თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 23:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2253,
კომენტარები: 6
"ეს ის პოგბაა, რომელსაც ვიცნობდი"
ოლე გუნარმა პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა
ოლე გუნარის განცხადებით, "ოლდ ტრაფორდზე" ძველი პოლ პოგბა დაბრუნდა. ფრანგმა აღნიშნული "ჰადერსფილდსა" და "კარდიფთან" ჩატარებულ მატჩებში დაამტკიცა.

სოლსკიაერმა პოგბასთან ჯერ კიდევ 2009 წელს იმუშავა. სწორედ მისი წყალობით შედგა ფრანგის დებიუტი რეზერვებში. ამჯერად კი ნორვეგიელმა პოგბა სტადიონს დაუბრუნა.

"რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელებთან დროს ვატარებ და ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანთან მაქსიმალური დრო გავატარო. პოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დღეს სტადიონზე მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. "კარდიფთან" მატჩში მან ორი თუ სამი გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი თავად გაიტანა ორი გოლი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით დიდი სიამოვნება მიიღო."

"დღეს ჩვენ ის პოგბა ვიხილეთ, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ის ყოველთვის ბედნიერი ბიჭი იყო, მის სახეს ღიმილი ამშვენებდა და სწორედ ეს მჭირდებოდა მისგან. დღეს წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო. ეს აუცილებელია. როდესაც ისეთი კლუბისთვის თამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ბედნიერი უნდა იყო. ეს შენი, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელის პასუხისმგებლობაა, თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა. პოლს ამ კლუბში თამაში უყვარს. ის ოდითგანვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიჭი იყო და იქნება. ის ბავშვია, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში," - დაასრულა სოლსკიაერმა.

წყარო: M.E.N.

პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2018 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Akrifavs isev poli formas da ukve merandenjer magram mainc daamtkicebs Ro erterti sauketesoa dgesdgeobit❤️
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 23:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა პოგბა ფორმაშია ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება...
0
№3
ავტორი: levionok
27 დეკემბერი 2018 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
პოგბა სულ ფორმაშია შეიკლა იმ შობელძაღლმა დაცვაში სირბილით მარსიალი გვაკლდა დღეს ხო აშკარად ერთი სული მაქვს სანჩესია ხილვის და ლუკაკუსი რას იამენ ამ ტაქტიკაში
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
27 დეკემბერი 2018 07:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ პოგბას ვერ თამაში მანამდე იყო მოურინიოს ბრალი.არაა ეგ ასე.ფსიქიკურად არამდგრადი ტიპები ადვილსდ ექცევიან გავლენების ქვეშ.იქნება ეს აგენტი მწვრთნელი თანაგუნდელი.მესმის ის რომ უნდა მეტწილად წინ იყოს და ეს სურვილი აბსოლუტურად ლეგიტიმურია,მაგრამ არ თუ ვერ თამაში ამ მოტივით ეგ უკვე არაპროფესიონალიზმია.ნაკრებში ზუსტად იგივეს თამაშობს რასაც მოუ ათამაშებდა
0
№5
ავტორი: JuanMata
27 დეკემბერი 2018 11:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ პოგბას ვერ თამაში მანამდე იყო მოურინიოს ბრალი.არაა ეგ ასე.ფსიქიკურად არამდგრადი ტიპები ადვილსდ ექცევიან გავლენების ქვეშ.იქნება ეს აგენტი მწვრთნელი თანაგუნდელი.მესმის ის რომ უნდა მეტწილად წინ იყოს და ეს სურვილი აბსოლუტურად ლეგიტიმურია,მაგრამ არ თუ ვერ თამაში ამ მოტივით ეგ უკვე არაპროფესიონალიზმია.ნაკრებში ზუსტად იგივეს თამაშობს რასაც მოუ ათამაშებდა

რაიოლა რომ მანიპულატორია და პოგბას ტვინს ურევს, ეგ ფაქტია. შეიძლება ვერაა პროფესიონალი და ჩამოყალიბებული ტიპი ჯერ, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ იყო და სტრესში ეგეც მოქმედებდა, საერთოდ გუნდზე მოქმედებდა, რთულია საქმე აკეთო ასეთ დაძაბულ სიტუაციაში.

თან ამ ე.წ. ტოპ-ფეხბურთელებს მძიმე ხასიათი აქვთ, გამომდინარე თავიანთი ამბიციებიდან. აზარი და ფაბრეგასი უარესად მოექცნენ ჟოზეს, ვაფშე დაიკიდეს ფეხბურთი. რეალში რამოსი და მარსელო აუჯანყდნენ. მოკლედ რთული პიროვნებაა ჟოზე და ადრე თუ გვიან ასეთ ფეხბურთელებთან ექმნება პრობლემა.

თანაც პოგბა ერთადერთი არაა, ვინც ასე უცებ შეიცვალა. მატიჩი, რომელიც ბოლომდე უჭერდა ჟოზეს მხარს, ვუყურებ ახლა და სულ სხვა ფეხბურთელია, ძალიან კარგად ჩაჯდა ამ სტილში, დაჟე ისე, რომ არ ვიცი ვინ უნდა შეცვალოს.

მოკლედ მე ვიტყოდი, რომ ლომის წვლილი მაინც დაძაბულობას ედო, რაღაც ნაწილი პოგბას ცანცარა ხასიათს.
კიდევ აურევს პოგბა, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ახლა აღარ ექნება გამართლება, რომ დაცვაში ზის გუნდი, მოუწევს მერე თავის თავზე მუშაობა. wink
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
27 დეკემბერი 2018 14:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata

გეთანხმები ყველაფერში.მგონია ეს მაინც წამოატყამს როდესმე თავისას.ახლა უკვე გუნდში არის ისეთი განწყობა რომ მიზეზი არ აქვს არანაირი, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ ბარსა მართლა იაქტიურებს გამქცევია ჩვეულებრივად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top