თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2018, 23:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1638,
კომენტარები: 7
სოლსკიაერი: "ის უბრალოდ შესანიშნავია"
ოლე გუნარი პოგბას შესახებ.
სოლსკიაერი:
პოგბამ ორი გოლი გაიტანა "ბორნმუთის" კარში, ხოლო შემდეგ ასისტი გააკეთა. საერთო ჯამში კი სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ სამ თამაშში ოთხი გოლი და სამი ასისტი მიითვალა.

"პოგბა უმაღლესი, უმაღლესი დონის ნახევარმცველია. ის ყველგანაა. საჯარიმოში მისი შესვლა მოწინააღმდეგეს აშინებს, მეორე სართულზე ბრძოლებს იგებს, ბურთს მუდმივად აკონტროლებს. ის უბრალოდ საოცარია. მისი შეხება, მისი პასები, მოძრაობა... შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს!"

"პოგბამ იცის, რომ როცა ასე თამაშობს ის უბრალოდ საუკეთესოა. მან მხოლოდ ერთი მომენტი გააფუჭა, სადაც ოდნავ მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში ის მოწოდების სიმაღლეზე იყო, ამაზე უკეთ უბრალოდ ვერ ითამაშებდა."

"როგორც ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, მე მინდა რომ მათგან საუკეთესო მივიღო. მინდა, რომ მათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ თამაშისგან და გამოხატონ თავისი თავი. ვფიქრობ, რომ ყველამ უმაღლეს დონეზე ითამაშა."

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედმა" სამ თამაშში 9 ქულა მოიპოვა და 12 გოლი გაიტანა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2018 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Saocari bichi gvyavs saocari ❤️
1
№2
ავტორი: Svanchester
31 დეკემბერი 2018 00:37
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
უკლასნესია პოგბა, მაგრად მიზიდავს ამის თამაში, პუბლიკაზეც უყვარს აქცენტის გაკეთება, ძლიერია ფიზიკურად, გოლზე და საგოლე პასებზე მარტივად მიდის, მსოფლიო დონის ნახევარმცველი გვყვს. ბრავო პოგბას.
0
№3
ავტორი: kobinio
31 დეკემბერი 2018 01:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მთავარია გრანდებთან გამოიჩინოს ეს ბლესკი.შარშან გრანდებთან იკარგებოდა თამაშის დროს და იმწდი მაქვს წელს ვიხილავთ მის ნამდვილ ძალას ტოტენჰემთან და შემდგომ ოთხეულის გუნდებთან.აშკარაა რომ მაურინიოსთან ამის 10 % თამაშობდა.ნათელია რატომაც.
0
№4
ავტორი: Methadon
31 დეკემბერი 2018 02:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
პოგბა კარგი იყო, მაგრამ მატიჩიმაც ძალიან კარგად ითამაშა. მოკლედ გუნდი გაიხსნა. შემდეგი თამაშიც თუ მოვიგეთ, ოლეს უეჭველი ერთ კარგ მცველს უყიდიან.
0
№5
ავტორი: holandieli mfrinavi
31 დეკემბერი 2018 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ციტატა: kobinio
მთავარია გრანდებთან გამოიჩინოს ეს ბლესკი.შარშან გრანდებთან იკარგებოდა თამაშის დროს და იმწდი მაქვს წელს ვიხილავთ მის ნამდვილ ძალას ტოტენჰემთან და შემდგომ ოთხეულის გუნდებთან.აშკარაა რომ მაურინიოსთან ამის 10 % თამაშობდა.ნათელია რატომაც.



გრანდებთან მეორე ნომრად ვთამაშობდით პოგბაც და მთელი გუნდიც დაცვაში ყავდა მოუს და არ უშვებდა წინ, რა უნდა ექნა პოგბას, ფაქტია მანიუს დღევანდელ სასტავს დაცვაზე უკეთ შეტევა გამოსდის რასაც ამდენი ხანი ან არ მიხვდა მოუ ან ვერ,
0
№6
ავტორი: qamari
31 დეკემბერი 2018 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: kobinio
მთავარია გრანდებთან გამოიჩინოს ეს ბლესკი.შარშან გრანდებთან იკარგებოდა თამაშის დროს და იმწდი მაქვს წელს ვიხილავთ მის ნამდვილ ძალას ტოტენჰემთან და შემდგომ ოთხეულის გუნდებთან.აშკარაა რომ მაურინიოსთან ამის 10 % თამაშობდა.ნათელია რატომაც.

იმიტომ მეგობარო ,რომ მაუ სხვა ფუნქციებით ტვირთავდა ,ამან ოლეს ვგულისხმობ ტვირთი მოხსნა ,მე მანიუს 97 ვგულშემატკივრობ და ზუსტად ესეთ ფეხბურთს თამაშობდნენ ოლეს თაობა ,პირველი ტაიმის ნახევრში იგებდნენ თამაშს და მერე ტკბებოდნენ ფეხბურთით ორივე მხარე ,ერთ ერთი რაც გვანერვიულებს ეს არასტაბილური დაცვაა და იმედია ეშველება ,დანარჩენში სერიოზული კონკურენციაა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 13:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა უმაღლესი კლასია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top