თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2019, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1589,
კომენტარები: 3
თავი 9: აღთქმული მიწა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 9: აღთქმული მიწა
იშვიათად ხდება სპორტში - და ცხოვრებაშიც, - როცა აღაფერისკენ აღარ ისწაფვი, როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიე. 1998/1999 წლების სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის პიკი, უსაზღვრო სიხარულისა და მომავალი თაობის მისაბაძი მაგალითის პერიოდი იყო.

ნაგულისხმევს მიღმა რომ დავტოვოთ 11 დღეში მოგებული ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ინგლისის თასიც, "იუნაიტედის" სათამაშო სტილმა, რომლის წყალობითაც გუნდმა სამივე ტიტული მოიგო, ეს კამპანია დაუვიწყარ, შეუდარებელ, გუნდის არსის შემცველად აქცია, რის გარეშეც არც არსებობდა და ვერც იარსებებს ფეხბურთი.

სეზონის დასაწყისში ვერავინ იწინასწარმეტყველებდა სიხარულს, რომელიც კლუბს კულისებს მიღმა ელოდა. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით დაწინაურებულმა "არსენალმა" "იუნაიტედს" ზედიზედ მესამე სეზონში ტიტულის მოგების იმედი მოუკლა, მაგრამ "წითელი ეშმაკების" პასუხმა არ დააყოვნა. ძვირადღირებულმა შენაძენებმა - მცველი იაპ სტამი და თავდამსხმელი დუაით იორკი - საგრძნობლად გააძლიერეს ისედაც საოცარი შემადგენლობა, ხოლო ვინგერ იესპერ ბლომქვისტის გამოჩენამ რაიან გიგზის შეცვლის საშუალება გააჩინა, რომლის წინა სეზონში არყოფნაც ფატალური გამოდგა.

1998/99 წლების სეზონის პირველი ნახევარი შორს იყო ეპითეტისგან "საოცარი". "იუნაიტედმა" გაჭირვებით დაძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირ ეტაპი, მაგრამ დამაჯერებლად ეჭირა თავი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში. სხვათაშორის, 1999 წლის იანვარში გუნდს გრანდიოზული გამარჯვება ელოდა მთავარ მეტოქესთან, "ლივერპულთან" ინგლისის თასზე: "წითელმა ეშმაკებმა" ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარცხებოდნენ.

"შობის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა", - ამბობს გარი ნევილი. "მაგრამ სეზონი მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა "ლივერპულს" მოვუგეთ. მათთან ბოლო წუთზე განხორციელებულმა ქამბექმა უდიდესი გავლენა იქონა და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. მას შემდეგ ყველა ყველაფერს სწორად აკეთებდა და სწორ გზას ადგა".

იანვრის შემდეგ ვეღარავინ აჩერებდა "იუნაიტედს". სეზონის ბოლო მარცხი "იუნაიტედმა" "მიდლსბორსთან" საშინაო შეხვედრაში იწვნია. ყველა წინააღმდეგობა გადალახული იყო: "ნოტინჰემ ფორესტი" 8:1 განადგურდა მისსავე მოედანზე, იტალიური გრანდები "ინტერი" და "იუვენტუსი" კი ჩემპიონთა ლიგაზე დააჩოქეს. "არსენალი" კვლავ აგრძელებდა ორივე საშინაო ტურნირზე ბრძოლას, სანამ ინგლისის თასის ლეგენდარული ნახევარფინალი არ გაიმართა: გადათამაშებაში გიგზმა დაუჯერებელი გოლი გაიტანა სოლო რეიდის შემდეგ.

მაგრამ მთელი მცდელობების მიუხედავად, "იუნაიტედი" იმ სეზონის ბოლო სამ შეხვედრას ყველაფრის დაკარგვის პერსპექტივით ხვდებოდა. "ტოტენჰემი" ურთულეს შეხვედრაში დაამარცხეს და პრემიერ ლიგის ტიტულს დაესაკუთრნენ, "ნიუკასლმა" კი ინგლისის თასის ფინალი დათმო: მესამე საშინაო დუბლი ბოლო 6 წელიწადში.

მაგრამ წინ ფინალების ფინალი ელოდათ. სერ მეტ ბასბის 90-ე იუბილეს დღეს მიუნხენის "ბაიერნთან" კვლავ დაპირისპირებისას "მანჩესტერ იუნაიტედმა" წაიბორძიკა, მაგრამ მაინც ცდილობდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებას მშვენიერ "ნოუ კამპზე", სადაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში 0:1 მარცხდებოდა.

სამი დამატებული წუთი, მაგრამ ფერგიუსონის შეგირდებს მხოლოდ 104 წამი დასჭირდათ იმისათვის, რომ ანგარიშში დაწინაურებულიყვნენ. ტედი შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა და ასე უსიამოვნოდ გააოცა "ბაიერნი", "იუნაიტედი" კი ევროპული ფეხბურთის მწვერვალს დაუბრუნა დრამატული გზით. ინგლისისა და ევროპის მეფეები - "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტრებლი მოიპოვეს და მათ ეს შესანიშნავ სტილში გააკეთეს.
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rogor miyavs Es gundi sheidzleba bevr manchsterelze magradac kii:))❤️
0
№2
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მანჩესტერი გუნდი რომელსაც არასდროს მივატოვებ, სისხლში მაქვს უკვე გამჯდარი. მიყვარხართ ყველაზე მაგარი გუნდის ყველაზე მაგარო ფანებო. love
GGMU!!!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი სეზონი მრავლად ქონოდეს გუნდს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top