ახალ წელს ასეთი განწყობით არასდროს შევხვედრილვარ. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ერთი სული მაქვს როდის გაგრძელდება ყველაფერი."
"ერთადერთი გეგმა მაქვს - "იუნაიტედში" მოცემული დროით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღო. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაშობ და თან მენეჯერი ხარ, ფიქრობ, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებ."
"ვითამაშებთ, ისე, როგორც შეშვენის "მანჩესტერ იუნაიტედს".
"იუნაიტედმა" სოლსკიაერის მეთვალყურეობის ქვეშ პირველი თამაში ოლე გუნარის ყოფილი გუნდის, "კარდიფის", წინააღმდეგ ჩაატარა. "ოლდ ტრაფორდს" ნორვეგიელი "ჰადერსფილდსა" და "ბორნუმთთან" დაუბრუნდა. სამივე თამაში "წითლების" გამარჯვებით დასრულდა.
"კარდიფსა" და "ჰადერსფილდთან" ერთად არც "ნიუკასლი" იმყოფება კარგ მდგომარეობაში, თუმცა "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემსა" და "არსენალს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა ოლე მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებმა კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოახდინონ და ისე ითამაშონ, როგორც "წითლებს" ჩვევიათ. "მე სულ ამას ვუმეორებ ბიჭებს - თუ ისინი მეტისმეტად ბევრს იფიქრებენ მოწინააღმდეგეზე, ჩვენი თამაში იმ ხარისხის ვერ იქნება რა ხარისხისაც უნდა იყოს," - აცხადებს ოლე.
"ამიტომ ჩვენ მთელი კონცენტრირება ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ. "ნიუკასლი" ბევრად უფრო განსხვავებული მეტოქეა, ვიდრე "ბორნმუთი", ამიტომაც ჩვენ ერთ ან ორ რამეზე ვისაუბრებთ, დავგეგმავთ, დანარჩენი კი ჩვენზეა. ვითამაშებთ იმ გზით, როგორც უნდა ვითამაშოთ, ვითამაშებთ ისე, როგორც სჩვევია "მანჩესტერ იუნაიტედს".
"გასვლაზე ისე ვერ ვითამაშებთ, როგორც სახლში. მუდმივად შეტევაში ვერ ვიქნებით, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება - წავიწიოთ რაც შეიძლება წინ და ეს გავაკეთოთ რაც შეიძლება ბევრჯერ."
"იმ დღეს საოცრებები ჩავიდინეთ"
სოლსკიაერი "ნიუკასლთან" ჩატარებულ თამაშებს იხსენებს. მან, როგორც ფეხბურთელმა "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართულ 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ოლეს გონებაში განსაკუთრებით ერთი მატჩი დაილექა - 2003 წლის აპრილის "სეინთ ჯეიმს პარკზე" გამართული თამაში, სადაც "წითლებმა" მეტოქე 6-2 ანგარიშით დაამარცხეს.
"მახსოვს, როგორ გავიტანე გოლი. ბურთი მკერდით მივიღე და შემდეგ დავარტყი. იმ მომენტისთვის ჩვენ ერთით ნოლს ვაგებდით, თუმცა დაუჯერებელი რამეები ჩავიდინეთ და ანგარიში 6-2 გავხადეთ. მათ სახლში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ იმ დღეს ფანტასტიკურად ვითამაშეთ და კლასი ვაჩვენეთ."