"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ფეხბურთელები თავადვე არიან კმაყოფილები "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩით. "წითლების" სოციალური ქსელი უეინ რუნისთან გადაღებულმა სურათებმაც მოიცვა.
პოგბა: "ძალიან ბედნიერი ვარ მოპოვებული სამი ქულით და გატანილი ორი ბურთით გულშემატკივრებისა და ოჯახის წინაშე. ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ! ბევრი სიყვარულით, პოგბა."
ფრედი: "+3 ქულა! მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!"
რეშფორდი: "კიდევ ერთი გამარჯვება!"
დალო: "დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი გამარჯვებით!"
დე ხეა: "Boxing Day" + ოლდ ტრაფორდი + გამარჯვება = შესანიშნავი დღე"
მატიჩი: "უმაღლესი დონის თამაში დღეს გუნდისგან! გულშემატკივრები ბრწყინვალენი იყვნენ! წინ, "იუნაიტედ"!
ვალენსია: "გულშემატკივრებს ყოველთვის ვუღიმი. ისინი ამას იმსახურებენ. ეს შედეგი ყველა იმ გულშემატკივრისთვისაა, რომელიც გუნდს მუდმივად უდგას გვერდში."
ლინგარდი: "კიდევ ერთი სამი ქულა და ძლიერი წარმოდგენა!"
ლუკ შოუმ კი მიმის გაკეთება გადაწყვიტა: "როდესაც "ინსტაზე" რაღაცას შემთხვევით პოსტავ"