თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 16:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 6
ლეგენდა კვლავ იღიმის
სერ ალექსის პოზიტიური განწყობა.
ლეგენდა კვლავ იღიმის
ჟოზე მოურინიოს წასვლით, გუნდს თითქოს მოეხსნა ის ფსიქოლოგიური წნეხი რაც მანამდე ჰქონდა. აშკარაა სოლსკიაერის გუნდში დანიშვნავ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივრისა თუ ფეხბურთელის სახეზე ღიმილი დაბრუნდა, პოზიტიური განწყობა დაუბრუნდა სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც პორტუგალიელის მწვრთნელობისას ხშირად შეუნიშნავთ ტრიბუნაზე მოწყენილი სახით. ამის მიზეზი ნამდვილად იყო.

ოლე გუნარ სოლსკიაერის თაოსნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ყველაფრის დასაწყისი "კარდიფი" იყო, ინგლისურმა გრანდმა მეტოქე სტუმრად, გამანადგურებელი ანგარიშით 1-5 დაამარცხა. შემდეგ იყო "ჰადერსფილდი", რომელიც დამაჯერებლად დამარცხდა "ოლდ ტრაფორდზე", 30 დეკემბერი კი "ბორნმუთის" განადგურების დღედ გადაიქცა - ანგარიშით 4-1. "იუნაიტედის" დაბრუნების მთავარ ინდიკატორად, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, გუშინდელ მატჩზე დამსწრები, გუნდის ლეგენდის - სერ ალექს ფერგიუსონის სახე, რომელიც მისივე სახელობის ტრიბუნაში მომღიმარი სახით აღნიშნავდა, თავისი ყოფილი გუნდის გამოღვიძებას.

ლეგენდა კვლავ იღიმის

ლეგენდა კვლავ იღიმის


"მანჩესტერ იუნაიტედში, ჟოზე მოურინიოს უკანასკნელ მატჩზე, სადაც "წითლები" 3-1 დამარცხდნენ, ფერგიუსონი ძალიან მოწყენილი იმყოფებოდა "ენფილდის" ტრიბუნაზე.

ლეგენდა კვლავ იღიმის

ლეგენდა კვლავ იღიმის


შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფრგიუსონი ყოფილი შეგირდის დახმარებას კვლავ განაგრძობს. სოლსკიაერის მთავარ მრჩევლად სწორედ შოტლანდიელი სპეციალისტი დაინიშნა. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწორედ ფერგიუსონმა ურჩია გლეიზერებს გუნდში ნორვეგიელის მოყვანა.

დღეს ფერგიუსონს 77 წელი შეუსრულდა, ლეგენდა იუბილარია!

წყარო: sports
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: MANUTD1878
31 დეკემბერი 2018 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ვულოცავ ლეგენდას..ამან შემაყვარა მანჩესტერი და ზოგადად ფეხბურთი..უბრალოდ განუმეორებელია
0
№2
ავტორი: kobinio
31 დეკემბერი 2018 20:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ასი წელი იცოცხლე ბაბუ ♡
0
№3
ავტორი: giorgi_mg
1 იანვარი 2019 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბაბუ ❤
0
№4
ავტორი: ikeoni
1 იანვარი 2019 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gilocavt yvelas Axal wels da gisurvebt bevr gamarjvebas :))❤️
0
№5
ავტორი: stepno
2 იანვარი 2019 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლეგენდა კაციი
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლეგენდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top