"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწრთვნელო შტაბს ოლე გუნარმა ახალი მწრთვნელი დაამატა - მარკ დემფსი. ქვემოთ იხილავთ ყველაფერს, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.
სრული სახელი: მარკ ჯეიმს დემფსი
დაბადების თარიღი: 14 იანვარი, 1964 წელი
დაბადების ადგილი: მანჩესტერი
დემფსი "იუნაიტედის" აკადემიაში ჯერ კიდევ 1980 წლიდან თამაშობდა. მას ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. 1986 წელს "შეფილდს" შეუერთდა. შეფილდის გარდა მარკი "ჩესტერფილდში", "როტერჰემსა" და "მაკლესფილდში" თამაშობდა. ხოლო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ დემფსი "იუნაიტედს" უკვე მწრთვნელის როლში შეუერთდა.
დემფსმა "იუნაიტედში" 15 წელი გაატარა, ხოლო 2009 წელს კლუბი დატოვა, რათა სხვა ახალგაზრდული გუნდი გაეწრთვნა. მარკი "ტრომსოს" ემსახურებოდა მანამ სანამ სოლსკიაერმა "მოლდეში" წაიყვანა.
2014 წელს დემფსმა სოლსკიაერთან ერთად "კარდიფში" დაიწყო მუშაობა. თუმცა მარკი "კარდიფში" დიდხანს არ დარჩენილა, რადგან გუნდი თავად სოლსკიაერმა დატოვა.
ამის შემდეგ დემფსი ნორვეგიაში იმყოფებოდა. მან ოთხი კლუბი მოიარა, მაგრამ ვერცერთ მათგანში ვერ გაჩერდა შვიდ თვეზე დიდ ხანს.
წყარო:
M.E.N.