თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2018, 15:58
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 7
გომესი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"
რა უთხრა სოლსკიაერმა გომესს მოედანზე შესვლის წინ
გომესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრა ფეხბურთელს ანხელ გომესის განცხადებით, მისი "ჰადერსფილდთან" თამაში მხოლოდ დასაწყისია. მისი აზრით, ოლე გუნარის მეთვალყურეობის ქვეშ გზას მარტივად გაიკვლევს და ძირითადშიც მოახერხებს ადგილის დაკავებას.

"მოედანზე გამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ და მუდმივად გამოცდილი ფეხბურთელებისგან მაგალითის აღებას ცდილობ, მუდმივად პროგრესს განიცდი და ვითარდები. "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა და გულშემატკივრების მხარდაჭერა შესანიშნავი გრძნობაა."

"სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი მესმოდა, მაგრამ როგორც კი მოედანზე ფეხი შევდგი იმ წუთშივე ვიგრძენი ყველაფერი. ფეხბურთელებიც ძალიან დამეხმარნენ, მესაუბრნენ და ინსტრუქციები მომცეს."

"ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც შესანიშნავი იყო. მე და ჯიმი კარდიფშიც გავემგზავრეთ. დღეს ჩართვაც დამატებითი ბონუსი გახლდათ. შესანიშნავი შეგრძნება იყო რამდენიმე წუთის მიღება."

"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" ძველ ტრადიციას უბრუნდება და აკადემიის ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას მიაქცევს. ვფიქრობ, რომ ახალი მენეჯერის პირობებში ჩვენ მეტი დრო მოგვეცემა და ჩვენი შესაძლებლობების ჩვენების უფლება გვექნება."

გომესი მიიჩნევს, რომ მისი ახალი ბოსისგან ბევრის სწავლაა შესაძლებელი. მისი აზრით, ფეხბურთელებმა მაგალითი სოლსკიაერის გოლებისგან უნდა აიღონ.

"ის კლუბის ლეგენდაა. გულშემატკივრები ყოველთვის მის გვერდში იდგებიან მისი კარიერისა და შესანიშნავი გოლების გამო. ჩემთვის სოლსკიაერთან მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრ რამეს ვისწავლი. ბავშვობაში მისი ფეხბურთის ყურებით ვიზრდებოდით, სულ მასზე გვიყვებოდნენ და გვესმოდა და, რა თქმა უნდა, ახლა მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა საოცარი შეგრძნებაა."

პერსპექტიულმა ნახევარმცველმა სოლსკიაერის რჩევებზე ისაუბრა. გომესმა ჟურნალისტებს გაუმხილა რა უთხრა მას მწრთვნელმა სტადიონზე შესვლის წინ.

"მარტივი რამ მითხრა - შევსულიყავი მოედანზე, მიმეღო მაქსიმალური სიამოვნება, შევხებოდი ბურთს იმდენჯერ რამდენჯერაც შემეძლო და ყველაზე მთავარი - ბოლომდე შემეგრძნო და სიამოვნება მიმეღო "ოლდ ტრაფორდზე" დატრიალებული ატმოსფეროსგან. ვცადე, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა და დიდებული შეგრძნებებიც განვიცადე."

"ეს მხოლოდ დასაწყისია. არ აქვს მნიშვნელობა რეზერვებში ვითამაშებ, თუ ძირითად გუნდში. ორივე შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და გუნდისთვის ყველაფერს გავწირავ."



წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
27 დეკემბერი 2018 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
გრინვუდს ველოდები მოუთმენლად!
0
№2
ავტორი: giorgi_mg
27 დეკემბერი 2018 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
როგორ მინოდა რომ ის დარტყმული გაეტანა, იმ მომენტში ისეთი ადრენალინი ვიგრძენი ვერ ავხწერ, თუმცა არაუშავს უფრო მეტს იმუშავებს რომ უკეთ შესარულოს ასეთი მომენტები, მეიმედება ეს ბიჭი ძალიან. წარმატებები მას და მთელ აკადემიას.
1
№3
ავტორი: kobinio
27 დეკემბერი 2018 16:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ძლივს არ ვეღირსე აკადემიის ბავშვების ხილვას.ასე რა...
0
№4
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Magari bichia Es
0
№5
ავტორი: OzBeTa
27 დეკემბერი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
კაია, მაგრამ მარცხნივ დიდი კონკურენციაა ძაან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: PaLoMo
27 დეკემბერი 2018 22:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მიყვარს როცა აკადემიელს შანსი ეძლევა და ვფიქრობ მენსა რო აქ იყოს აუცილებლად მიიღებდა შანსსს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 11:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი ახალგაზრდები გვყავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top