იტალიური პრესა აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევი დუგლას კოსტა შესაძლოა ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩენილიყო.
მეტიც, "წითელ ეშმაკებმა" ტურინელებს ფეხბურთელის თაობაზე მიმართეს და მათ კოლოსალური თანხაც შესთავაზეს დუგლასის სანაცვლოდ, თუმცა "ბებერი ქალბატონის" პასუხმა პრესაში დღეს გაიჟღერა.
Calciomercato - ის ცნობით, სოლსკიაერის გუნდმა იტალიელებს 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "იუვენტუსს" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და შესაბამისად, შეთავაზებაც დაბლოკილ იქნა.
მიმდინარე სეზონში კოშტა შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა, "იუვენტუსის" რიგებში ჩატარებულ 16 შეხვედრაში ბრაზილიელის აქტივში მხოლოდ 2 საგოლე გადაცემაა.