თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2019, 16:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 9
ვინ ითამაშებს "ნიუკასლთან"?
ოლე გუნარმა "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის სასტარტო თერთმეტეულზე ისაუბრა.
ვინ ითამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ოთხშაბათს გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელმა საზოგადოებას წინასწარი ცნობები მიაწოდა სასტარტო თერთმეტეულის შესახებ. ერთი ფეხბურთელი, რომელიც დანამდვილებით გამოტოვებს მატჩს ერიკ ბაიია. შეგახსენებთ, რომ მან "ბორნმუთთან" წითელი ბარათი მიიღო.

მათეო დარმიანი და ფილ ჯონსი ვიქტორ ლინდელოფთან ერთად მზად არიან მოედანზე გამოსასვლელად. რაც შეეხება კრის სმოლინგს, ის შესაძლოა, "ტოტენჰემთან" მატჩისთვის დაბრუნდეს. როხო კი კვლავ ვერ ახერხებს ლაზარეთის დატოვებას. როდესაც ჰკითხეს ორი მცველით შეძლებდა თუ არა თამაშს, სოლსკიაერმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ეს საკმარისია, თქვენ ასე არ ფიქრობთ? ორი სრულიად საკმარისია! რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დროა და რაღაცებს უნდა გადავხედოთ, მაგრამ გვყავს დარმიანი, რომელსაც შეუძლია ცენტრში თამაში. არ მგონია, რომ როხომ დაბრუნება შეძლოს, ასე რომ ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად აუცილებლად დარმიანს იხილავთ."

ჩილელი ვარსკვლავი "ნიუკასლთან" მატჩისთვის მზად იქნება. ნორვეგიელი კი მას შანსს მისცემს.

"ალექსისმა დიდებული ვარჯიშები ჩაატარა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან უნდოდა "ბორნმუთთან" თამაში, მაგრამ ჯერ ადრე იყო. ის ერთი თვე ვერ თამაშობდა, ამიტომაც საჭიროდ აღარ ჩავთვალე მისი ჩართვა გასულ თამაშში. თუმცა "ნიუკასლთან" აუცილებლად ითამაშებს."

"სანჩესი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც სულ სურს თამაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ "ბორნმუთთანაც" სურდა, თუმცა რამდენიმე დღე კიდევ სჭირდებოდა."

მარკუს რეშფორდი კი საოცარ ფორმაშია და რომელუ ლუკაკუსთან ერთად "ნიუკასლის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ვფიქრობ, მარკუსი მომჯობინდება. ის ძალიან ბევრს მუშაობდა და ცოტათი დაიღალა კიდეც. თუმცა ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ "ნიუკასლისთვის" უკვე მზად იქნება."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
1 იანვარი 2019 16:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კაია რომ მეგიბრული განწყობა სუფევს გუნდში და ყველა ერთი საქმისთვის გაერთიანდა.მჯერა რომ ოთხეულში დავიბრუნებთ ადგილს.
3
№2
ავტორი: Lalana
1 იანვარი 2019 16:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მთავარია რომ ყველას ეძლევა საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი.დიდი იმედი მაქვს ამ ტაქტიკას კარგად მოერგება ალექსისი და დაუბრუნდება ძველ ფორმას.ეს კი დაგვეხმარება რომ შეტევაში ბევრად მრისხანები ვიყოთ.ისე მაინც კარგი იქნება თუ ერთ მაღალი დონის ცენტრაურ მცველს დაიმატებენ.
3
№3
ავტორი: giorgi_mg
1 იანვარი 2019 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სანჩესის დაბრუნებას მოუთმენლად ველით, მე პირადად დიდი იმედი იმის რომ იფრენს არ მაქვს, თუმცა რამოდენიმე თამაშში ჩადგება ფორმაში და მარჯვენა ფლანგის პრობლემა მოიხსნება იმედია
3
№4
ავტორი: shotkin
1 იანვარი 2019 19:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხვალ ღამის 12 ზეა ხო თამაში ნეტა სილკი თუ აჩვენებს
3
№5
ავტორი: nika_nikusha
1 იანვარი 2019 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
სანჩესი მარჯვენა ფლანგზე თუ მოხოდა ოლემ მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა გვეყოლება, სანჩესი, პოგბა, რეშფორდი მარსიალი ლუკაკუ, პსჟ-ს უნდა გადავაცვათ რაა უუუხ როდის მოვა ეგ თამაში
2
№6
ავტორი: ikeoni
1 იანვარი 2019 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Am tamashsac damajereblad movigebt
0
№7
ავტორი: stepno
2 იანვარი 2019 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სანჩეს ველოდები ერთი სული მაქ ვნახო ოლე როგორ გამოიყენებს ალექსის
1
№8
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სანჩესი მაინტერესებს ძალიან, მოუს წასვლის მერე როგორ ითამაშებს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№9
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარმიანს რედინგთან ათამაშებს ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top