თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2019, 22:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1827,
კომენტარები: 8
თავი 7: დიდებული შოტლანდიელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 7: დიდებული შოტლანდიელი
1986 წლის ნოემბერში, 4 ათწლეულის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" მეტ ბასბის გამოჩენიდან, რომლის მიზანიც მიძინებული გიგანტის გაღვიძება იყო, კიდევ ერთმა ახალგაზრდა შოტლანდიელმა ჩაიტანა ჩემოდნები მანჩესტერში, ხელები დაიკაპიწა და ისტორიის გადაწერა დაიწყო.

1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასზე "იუნაიტედის" ტრიუმფიდან ალექს ფერგიუსონის დანიშვნამდე თვრამეტწლიან პერიოდში ხუთმა სხვადასხვა მწვრთნელმა ჩაიბარა მანჩესტერული კლუბი, თუ არ ჩავთვლით ბასბის დროებით დაბრუნებას. თითქმის 20 წლის განმავლობაში ყველაფერი, რასაც კლუბმა მიაღწია იყო სამი ინგლისის თასი 1977, 1983 და 1985 წლებში. მთავარი მეტოქის, "ლივერპულის" გარდაქმნა ქვეყნის დომინირებად კლუბად, განსაკუთრებულად აღწერდა "იუნაიტედის" წარუმატებლობას ყველაზე სასურველი ტიტულისთვის ბრძოლა: ჩემპიონობა.

რონ ატკინსონის გაძევების შემდეგ დირექტორთა საბჭო ერთხმად შეთანხმდა, მიემართათ მწვრთნელისთვის, რომლის "აბერდინმაც" შოტლანდიაში "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ჰეგემონია დაამხო. მეტიც, ფერგიუსონმა 1983 წელს თასების თასზე საოცარი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის "რეალთან". ეჭვგარეშეა, რომ უკვე იყო გამარჯვებული. "მას შევხვდით და მივხვდით, სინამდვილეში როგორი გაქნილიც იყო, დავინახეთ მისი ქმედებები და ეს ხაზს უსვამდა მთელ მის სიდიადეს", - იხსენებს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარტინ ედვარდსი.

ფერგიუსონი იმ მომენტში უკვე მიუთითებდა "აბერდინს" კონტრაქტში არსებულ პუნქტზე, რომელიც გულისხმობდა, რომ გუნდის დატოვება შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ "ოლდ ტრაფორდზე" მას სამუშაოდ მიიწვევდნენ და მოგვიანებით აღიარა, რომ მოლაპარაკებები ძალიან ადვილად წარიმართა. "საერთოდ ამ თანამდებობაზე უპირატეს კანდიდატად ვითვლებოდი და ეს მომწონდა", - ყვებოდა სერ ალექსი. მაგრამ მანჩესტერში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აღმოაჩინა, რომ კლუბში კრიზისს დაესადგურებინა და დაიწყო ძიება იმ დიდებისა და რომანტიკისა, რომლებმაც მოხიბლეს ფერგიუსონი.

სკაუტთა და ახალგაზრდული სამუშაო "იუნაიტედში" დაცემის პირას იყო, პირველ გუნდში კი ცუდი ფიზიკური მდგომარეობის პრობლემებმა იჩინა თავი, რის ფონზეც ალკოჰოლის მიღება ნორმად იქცა. აღიარებისას, რომ წინ დიდი გზა ელოდა, ფერგიუსონმა გაასაჯარობა თავისი სამომავლო გეგმები: "მანჩესტერ იუნაიტედის" მასშტაბის კლუბის ხელმძღვანელობა დაუჯერებელი გამოწვევაა. არც ისე მაინტერესებს, რა იყო აქ ჩემამდე. არა, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარსულის დიდი მიღწევებისადმი არავითარ უპატივცემულობას არ ვგრძნობ. უბრალოდ ახლა ერთი მიმართულება გვაქვს და ეს მიმართულება წინ მიდის".

ფერგიუსონის ხელმძღვანელობით "იუნაიტედი" სწორ გზაზე დაბრუნდა. თუმცა, ცოტა ვინმეს თუ შეეძლოს დაენახა, რა ზღაპრულ მწვერვალს მიაღწევდა გუნდი.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
4 იანვარი 2019 00:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
საოცარი მწვრთნელი იყო ფერგი,ყველაზე ტიტულოვანი სერ ალექსი.მანჩესტერ იუნაიტედი პირდაპირ არის მასთან დაკავშირებული,ეს ბრენდი რაც დღეს არის ფერგის დამსახურებაა,ის არა მხოლოდ მწვრთნელი არამედ მთელი სული და გული იყო ამ გუნდის.ისე კი აბერდინშიც საოცრად მაგარი შედეგი ჰქონდა და მიხარია მის მანჩესტერს რომ მოვესწარი.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს წაკითხული სულ კარგი გრძნობაა ასეთი ისტორიის გახსენება
0
№3
ავტორი: დაჩუნია-89
4 იანვარი 2019 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
სერ ალექსი არის ადამიანი, რომელმაც შემაყვარა ეს კლუბი და ზოგადად ფეხბურთი. ძალიან მინდა რომ ოლე გუნარმა დაწეროს ახალი ისტორია.დიდი იმედი მაქვს.
0
№4
ავტორი: Vaskaa
4 იანვარი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
გული მიგრძნობს სულშერიც დიდხანს იქნება. ❤️

47 ტიტული. ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია.
0
№5
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2019 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რავი რა უნდა დაწერო როცა ფერგიზეა ლაპარაკი ისტორიაში საუკეთესო სპეციალისტი იყო❤️
0
№6
ავტორი: kalidou koulibaly
4 იანვარი 2019 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ფერგი manunited
0
№7
ავტორი: men1me
4 იანვარი 2019 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ჩემი მიზანი წყეული ლივერპულის დამხობაა....სერ ალექს ფერგიუსონი❤
0
№8
ავტორი: რეალისტი
5 იანვარი 2019 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ფერგი, ეპოქალური ადამიანი! გვენატრები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top