"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი არასდროს ყოფილა ისეთი ბურუსით მოცული, როგორიც მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ. მაგრამ ყველა მეტად ნათების წინ ბნელა. კლუბმა უკვე დააღწია თავი, ერთი შეხედვით, გარდაუვალ გაღატეკებას, "ოლდ ტრაფორდმა" კი ავიაიერიშები გადაიტანა. ამ გუნდმა უკვე შეიძინა უკვდავი სული.
ამ ფილოსოფიას მისდევდნენ სამწვრთნელო შტაბის წევრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გუნდის სასარგებლოდ იღვწოდნენ ტრაგედიიდან სულ რაღაც 13 დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნებისას. ავიაკატასტროფაში გადარჩენილებმა, ახაგალზრდა ფეხბურთელებმა და მალევე შეძენილმა ახალმა ფეხბურთელებმა ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში "შეფილდ უენსდეის" სასწაულის წყალობით მოუგეს 3:0 "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ყველაზე ემოციურ მატჩში.
მთავარი მწვრთნელის დამხმარის, ჯიმი მერფის თაოსნობით გუნდმა მთელი ქვეყანა გააოცა. "მერფის სასწაული" - ასეთი ზედმეტსახელი მიიღეს ფეხბურთელებმა - ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა. მიუხედავად "უემბლიზე" "ბოლტონთან" დამარცხებისა, მთავარ გამარჯვებად ამ შეხვედრაში ტრიბუნებზე დაბრუნებული გამოჯანმრთელებული მეტ ბასბი გახლდათ.
შოტლანდიელმა მმართველობის სადავე მერფისგან გადაიბარა და კვლავ დაიწყო კლუბის ამოყვანა ჭაობიდან. საჯაროდ გამოტყდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში მას ხუთი წელიწადი დასჭირდებოდა - ეს სიტყვები გუნდს იმ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარა, რომლებიც 1962/63 წლების სეზონამდე ელოდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბასბის თანამემამულე ცენტრფორვარდი, დენის ლოუ შეიძინა, რომლის სადებიუტო გოლმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 1963 წლის ინგლისის თასის ფინალში "ლესტერთან" გამარჯვებაში. როგორც ბასბი დაგვპირდა: "წითელი ეშმაკები" დაბრუნდნენ.
მთავარი მწვრთნელის უნარმა, აღმოეჩინა და აღეზარდა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, მომდევნო სეზონშიც იჩინა თავი: "იუნაიტედის" რიგებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა მოკრძალებულმა ჭაბუკმა, ჯორჯ ბესტმა. ლოუსა და ბობი ჩარლტონთან შეერთებული ბესტი დიდებული სამების ნაწილი გახდა: თითოეულმა წევრმა მოიგო "ოქროს ბურთი".
ამის პარალელურად ბასბის გუნდის შთამბეჭდავმა სულისკვეთებამ 1965 წლის ჩემპიონატი მოიგო, წარმატება კი 2 წელში გაიმეორა. 1967 წლის ტიტულმა "მანჩესტერ იუნაიტედს" საშუალება მისცა, გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ნაწილამდე მიეღწია: 1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასზე ტრიუმფი. მრისხანი მადრიდის "რეალი" ნახევარფინალში განადგურდა, პორტუგალიური გრანდი "ბენფიკა" კი, რომლის შემადგენლობაშიც დიდებული ეუსებიო ირიცხებოდა, ინგლისურ კლუბს "უემბლიზე" გამართულ ფინალში ელოდა.
ჩარლტონმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა, ჟაიმე გრაკამ კი ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში "იუნაიტედმა" ორი გოლი გაიტანა: ბესტმა, ბრაიან კიდმა და ჩარლტონმა გუნდს მოუტანა ტიტული, რომლის მოგებამაც აღაფრთოვანა ბასბი და "იუნაიტედთან" დაკავშირებული თითოეული ადამაინი. "რაღაც მომენტში ვერც კი ვხვდებოდი, რა ხდებოდა", - იხსენებდა შოტლანდიელი მწვრთნელი. "მერე კი მილიონი დეციბალის ხმოვანმა ტალღამ წამიღო".
"ყველამ ვიცოდით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას მეტისთვის. მისთვის განსაკუთრებული მომენტი იყო", - იხსენებს ალექს სტეპნი, "იუნაიტედის" მეკარე იმ სამახსოვრო ღამეს. "და არა მარტო მეტისთვის - ბობი ჩარლტონისთვისაც და ბილ ფოულკსისთვისაც, რომლებმაც მანამდე 10 წლით ადრე ავიაკატასტროფა განიცადეს. ვიცოდით, რომ წინ უფრო მეტი მიღწევები გველოდა და "იუნაიტედმა" ყველაფერს მიაღწია."
მიუნხენის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ ნათელი დადგა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპული ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე თავისი გზა ხელახლა დაიწყო.