თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2018, 14:27
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1455,
კომენტარები: 7
"ჩვენი გულშემატკივრები დამატებითი ძალაა"
ხუან მატა გულშემატკივრებისა და კლუბის შესახებ
ხუან მატას სურს, რომ 2018 წელი მაღალი განწყობით დაასრულოს, რაც "ბორნმუთის" დამარცხებას გულისხმობს. თუმცა ესპანელისთვის მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არაა, მას კარგი ხარისხის მატჩი სურს.

"იუნაიტედს" ამ სეზონში პირველად აქვს შანსი, რომ სამი თამაში ზედიზედ მოიგოს და შესაბამისად გულშემატკივარს საოცრად აგრძნობინოს თავი.

ხუანმა "ჰადერსფილდთან" გამართულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ საოცარი მხარდაჭერა გამოიჩინეს.

"ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე. სტადიონზე ძალიან ბევრ ბავშვს შენიშნავთ ოჯახთან ერთად და თან მშვენიერ საშობაო ატმოსფეროსაც შეიგრძნობთ."

"ჩვენი გულშემატკივრები უბრალოდ დაუჯერებლები არიან. ჩემი მოსვლის დღიდან ბევრი რამ გავიარეთ, რაც კარგ და ცუდ მომენტებსაც მოიცავს. მარტივია, რომ გუნდს გვერდში დაუდგე, როცა ის წარმატებულია, როცა ის თავისი ფორმის ზენიტშია. მთელი ხიბლი გუნდის გვერდში დგომაშია სწორედ მაშინ, როცა ის რთულ პერიოდს გადის. ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში ვყოფილიყავით და ეს საოცარი, საოცარი გრძნობაა. ყველა შენ გვერდითაა, გგულშემატკივრობს, გელოდება და შენს იმედს არასდროს კარგავს. ელოდებიან, როდის დაბრუნდება დიდებული დრო და მთავარია, რომ მათ ამ ყველაფრის სჯერათ."

"ეს არის ნამდვილი გულშემატკივრობა და ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ გვყავდეს ასეთი გულშემატკივრები. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა ასეთი გულშემატკივრების ყოლა. როცა ვიმარჯვებთ და ისინი ბედნიერები არიან, მეც ვბედნიერდები, რადგან ისინი ამ კარგ მომენტებს, დიდებულ გამარჯვებებს ნამდვილად იმსახურებენ."

როდესაც ხუანს ჰკითხეს თუ რა ისწავლა "ბორნმუთთან" ჩატარებულ მატჩში ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩვენ ბოლო მომენტამდე უნდა ვიბრძოლოთ გოლის გასატანად, როგორც ეს მარკუსმა გააკეთა. ეს ლამაზი და რთული მატჩი იყო."

"მე ძალიან მომწონს "ბორნმუთი", მათ კარგი მენეჯერი ჰყავთ, ერთი კონკრეტული მიმართულებით თამაშობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა უფრო და უფრო უკეთესები გახდნენ. მათ მოსწონთ, როცა ბურთს ფლობენ და თამაშს აკონტროლებენ. საბოლოოდ, ძალიან ძალიან კარგი გუნდი გახლავთ."

"ჩვენ ისევ "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ დავანახოთ ხალხს თუ როგორი ძლიერები ვართ სახლში. ჩვენი გულშემატკივრები ჩვენთვის დამატებითი ძალაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ არაფრად ვაგდებთ. პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემთ მენეჯერსაც და კლუბსაც. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდებით "ოლდ ტრაფორდზე" და კიდევ სამ ქულას მოვიპოვებთ."


წყარო: ManUtd.com

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
29 დეკემბერი 2018 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
წეღან წავიკითხე სერ ალექსი დღეს დაბრუნდება კარინგტონზე და ვარჯიშს დაესწრებაო
0
№2
ავტორი: kobinio
29 დეკემბერი 2018 16:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: makaveli
წეღან წავიკითხე სერ ალექსი დღეს დაბრუნდება კარინგტონზე და ვარჯიშს დაესწრებაო

ძლაინ მაგარია.დამატებით ბონუსი ბიჭებს
0
№3
ავტორი: ikeoni
29 დეკემბერი 2018 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Yvelaze magari adamiani❤️
0
№4
ავტორი: რეალისტი
29 დეკემბერი 2018 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
რათქმაუნდა გულშემატკივრები უდიდეს როლს თამაშობენ გუნდის წარმატებაში!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№5
ავტორი: shotkin
29 დეკემბერი 2018 17:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხოდა სახლში პატარა და საშუალო დონის გუნდებთან გამოიყენეთ ეგ დამატებითი ძალა და ყველა მატჩი მოიგეთ
0
№6
ავტორი: stepno
30 დეკემბერი 2018 08:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბა თქვენ იცით დღეს წყნარი გამარჯვება გვინდა.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან დადებითი ადამიანია მატა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top