თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2018, 12:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1389,
კომენტარები: 2
მატიჩი: "იუნაიტედი" ფრეს ან დამარცხებას არ მიიღებს"
სერბი ფეხბურთელი გუნდის თავდაჯერებულობას გამოხატავს.
მატიჩი:
პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "ჰადერსფილდს" უმასპინძლა და მოწინააღმდეგე დამაჯერებელი ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

ერთ - ერთი გოლის ავტორი, "წითელი ეშმაკების" სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი გახდა, რომელმაც "წითლები" შეხვედრის 28 - ე წუთზე დააწინაურა. მატჩის შემდეგ, ნახევარმცველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში თამამ განცხადებებსაც არ მოერიდა და განაცხადა, რომ "იუნაიტედისთვის" ფრე და მითუმეტეს წაგება მიუღებელია.

" "კარდიფთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, თითოეულ ჩვენგანს მეტი თავდაჯერებულობის განცდა გაგვიჩნდა. მნიშვნელოვანია გაიმარჯვო საშინაო მატჩებში, დააბრუნო ღიმილი შენი გულშემატკივრების სახეებზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არ მიიღებს ფრეს და მითუმეტეს წაგებას. უნდა შევეცადოთ შემდეგ მატჩებშიც წარმატების მიღწევას".
- ციტირებს Sky Sports - მატიჩის სიტყვებს



წყარო: euro-football
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Didi muxtia gundshi da shemarteba❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 14:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატიჩმა მოუმატა აშკარად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top