თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 18:58
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2188,
კომენტარები: 6
"ისინი უკეთეს მომავალს ქმნიან"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მოგესალმებით ყველას.

2018 წლის ბოლო დღეა და, შესაბამისად, წლის ბოლო პოსტიც. "ბორნმუთთან" გამარჯვებამ, რომელიც ზედიზედ მესამე იყო "პრემიერ ლიგაში", გაგვამხიარულა და შობის პერიოდით ტკბობის საშუალება მოგვცა. მცირე დროში ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს და არც ისე მარტივია ამის ორგანიზება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით და მაღალ დონეზე ვთამაშობთ. შედეგებიც სახეზეა.

"ბორნმუთის" წინააღმდეგ დასაწყისშივე გავიტანეთ გოლი და ყველაფერი უფრო და უფრო მარტივი გავხადეთ. თამაშში ვდომინირებდით და გამარჯვება მოვიპოვეთ. შესანიშნავად წარვსდექით გულშემატკივრის წინაშე. თითოეულმა ჩვენგანმა საოცარი მატჩი ჩაატარა, ყველა ბრწყინავდა. თუმცა ეს უკვე წარსულია და ჩვენ უკვე მომავალ ორ მატჩზე ვფიქრობთ.

2018 წელი ორი გამარჯვებით პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ. ყველა ვგრძნობთ, რომ გულშემატკივრები ბედნიერნი არიან და ჩვენი იმედი ისევ აქვთ. ჩვენც ყველაფერს ვიზამთ, რომ იმედგამაცრუებელი მომენტები აღარ გაგრძელდეს. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენი თავისგან უმაღლეს დონეზე თამაში უნდა მოვითხოვოთ, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ჩვენი დიდებული კლუბის ისტორია. ნაკლებს ვერ დავჯერდებით, ამის უფლება არ გვაქვს. ფეხბურთშიც ისეა, როგორც ცხოვრებაში. ბევრი ბედნიერი და ბევრი ცუდი მომენტია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალ წელთან ერთად ძალიან ბევრი პოზიტივი გველის წინ.

პირადად მე ძალიან კარგად და ამაყად ვგრძნობ თავს. 2018 წელს საერთო ჯამში 40 მატჩი ჩავატარე. იმედი მაქვს, 2019 წელსაც იგივე რაოდენობის მატჩებს ჩავატარებ. საერთო ჯამში, ძალიან აღელვებული ვარ და აუცილებლად ყველაფერს ვიზამ, რათა ამ სპორტით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ეს განსაკუთრებული და ძლიერი თამაშია, ამდენი ადამიანის ცხოვრებასა და მომავალზე გავლენას ახდენს; ამდენ ადამიანს ერთად კრებს. წლის ბოლო დღეს სწორედ თქვენ მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან იყავით, შემოგვიერთდით, ინტერესი გამოიჩინეთ, გვერდში გვედექით ან უბრალოდ ჩვენზე სხვებს ესაუბრებოდით.

აუცილებლად მინდა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ორგანიზაციებს ფულს ურიცხავს და ამ გზით ბავშვებს ეხმარება მადლობა გადავუხადო და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ისინი უკეთესს მომავალს ქმნიან.

ისიამოვნეთ წლის ბოლო დღით - როგორც უკვე აღვნიშნე, ესპანეთში ამ დღეს ტრადიციულად 12 ყურძენს ჭამენ. თუ ამას თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გააკეთებ ეს კიდევ უფრო უკეთესია.

ორშაბათს დილას აუცილებლად ვივარჯიშებთ, შუადღიდან კი დასვენება გვექნება, რათა ეს დრო ჩვენს ადამიანებთან ერთად გავატაროთ და პოზიტივით შევხვდეთ 2019 წელს. დარწმუნებული ვარ, ეს წელი ძალიან კარგ ამბებს გვიმზადებს.

გეხვევით,
საუკეთესო სურვილებით,
ხუანი.


მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
31 დეკემბერი 2018 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ეს სულ დამავიწყდაა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Methadon
31 დეკემბერი 2018 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
დარწმუნებული ვარ მატაც იპოვნის თავის ადგილს ოლეს გუნდში.
1
№3
ავტორი: ikeoni
1 იანვარი 2019 08:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11507
Martla yvela atamashdeba oles xelshi.. xuanitos klasis ar gamoyeneba rogor sheidzleba ❤️
1
№4
ავტორი: stepno
2 იანვარი 2019 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს აკცი მაგრად გვჭირდება იმედია დრო მიეცემა
1
№5
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
რას ამბობთ ამის კლასი გვჭირდება ჰაერივით, და იმედია მისცემს სათამაშო დროს ოლე
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11131
ძაან კარგი ადამიანია ხუანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top