თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2019, 16:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1948,
კომენტარები: 8
სერ ალექსი ვარჯიშს დაესწრო
ოლე გუნარმა ფერგიუსონის ვიზიტი დაადასტურა.
სერ ალექსი ვარჯიშს დაესწრო
სერ ალექს ფერგიუსონი "Aon"-ის სავარჯიშო კომპლექსს ეწვია ოლე გუნარის გასამხნევებლად. როგორც ყოველთვის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწრთვნელი გასულ მატჩებზეც იმყოფებოდა. შოტლანდიელის გავლენა ნორვეგიელზე აშკარაა. სოლსკიაერმა ძალიან ბევრი ისწავლა ყოფილი მწრთვნელისგან.

"დიახ, რა თქმა უნდა, მე მას გასულ კვირაში ვესაუბრე, თუმცა ეს მთავარი არ არის. მე მასთან ერთად 15 წელი გავატარე და, რა თქმა უნდა, გავლენა ძალიან დიდია. სწორედ ამ თხუთმეტმა წელა მოახდინა გავლენა და არა იმ კონკრეტულმა ერთმა საუბარმა. მე მუდმივი კავშირი მაქვს მასთან. ფერგიუსონი შაბათს გვეწვია და ვფიქრობ, ისიამოვნა კიდეც სავარჯიშო კომპლექსზე ყოფნით."

"ის მე და დანარჩენ სამწრთვნელო შტაბს გაგვესაუბრა და გაგვახმნევა. მან იცის, რომ თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვეძლება, რათა გუნდს წარმატება მოვუტანოთ. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მაქსიმუმს გავაკეთებთ."

"წითლები" ამჟამად ზუსტად ისე თამაშობენ, როგორც "იუნაიტედს" ჩვევია. "ეშმაკუნები" მუდმივად უტევენ, თუმცა დაცვის პრობლემები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

"მინდა, რომ სანამ აქ ვარ "იუნაიტედმა" ამ გზით განაგრძოს თამაში. რა თქმა უნდა, წინ უფრო რთული პერიოდი გველის. "ნიუკასლთან" სრულიად განსხვავებული მატჩის ჩატარება მოგვიწევს. არასდროს მოგვწონდა მათთან გასვლაზე თამაში. წინასწარ ვიცი, რომ რთული მატჩი გველის და აუცილებელია, რომ კარი მშრლად შევინახოთ. ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო და ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. თუმცა შეტევაში ყველაფერი იდეალურადაა და სწორედ ასე მინდა, რომ "იუნაიტედმა" განაგრძოს თამაში."

"ეს სპორტი ასეთია, ყოველთვის იმ შედეგს ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. თუმცა ყველა თამაშში აუცილებელია, რომ კარგი მატჩი აჩვენეო და ლამაზი ფეხბურთი ითამაშო. როდესაც სწორად წარმართავ თამაშს, უმეტეს შემთხვევაში იმას მიიღებ, რაც ასე ძალიან გსურს."

"მე სახლში ვარ. ჩემი ცხოვრებისა და კარიერის 15 წელი აქ გავატარე. ეს კლუბი ყველაფერია ჩემთვის. ეს ჩემი სახლია. როცა დერეფნებში დავდივარ და ამ სახეებს ვუყურებ. ეს მე ვარ, აქ ძალიან კომფორტულად ვარ. თქვენზეა ჩემი შეფასება. თქვენზეა დამოკიდებული მიიჩნევთ თუ არა "ოლდ ტრაფორდს" ჩემს სახლად, მაგრამ ამ მომენტში მე ასე ვგრძნობ თავს, საოცარ სიამოვნებას ვიღებ და სახლში დაბრუნება ძალიან მიხარია,"- დაასრულა სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
1 იანვარი 2019 16:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რა შედეგიც არ უნდა დადო შენ უკვე ყველას ძალიან უყვარხარ როგორც მწვრთნელი.ოლემ შეძლო და ის სიყვარული და განცდა დააბრუნა რაც ამ გუნდში გ იყვარდა.იმედია დააფასებენ მის მონდომებას და შრომას და შანსი მეცემა ააშენოს ის გუნდი რაც გვეკადრება
0
№2
ავტორი: Lalana
1 იანვარი 2019 16:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მშვენიერ დასაწყისი აქვს ოლეს.პირველ რიგში რაც მთავარია საუბრობს ამ გუნდის სიყვარულით,გამოდის და მთელი გულით გულწრფელია,რომელიც გრძნობს მანჩესტერის სულსა და გულს,ამიტომაც ეტყობა თითოეულ თამაშს მანჩესტერის ძველი სახე,ვფიქრობ ეს ყველაფერი ცოტაოდენი ფერგიუსონის დამსახურებაც არის,მაგრამ დარწმუნებული ვარ სოლკაიერი მანჩესტერის განვითარებასთან ერთად თვითონაც განვითარდება როგორც მწვრთნელი.ნიუკასლთან აუცილებლად მოგება გვჭირდება,სხვა არაფერი.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
1 იანვარი 2019 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ავტორ და გილოცავ ახალ წელს! მადლობ ყველა მწერალს რომელსაც არ ეზარებოდა კარგი, ცუდიზ თუ რთული სტატუებსის წერა მთელი წლის განმავლობაში და მას პირველი რიცხვიდანაც განაგრძობთ! მადლობა ყველას დაუღალავი შრომისთვის ❤
0
№4
ავტორი: ikeoni
1 იანვარი 2019 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Midi ole midi imedia didi xnit darchebi❤️
0
№5
ავტორი: stepno
2 იანვარი 2019 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გენაცვალე შენ რო დამიბრუნე ფეხბურთის ყურების მუღამიი love როგორც ფერგის დროს ისე ველოდები ეხლაც მანჩესტერის თამაშებს და ეს შენი დამსახურებაა ოლეე love
0
№6
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ფერგიი! უდიდესი პატივია ფეხბურთელებისთვის ფერგი რო შენ ვარჯიშს ესწრება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: krekera
3 იანვარი 2019 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მიდიით ბიჭებოო! ასეთი ანთებული თვალებით გეთამაშოთ სულ!
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეტყობა გუნდს მუხტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top