თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2018, 11:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1691,
კომენტარები: 7
"იუნაიტედს" ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
"წითელი ეშმაკების" პასუხი "იუვენტუსს".
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან დაკავშირებით, სატრანსფერო ჭორების ციებ ცხელება სულ უფრო აქტიური ხდება. საფეხბურთო ტაბლოიდები "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შესახებ აქტიურად წერენ.

ზოგი მას იტალიაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებს, ზოგნი კი სულაც მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენას. სწორედ ასეთი გამოცემაა Calciomercato - რომელიც დღეს ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი, სულაც არ გეგმავს ფრანგი ნახევარმცველის იტალიაში დაბრუნებას.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "ოლდ ტრაფორდის" ბოსებსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება, განხილვის საგანი კი პოლ პოგბასთვის შეთავაზებული ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი იქნება.

მიმდინარე სეზონში, ფრანგმა "წითლების" რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შესძინა. მიმდინარე კონტრაქტი პოლს "იუნაიტედთან" 2021 წლამდე აკავშირებს.

როგორც ჩანს, ეს იქნება ინგლისური გრანდის პასუხი ტურინის "იუვენტუსს", რომელიც ამ დრომდე ცდილობს ნახევარმცველის იტალიაში დაბრუნებას.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: krekera
28 დეკემბერი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
პოლის გაშვება კი არა თუ რამის პრეტენზია აქვთ 2-3 ტოპი უნდა დაიმატონ....
2
№2
ავტორი: kulokulo
28 დეკემბერი 2018 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
კი კი ნამდვილად უნდა დავიმატოთ თორე ძაან გადაიჯვა ლივერპულმა თავზე მაპატიეტ ეს უხსენებელი რომ ვახსენე მაგრამ საჭიროება მოითხოვს
1
№3
ავტორი: krekera
28 დეკემბერი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ლივერპუულს მართლა ეხლა აქვ ალბათ რეალური შანსი, თორეე მომავალი წლიდან ისევ წლები ლოდინი მოუწევთ ))
0
№4
ავტორი: ikeoni
28 დეკემბერი 2018 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Ori azri araaa❤️
0
№5
ავტორი: shotkin
28 დეკემბერი 2018 15:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვინც დააკვირდით მარტივად სეამჩნევდით რო ლივერპულმა სხვა ფეხბურთის თამაში დაიწყო, აღარ არის ის შრშანდელი გუნდი რომელიც იმ მენტალიტეტით იყო:,,4 გოლს გამიტან 5 ს გაგიტან" ეს იმით არის ერთგვარად განპირობებული რო იყიდეს ვან დეიკი და მარტლა მაგრად გამოადგათ და დაცვა საგრძნობლად გააძლიერა იმ 1 მა კაცმა და შეტევაშიც ზომიერად თავდაჯერებულად უტევენ და იციან რო უკან საიმედოდ დგას დაცვა და წყნარად იტანენ 1-2 ბურთებს და ხშირად ასე იგებენ, იმის თქმა მინდა რო ძაან განვითარდა ეგ გუნდი და ქაჯებივით წინ აღარ გარბიან, იმედია ჩვენც მალე გვეშველება და ესე თუ გაგრძელდა უახლოეს პერიოდში ისევ ლივერპული მანცესტერს შორის იქნება ალბათ გადამწყვეტი ბრზლოა ჩემპიონობისთვის მარა ამისთვის დრო გვჭირდება და ვნახოთ რაიქნება მე პირადად ოლეს სიამოვნებით დავტოვებდი თუ კიდევ უფრო დახვეწავდა გუნდს და რეალურად გააძლიერებდა და ბევრი რამე კიდევ წინ წაიწევდა ვნახოთ ვნახოთ რაიქნება ფაქტია რო ინგლისში ძაან რთულია 4 ეულში სესვლა იმედი გუნდი იბრძვის რეალურად ამისთვის, ტოტენჰემს არავინ არ იმჩნევს და ისე ჩუმად და წყანარად მიიპარება 2 ე ადგილზე რო ვერც კი შეამჩნია ბევრმა როცა ყველა სიტი ლივერპულის ძახილშია, მოკლედ იმედია ზიდანი და გვარდიოლა გამეორდება აქაც და ოლე გახდება ჩვენი წარმატების გასაღები თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ძაან ადრეა და ბევრი რამეა დასახვეწი და განსავითარებელი ჩვენთან, ის მიხარია კიდე რო ლიგაზე პსჟ მდე ასე თუ სიე დრო გვაქ და დასტოინად შევხდებით და ვიხილავ იმ ფეხბურთს ჩვენი გუნდის მხრიდან რასაც უნდა ვუყურებდეთ და შემდეგ უკვე ძლიერმა გაიმარჯვოს. წარმატებები ოლეს.
0
№6
ავტორი: რეალისტი
28 დეკემბერი 2018 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
არა არა პოგბას აუცილებლად კონტრაქტი. რაც მოუ წავიდა გაიხსნა, და იმედია დადებს იმ კლას რაც აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top