თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2018, 18:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 2
ოლე გუნარის პრესკონფერენცია
სოლსკიაერი "ბორნმუთთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარის პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს მორიგი მატჩისთვის ემზადება. "ოლდ ტრაფორდი" ამჯერად "ბონმუთს" უმასპინძლებს.

გულშემატკივარი ოლე გუნარისგან კიდევ ერთ სანახაობრივ მატჩს ელოდება. იხილეთ სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია:

-თქვენი პირველი მატჩიდან "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე დღე გავიდა. ახლა როცა უკან იყურებით, როგორ გრძნობთ თავს?
-"ეს ფანტასტიკური დღე იყო. გამარჯვება მოვიპოვეთ, სამი ქულა დავიწერეთ, სამი გოლი გავიტანეთ, გულშემატკივრები ბედნიერები არიან. ასე რომ ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. სტადიონზე შესვლის მომენტი ძალიან ემოციური იყო. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. უბრალოდ ვიჯექი, ფეხბურთელებს მითითებებს ვაძლევდი და ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებდი. როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის ოფისში შედიხარ და გეუბნება, რომ ყველაფერი შესანიშნავად გააკეთე, ძალიან ბედნიერდები!"

-ენტონიმ, ალექსისმა და რომელუმ გუშინ მსუბუქად ივარჯიშეს. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ბრუნდება. მგონი ტრავმების მხრივ ცოტათი უკეთეს მდგომარეობაში ხართ...
-"დიახ, უკეთესობა შეიმჩნევა. ფეხბურთელები ბრუნდებიან და ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველთვის აიკიდებ ტრავმებსა და მცირე დაზიანებებს. ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა "კარდიფთან" და "ჰადერსფილდთან". ამ თამაშში ერთ ან ორ ცვლილებას გავაკეთებ. შეიძლება ენტონი დაგვიბრუნდეს, შეიძლება რომელუ და ალექსისი. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ახალი წლების მერე უკვე მზად იქნებიან. ძალიან გამიხარდება, თუ დღესვე შეძლებენ თამაშს."

-ყველაზე მეტად რამ გასიამოვნათ? რა მოგეწონათ "იუნაიტედის" თამაშში?
-ალბათ, განწყობა. "ჰადერსფილდთან" პირველი 15-20 წუთი ბურთს ვფლობდით, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ არც ისე ბევრი შანსები გვქონდა. მაგრამ მომეწონა, რომ მოთმინება შეინარჩუნეს და ბოლომდე იბრძოლეს. სწორედ ამას მოჰყვა გოლიც. მე ყოველთვის მივიჩნევდი, რომ მცველებმა კუთხურებზე ზემოთ უნდა ამოიწიონ, ამ თამაშამდე კი ვიქტორ ლინდელოფი უკან რჩებოდა. სიმაღლე გვჭირდებოდა მეორე სართულზე ბრძოლაში, სწორედ ამიტომაც ვთხოვე ვიქტორს საჯარიმოში ჩასვლა. მან ბრძოლა მოიგო და მატიჩს გოლის გატანაში დაეხმარა. სწორედ მისი დამსახურებით დალაგდა ყველაფერი. პირველმა გოლმა თავდაჯერება მოგვიტანა და უფრო სხვანაირი თამაში დავიწყეთ."

-და რას იტყვით მშრალად შენახულ კარებზე?
-მშრალად შენახული კარები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დიდი ხანია გოლის გარეშე არ დაგვიმთავრებია თამაში. არადა ეს აუცილებელია, ამის ირგვლივ უნდა დავიწყოთ გუნდის შენება, მაგრამ გოლები არანაკლებ მნიშვნელოვანია. გაიტანე პირველი, გაიტანე მეორე, ყოველთვის ეცადე მესამეს გატანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ბურთი გეჭირება ყოველთვის გატანას უნდა ეცადო. ეს ჩემი საქმეა და ფეხბურთელებთან ერთად შევათანხებ როდის შევუტიოთ და როდის დავაწყნაროთ თამაში."

-თქვენ გომესი და გარნერი ათამაშეთ. ეს თქვენი ერთ-ერთი მიზანი იქნება? ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშში ჩართვას, დახმარებას და მათ განვითარებას ვგულისხმობ.
-"რა თქმა უნდა, ამით მე ერთ მარტივ შეტყობინებას ვუგზავნი - "თქვენ ძალიან ახლოს ხართ მიზანთან". და დამიჯერეთ, ასეც არის. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ ვარჯიშებზე. მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა 15 წუთი "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. სწორედ ამიტომ გამოვიყვანე ანხელი სტადიონზე. თუმცა გოლის საჭიროება რომ ყოფილიყო ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი, რადგან ის ძალიან მოქნილი და სწრაფია."

-საბოლოოდ თამაში იმ ოთხი ფეხბურთელიტ დაამთავრეთ, რომელმაც "იუნაიტედის" აკადემია გამოიარეს ანხელს, ჯესის, პოლსა და მარკუსს ვგულისხმობ. თქვენ და ალბათ მთლიანად კლუბიც ამით ძალიან ამაყობთ.
-"დიახ. როდესაც მოედანზე ანხელი შემომყავდა ამაზე არ მიფიქრია, თუმცა საბოლოოდ ამ ოთხეულით დავასრულეთ და ეს მშვენიერია. ყველა, ვინც ამ კლუბის ისტორიას იცნობს, იცის, რომ "იუნაიტედი" ძირითადად ასე მუშაობს. ახალგაზრდებს შანსს ყოველთვის ვაძლევთ, მეტიც, მათზე ვართ დამოკიდებულები და თუ საკმარისად კარგები არიან ყველა მათგანს აქვს შანსი. შანსის მიცემა აუცილებელია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რამ დაუშვა, მაგრამ სანამ რეალურად არ ნახავ რა შეუძლიათ მათ სტადიონზე, მანამდე ვერაფერს იტყვი."

-"ბორნმუთს" ერთი ფორვარდი ჰყავს, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ჯოშ კინგს ვგულისხმობ. როგორ აპირებთ მის შეჩერებას?
-"პირველ რიგში, კონცენტრირებული უნდა იყო. ჯოში ძალიან ძლიერი და სწრაფია. ბევრი ენერგია აქვს და მას უბრალოდ უნდა იცნობდე. ჯოში რეზერვების შემდეგ ძალიან გაუმჯობესდა. მიხარია, რომ ასეთი კარგი კარიერა აიწყო. ნორვეგიაშიც კარგად თამაშობს და "პრემიერ ლიგაშიც" ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ნორვეგიელები მისი თამაშით დღეს სიამოვნებას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ ჩემი ბიჭები მის შეჩერებას შეძლებენ."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
2 კომენტარი
№1
ავტორი: mishiko1
30 დეკემბერი 2018 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
იმედი მაქვს დღესაც ლამაზი თამაშით მოვიგებთ.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სწორად და კარგად ლაპარაკობს ოლე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top