თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2018, 16:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1912,
კომენტარები: 8
"გუნდს პოგბას ირგვლივ ავაშენებთ"
სოლსკიაერი პოლ პოგბასა და სხვა ფეხბურთელების შესახებ
ოლე გუნარის განცხადებით, "იუნაიტედი" გუნდის შენებას პოლ პოგბას გარშემო დაიწყებს. სოლსკიაერის პირველ ორ მატჩში პოლ პოგბა მთავარი ვარსკვლავი იყო. მის სახელზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

"ვფიქრობ, პოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას ძალიან დახვეწილი მოძრაობები აქვს, საოცარ შეტევებს ახორციელებს. მეორე სართულზე ბრძოლაშიც ძალიან კარგია."

"ისიც სხვებივით ყველაფერს აკეთებდა ქულების მოსაპოვებლად. ძალიან კარგი განწყობით შეხვდა ორივე თამაშს. ბოლომდე დაიხარჯა და მატჩების დასასრულში დაღლილი იყო. უმაღლესი კლასის თამაშები ჩაატარა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გუნდის შენებას მის ირგვლივ დავიწყებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მაღალი დონის ფეხბურთელი არ გვყავს."

პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ პოგბას უკეთესი თამაში ოლე გუნარის დამსახურებაა, რაზეც სოლსკიაერმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მე ფეხბურთელების თამაშის ხარისხს ვერ ვცვლი. ეს თავად პოგბამ გააკეთა. რა თქმა უნდა, მე ყველა მათგანს ვესაუბრები ენტონისაც, რომელუსაც, ალექსისსაც... ჩემი მოვალეობა მათი სწორ გზაზე დაყენებაა, თუმცა დანარჩენი მათზეა. მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან მოედანზე."

"მხოლოდ მათზეა დამოკიდებული როდის მიიღებენ შანსს. ასე ხდება ფეხბურთში, ყველაფერი შენით და შენი თავის იმედად უნდა გააკეთო. მე მათ მივეცი რამდენიმე მითითება საკუთარი თავის გამოხატვასა და ამ გამოხატვის ფარგლების შესახებ, თუმცა კონკრეტულად ვერ ვასწავლი ამა თუ იმ პოზიციაზე როგორ უნდა მოიქცნენ."

"ისინი აქ უმიზეზოდ არ არიან. მხოლოდ მათზეა დამოკიდებული გამოიყენებენ თუ არა მათ წარმოსახვასა და კრეატიულობას მოედანზე, მისცმენ თუ არა საკუთარ თავს უფლებას ისიამოვნონ ფეხბურთით. ეს მათი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, ასე რომ ვნახოთ ვინ როგორ გამოიყენებს."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 დეკემბერი 2018 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
rogori swori midgoma aqvs yvela mxriv am dzalian magar kacs
1
№2
ავტორი: რეალისტი
28 დეკემბერი 2018 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ეხლახანს წავიკითხე წიგნი ფერგიუსონზე ჩემი ავტობიოგრაფია ასე ქვია უმაგრესი წიგნია ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.აბსოლიტურათ ყველაფერს ეხება. ფეხბურთის გარდა რას აკეთებს რას საქმიანობს ასევე საუბრობს მის ოჯახზეც. უბრალოდ მინდოდა ჩემი ემოციები გამეზიარებინა და მინდოდა მეთქვა თუ რამხელა მწვრთნელი გვყავდა და უნდა ვამაყობდეთ ამით არა მარტო მისი საფეხბურთო მიღწვებით არამეტ მისი პიროვნებითაც love . ყველას გირჩევთ წაიკითხოთ
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: shotkin
28 დეკემბერი 2018 18:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძალიან კარგად ლაპარაკობს და ძალიან კარგი ხედვა აქვს ძალიან მინდა რო რამე წარმატებას მიაღწიოს და ასეთ შემთხვევაში დატოვონ კიდეც და სულაც არმინდა ზიდანი და პოჩეტინო დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს კაცი დატოვონ თუ რეალურად შეძლებს და გუნდს ახალ ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. წამრატებები ოლეე <3
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
28 დეკემბერი 2018 18:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ოლეს მწვრთნელობა ტოტენჰემთან გამოჩნდება.რაც შეეხება პოგბას,რა ვქნა და მაინც არ ვთვლი რო ამ კაცზე უნდა აშენდეს გუნდი.იმედი მაქვს უბრალოდ მოტივაციისთვის გადაიგდო ეგ ფრაზა თორე ძალიან არასაიმედო ტიპია და ამაზე აწყობა არ ივარგებს
2
№5
ავტორი: bziki
28 დეკემბერი 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თუ სამომავლოდ რამეზე გვექნება პრეტენზია პგბა აუცილებლად ერთ-ერთი შემოქმედი უნდა იყოს,
რაღაცეები გამოიკვეთა კიდე ბევრი რამე გამოჩნდება ,შეტევაში ხალხი რო დაბრუნდება ყველაფერი კიდე უკეთესობისკენ წავა.
ნახევარდაცვაში ფრედის და ერერას ერთი კლასი აქ არცერთი არაა ამ გუნდის დონის,სათამაშო სტილით კი განსხვავდებიან, გასვლებზე და ძლიერ გუნდებთან ერერა დაიწყებს, სადაც ბურთის კონტროლი იქნება საჭირო ფრედი,მატიჩი უბრალოდ ხელშეუხებელია ისეთ ასაკშია გვჭირდება მაგის გამოცდილება 2-3 სეზონი კიდე უკეთესად უნდა ითამაშოს ისეთი პოზიციაა
ოლეს გავლენით ლინგარდის და მატას გამოყენებაც უკეთესად შეილება,პრინციპში ეგ პროცესი უკვე დაწყებულია
ტოტენჰემს კიდე მგონია მოვუგებთ მანდ ალბათ უფრო ფეხბურთელების კლასი იქონიებს გავლენას, კლასით აღემატებიან და ტაქტიკურად არ დაიჩაგრებიან გამორიცხულია,ზოგადად ესეთი სტილით თამაში გრანდებთან ფეხბურთელების კლასზეა დამოკიდებული

ცოტა ისეთი რამე კი ვთქვი:D:D:D ზოგადად ნებისმერ გუნდთანაც თუ ფეხბურთელმა ვერ შეასრულა დავალება, კლასი არ ეყო ტაქტიკას მერე ვერ დააბრალებ:D მარა ეგრე არაა ამ სტილით რო პატარა გუნდებს უგებ ზუსტად კლასის ხარჯზე მერე შენზე უკეთეს გუნდთან გადაწყობა ჭირს, მოურინიო გამოვლილ მანჩესტერს კი არ უნდა გაუჭირდეს კონტრაზეც თამაში პრინციპში:D
ტოტესთან არ მგონია კონტრაზე ითამაშოს კლასით ვჯობივართ და მგონია ეცდება ეგ გამოიყენოს.
აი ლიგაზე კი დარწმუნებული ვარ უფრო ფრთხილი იქნება
0
№6
ავტორი: bochora92
28 დეკემბერი 2018 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: რეალისტი
ეხლახანს წავიკითხე წიგნი ფერგიუსონზე ჩემი ავტობიოგრაფია ასე ქვია უმაგრესი წიგნია ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.აბსოლიტურათ ყველაფერს ეხება. ფეხბურთის გარდა რას აკეთებს რას საქმიანობს ასევე საუბრობს მის ოჯახზეც. უბრალოდ მინდოდა ჩემი ემოციები გამეზიარებინა და მინდოდა მეთქვა თუ რამხელა მწვრთნელი გვყავდა და უნდა ვამაყობდეთ ამით არა მარტო მისი საფეხბურთო მიღწვებით არამეტ მისი პიროვნებითაც love . ყველას გირჩევთ წაიკითხოთ


სად შეიძლება მაგ წიგნის შეძენა და რა ღირს ?
0
№7
ავტორი: რეალისტი
28 დეკემბერი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: bochora92
ციტატა: რეალისტი
ეხლახანს წავიკითხე წიგნი ფერგიუსონზე ჩემი ავტობიოგრაფია ასე ქვია უმაგრესი წიგნია ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.აბსოლიტურათ ყველაფერს ეხება. ფეხბურთის გარდა რას აკეთებს რას საქმიანობს ასევე საუბრობს მის ოჯახზეც. უბრალოდ მინდოდა ჩემი ემოციები გამეზიარებინა და მინდოდა მეთქვა თუ რამხელა მწვრთნელი გვყავდა და უნდა ვამაყობდეთ ამით არა მარტო მისი საფეხბურთო მიღწვებით არამეტ მისი პიროვნებითაც love . ყველას გირჩევთ წაიკითხოთ


სად შეიძლება მაგ წიგნის შეძენა და რა ღირს ?


მე ბიბლუსში ვიყიდე ძმა 25 ლარი ღირს არტანუჯის გამოცემაა, მარა ეხლა არის თუარა დარჩენილი არვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბამ რო მოინდომოს უმაღლესი დონეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top