თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2018, 21:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 6
თავი 5: ყველაზე საშინელი დღე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 5: ყველაზე საშინელი დღე
1958 წლის 6 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" შოკისმომგვრელმა ტრაგედიამ მოიცვა. "ცრვენა ზვეზდასთან" მოგებისა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მეტ ბასბის გუნდი მიუნხენში გაჩერდა ავზში საწვავის შესავსებად. აფრენის ორი წარუმატებელი მცდელობა, მესამე კი ტრაგედიით დასრულდა.

მეკარე გარი გრეგი იხსენებს, როგორც ცდილობდა ავიაკომპანია British European Airways-ის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის დატოვებას. "ილუმინატორში ვიყურებოდი, როგორ წამოიწია საბურავები მიწიდან. შემდეგ ბახ! უცაბედი დაცემა და ყველა მხრიდან ნამსხვრევები მოდიოდა ჩემკენ. ნათება ერთ წამში სიბნელემ შეცვალა. არავინ ყვიროდა: სიჩუმე, რომელშიც მეტალის საშინელი ტკაცანი ისმოდა. რაღაც ისე მომხვდა თავში, როგორც ლაყე კვერცხი. დარტყმა წინიდან მოხდა. პირში მარილიანი სისხლის გემოს ვგრძნობდი. შემეშინდა თავზე ხელის მოკიდება. ქაოსი უდრტვინველმა სიჩუმემ შეცვალა, რომელიც მხოლოდ დაუსრულებელმა რწევამ დაარღვია. ირგვილ სიბნელე გამეფებულიყო, თითქოს ყველაფერი გაჩერდა."

თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან ვერ აფრინდა, გაუმართაობის შემდეგ კი შენობას შეეჯახა. გრეგმა და მცველმა ბილ ფოულკსმა თვიმფრინავიდან დაშავებულთა გამოყვანა შეძლეს, სხვებს კი ნაკლებად გაუმართლათ. 44 მგზავრიდან 21 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, მათ შორის კი იყვნენ 7 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის 3 წევრი.

დაღუპული ფეხბურთელები იყვნენ ჯეფ ბენტი (25 წლის), როჯერ ბერნი (28 წლის), ედი კოლმანი (24 წლის), დევიდ პეგი (22 წლის), ტომი ტიელორი (26 წლის) და ლიამ უილანი (22 წლის), სამწვრთნელო შტაბმა დაკარგა გუნდის მდივანი უოლტერ კრიკმერი, მწვრთნელი ტომ კარი და უფრო მწვრთნელი ბერტ უოლი. გარდაიცვალა რვა ჟურნალისტი: ალფ კლარკი, ტომ ჯექსონი, დონ დეივისი, ჯორჯე ფელოუზი, არჩი ლედბრუკი, ერიკ ტომპსონი, ჰენრი როუზი და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე ფრენკ სვიფტი. სხვა გარდაცვლილთა შორის არიან ტურისტული აგენტი ბელ მიკლოში და ბორტგამცილებელი ტომ ქეიბლი, ასევე მეტ ბასბის მეგობარი ვილი სატინოვი.

მეტ ბასბის, დუნკან ედვარდსისა და ჯონი ბერის გადარჩენის შანსები 50/50 ფასდებოდა. კენ რეიმენტი, მეორე პილოტი საავადმყოფოში მიყვანიდან 3 კვირაში გარდაიცვალა, მიუხედავად სიცოცხლისთვის ხანგრძლივი ბრძოლისა. ავიაკატასტროფიდან 2 კვირაში დაიღუპა დუნკან ედვარდსიც. ბასბი, რომელმაც ორჯერ გაიარა სასულიერო რიტუალები ტრავმებზე მკურნალობის პროცესში, გადარჩენისა და სიცოცხლის სურვილისთვის იბრძოდა. "გადავრჩი, მაგრამ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. სიკვდილი მინდოდა".

საოცარი, მებრძოლი სულისკვეთებით სავსე ახალგაზრდა გუნდი მიუნხენში დაიღუპა. მაგრამ ბასბი არ ნებდებოდა და მის პოზიციას იზიარებდა "მანჩესტერ იუნაიტედიც".
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
29 დეკემბერი 2018 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
რაღაცნაირად დავიძაბე ეს ისტორია არვიცოდი.

ვულვზმა ტოტენჰემს მოუგო :დ

ლივერპულმა კიდე ძაან გაუტია და შემდეგ სეზონში უნდა დასრულდეს მაგათი პარფაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: ikeoni
29 დეკემბერი 2018 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
DZaan mdzime istoria gvaq:((
0
№3
ავტორი: Lalana
29 დეკემბერი 2018 22:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან კარგი ფილმია ამ შემთხვევაზე გადაღებული.ეს ახალგაზრდები რომ არ დაღუპულიყვნენ ვინ იცის,იქნებ უკეთესი შედეგებიც ჰქონოდა გუნდს,მაგრამ მთავარია რომ ამ კატასტროფის შემდეგ ბასბიმ მაინც ბოლომდე მიიყვანა საქმე და მანჩესტერის ისტორიაშიც ჩაეწერა.ძალიან მიყვარს როდესაც ამ ისტორიას ვკითხუობ,თან როგორი მტკივნეულია და თანაც როგორი ამაღელვებელი როდესაც ასეთი ტრავმის შემდეგ ფეხზე წამოდგომას ცდილობ და ახერხებ კიდეც,გმირობის ტოლფასია და ყოჩაღ იმ ხალხს ვინც რწმენა არ დაკარგა და საკუთარი შემართებით ისტორია დაწერეს
0
№4
ავტორი: stepno
30 დეკემბერი 2018 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტანში ჟრუანტელმა გამიარა :(( საშინელება მოხდა სამწუხაროთ მაგრამ მაინც შეძლო მანჩესტერმა წამოდგა ფეხზე და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც გახდა მოსფლიოში
0
№5
ავტორი: Svanchester
31 დეკემბერი 2018 00:43
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
საშინელი დღე. დღე რომელმაც "იუნაიტედის" ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. კლუბის ისტორია რომელიც სისხლით დაიწერა, მარადიული ხსოვნა ტრაგიკულად გარდაცვლილებს. გუნდმა ამ ტკივილის შემდეგ წამოდგომა მაინც შეძლო და მსოფლიოს დაანახა თუ რაოდენ დიდი ღირსებაა ჩადებული ამ გუნდის საძირკველში.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შავი ლაქაა ნამდვილად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top