თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2018, 17:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1814,
კომენტარები: 3
"სანამ თეორიული შანსი არსებობდა ბოლომდე ვიბრძოდით"
გიგზი იუნაიტედისა და ოლეს შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ოლე გუნარი მშვიდი და მეგობრული ადამიანი ჩანს. თუმცა მისი ყოფილი თანაგუნდელის, გიგზის, განცხადებით ოლეს თავისი საზღვრები აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა იცნობს მას როგორც წყნარ და მშვიდ ადამიანს, ოლეს თავისი საზღვრები აქვს. ზუსტად ისეთი, რომელიც მენეჯერს სჭირდება."

"ყოველთვის ვიცოდი, რომ სამწრთვნელო კარიერას გააგრძელებდა. ფეხბურთელობისას ყოველთვის თავდაჯერებული იყო და მისი შესაძლებლობები შესანიშნავად იცოდა."

"დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას იძენდა. როცა ტრავმა მიიღო, ის მუდმივად სერ ალექსის გვერდით იმყოფებოდა და ჩანაწერებს აკეთებდა. ყველაფერს იმახსოვრებდა, ყველაფერს სწავლობდა."

"ოლე შესანიშნავად უძღვება გუნდს. გუნდმა საოცრად შეინარჩუნა ის პოზიტივი, რაც "კარდიფთან" მატჩით მივიღეთ და არცთუ ისე მარტივ თამაშში გამარჯვება მოვახერხეთ."

"ეს ოლეს პირველი საშინაო მატჩი იყო. გარდა ამისა, "კარდიფთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარი დაიმედდა და სწორედ ამიტომაც დღევანდელ დღეს ყველა მოუთმენლად ელოდა."

"დიდი ფეხბურთელები გამოცოცხლდნენ. პოლ პოგბა თავისი გოლებით, დავიდ დე ხეა ისევ ფორმაშია თავისი ბრწყინვალე სეივით... მარკუს რეშფორდი კი დღითიდღე უფრო და უფრო უკეთესი ხდება. "წითელ სამყაროში" დიდი პოზიტივი სუფევს. აუცილებელია, რომ ყველაფერი ასევე განვაგრძოთ და "ბორნმუთიც" დავამარცხოთ."

"არსენალმა" და "ჩელსიმ" თამაშები წააგეს, შესაბამისად "იუნაიტედი" უფრო და უფრო მიუახლოვდა ოთხეულს. გიგზს სჯერა, რომ ოთხეულის მიღწევა "იუნაიტედისთვის" ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"პრემიერ ლიგა" რთული ჩემპიონატია, მაგრამ ბევრი თამაში დაგვრჩა სათამაშო. ყველა კარგად ხედავს ფეხბურთში რა შეიძლება მოხდეს. ამის ნათელი მაგალითი "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" ადგილების მუდმივი ცვლაა."

"როცა "იუნაიტედში" ვთამაშობდით, შეიძლება 10 ან 12 ქულით უკან ვყოფილიყავით, მაგრამ ლიდერებს პრობლემებს მაინც ვუქმნიდით და სანერვიულოს არ ვაკლებდით. სანამ თეორიული შანსი არსებობდა ჩვენ დამარცხებულად თავს არ ვგძნობდით და ყველა თამაშში მაქსიმალურად ვიხარჯებოდით. სანამ ეს შანსი არსებობს ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, მთავარი მტრები დაამარცხონ და უკვე რეალური შანსებიც გაგვიჩნდება."

"კარგი თამაშებია საჭირო. სწორედ ეს მოგვიმატებს თავდაჯერებას და პირველი ყველაზე რთული მატჩისთვის მოვემზადებით, რომელიც 13 იანვარს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გაიმართება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
27 დეკემბერი 2018 20:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ დახოცა ბოღმამ ეს ხალხი ))) უკვე მგონია რომ წარუნატებლობა უფრო უხარიათ და ჭკუისსწავლება ვიდრე წარმატება.
2
№2
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Yvelaferi kargad Iqneba :))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 11:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა აღნიშნავს ოლეს უნარებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top