თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 00:24
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2076,
კომენტარები: 8
იუნაიტედი 4-1 ბორნმუთი
დღევანდელი მატჩის სრული ჩანაწერი.
იუნაიტედი 4-1 ბორნმუთი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" წლის ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართა, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე 4-1 დაამარცხეს.

სოლსკიაერის გუნდმა ანგარიში პირველივე წუთებზე გახსნა, მარკუს რეშფორდის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პოლ პოგბამ "იუნაიტედი" დააწინაურა. 33-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა ანგარიში ორამდე გაზარდა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. ასეთი შედეგი "იუნაიტედში" ბოლოს უეინ რუნიმ 2012 წელს დააფიქსირა. პირველი ნახევარის მიწურულს მარსიალის გადაცემით რეშფორდმა ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა. "ბორნმუთმა" პრესტიჟის გოლი პირველი ტაიმის დამატებით წუთზე გაიტანა, თავი აკემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმი კვლავ მანჩესტერელთა უპირატესობით წარიმართა. 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკაკუმ პოგბას გადაცემით ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე მწვრთნელი გახდა მეტ ბასბისა და ჟოზე მოურინიოს შემდეგ, რომელმაც თავისი პირველი სამი მატჩი მოიგო.


პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

სრული მატჩები
8 კომენტარი
№1
ავტორი: DamPaLiGiGa
31 დეკემბერი 2018 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
რატო არ დევს კომენტარები?? არ მიყურებია და მეორე მიმოხილვა კომენტარების ნახვაა ხოლმე აქ!! დაწერეთ!! აქეთ, ადიდეთ აგინეთ, ქენით რამე ხალხო
0
№2
ავტორი: shotkin
31 დეკემბერი 2018 00:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგია კარგიი
0
№3
ავტორი: kobinio
31 დეკემბერი 2018 01:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: DamPaLiGiGa
რატო არ დევს კომენტარები?? არ მიყურებია და მეორე მიმოხილვა კომენტარების ნახვაა ხოლმე აქ!! დაწერეთ!! აქეთ, ადიდეთ აგინეთ, ქენით რამე ხალხო

საგინებელი ვინც იყო ***ა და ვის უნდა აგინო გოლს გოლზე იტანენ?!
2
№4
ავტორი: DamPaLiGiGa
31 დეკემბერი 2018 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ციტატა: kobinio
ციტატა: DamPaLiGiGa
რატო არ დევს კომენტარები?? არ მიყურებია და მეორე მიმოხილვა კომენტარების ნახვაა ხოლმე აქ!! დაწერეთ!! აქეთ, ადიდეთ აგინეთ, ქენით რამე ხალხო

საგინებელი ვინც იყო ***ა და ვის უნდა აგინო გოლს გოლზე იტანენ?!

ზოგადად შესაძლო რეაქციების ჩამონათვალი იყო ძმა :) ქებაც რო არ იყო რეიზა მეთქი ;)
0
№5
ავტორი: Methadon
31 დეკემბერი 2018 02:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ყველაზე საინტერესო მომენტი ის იყო, რომ 10 კაცითაც შეტევაში იყო გუნდი და ბაილის გაგდება საერთოდ არ დაგვეტყო. მოკლედ გილოცავთ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თამაშს :)

ისე ამასთან რა მოსატანია და დღეს ერთი კომენტატორი ამბობდა, გუნდის ხელმძღვალობა ლივერპულთან თამაშს ელოდებოდა მოუ რომ გაეშვაო. მანამდე რომ გაეშვათ და ახალ მწვრთნელს ლივეპულთან წაეგო მერე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და შედარებით ადვილი თამაშების წინ ვამოცვალეს მწვრთნელიო. საინტერესოა....
0
№6
ავტორი: giorgi_mg
31 დეკემბერი 2018 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
10 კაცით რო კიდე აფარჩაკებ ყველაფერი ნათქვამია ❤
1
№7
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2018 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Genacvalet bichebo ese raa❤️
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2019 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ასეთი ლაღი თამაშებია საჭირო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top