თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2019, 21:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 4
თავი 8: უმაღლესი კლასი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 8: უმაღლესი კლასი
გასაკვირი არ არის, რომ ისეთმა კლუბმა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ცნობილი ახალგაზრდებისგან მაქსიმუმის მიღებით, 90-ანი წლების დასაწყისში ახალგაზრდულ დონეზე გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია. სხვათაშორის, ნაცვლად იმისა, რომ "იუნაიტედს" ერთი-ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაეწინაურებინა პირველ გუნდში, მთელი რიგი ფეხბურთელები გადავიდნენ ძირითად შემადგენლობაში და გაიზარდნენ თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესოებად. საოცარი დამთხვევა: რამდენიმე ნიჭიერმა, ამბიციურმა მეგობარმა ერთად მიაღწია სამუდამო დიდებას.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა თავკაცის, ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი პირველი რეფორმა ახალგაზრდების მოსამზადებელი სისტემის გაუმჯობესება და სკაუტთა სამუშაოს გარდაქმნა იყო. "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაიან კიდმა დავალებად მიიღო, ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები აღმოეჩინა და შოტლანდიელი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ივსებოდა გუნდის რიგები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებით. რეზერვების გუნდის მწვრთნელის, ერიკ ჰარისონის ხელმძღვანელობით გაჩნდა 18-წლამდელთა გუნდი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა.

1992 წლის ინგლისის ახალგაზრდული თასის გამარჯვებულ გუნდ ირიცხებოდნენ რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და გარი ნევილი. გარის უმცროსი ძმა ფილი "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, როცა სამი წლის შემდეგ ქვეყნის თასს კვლავ დაეუფლნენ. 6 ახალგაზრდამ ერთად მიაღწია დიდებას.

ახალგაზრდებს გაუმართლათ, რომ მანჩესტერში ჩასული ერიკ კანტონასგან სწავლოდნენ, თუმცა თავის მხრივ სამწვრთნელო მეთოდებიც შეიცვალა, გუნდი უკვე სხვაგვარად ემზადებოდა მატჩებისთვის. "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებულთა ატმოსფერო დაბრუნდა, ინგლისის თასსა და თასების თასს 26 წლის განმავლობაში პირველი ჩემპიონობა მოჰყვა და ფერგიუსონის გუნდი მოუთმენლად ელოდა კლუბის შემადგენლობაში ახალგაზრდების გამოჩენას.

"ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ გუნდში მალე ახალგაზრდები გამოჩნდებოდნენ", - იხსენებს პეტერ შმეიხელი. "ვარჯიშების შემდეგ მათ თამაშებს ვესწრებოდით და ვიცოდით, რომ კარგი მომავალი ელოდათ". ძირითადის ფეხბურთელები მალე ახალგაზრდებს თანაბარი სტატუსის მქონე კოლეგებივით ეპყრობოდნენ: ჭაბუკები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ პირველ გუნდში. 1994/95 წლებში ექვსივეს ჰქონდა დებიუტი "იუნაიტედში". ფერგიუსონმა გადაწყვიტა, გუნდის ვარსკვლავები პოლ ინსი, ანდრე კანჩელსკისი და მარკ ჰიუზი გაეყიდა, რათა კლუბის აღზრდილთათვის მიეცა შანსი.

1995/96 წლების სეზონი "ასტონ ვილასთან" მარცხით დაიწყო და ალან ჰანსენმა ყველასთვის გასაგონად განაცხადა: "ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებ". მაგრამ 1 წელზე ნაკლებ დროში "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ტიტული და ინგლისის თასი მოიგეს, პუბლიკას კი სანახაობრივი, გაბედული ფეხბურთით აოცებდნენ. უწყოდა რა კლუბის ისტორიის შესახებ, კლას-92 "მანჩესტერ იუნაიტედის" სტილში თამაშობდა.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: lasha001
4 იანვარი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
saswauli axalgazrdebi bravo eseti bichebi ertad aravis yolia saamayo witeli eshmakunebi.legendebi fergis bichebi tqven genacvalet lomebo.
1
№2
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Esaa roca akademiashi magari Taoba izdeba araa aucilebeli 200 milioni gadaixado da gamzadebuli iyido...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ახალგაზრდებს შანსი კვლავ მიეცეთ...
0
№4
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
გიგზი,ნევილი,სქოულზი რა ახალგაზრები არიან ამ ფოტოზე. მომენატრა ძველი მანჩესტერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top