თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 22:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1822,
კომენტარები: 6
"ეს საუკეთესო სეივი იყო იმათ შორის, რაც მინახავს"
ოლე გუნარის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ჰადერსფილდთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა. ნორვეგიელმა განსაკუთრებით დავიდ დე ხეა შეაქო.

დავიდ დე ხეას საოცარი სეივი

"შედეგი საოცარი იყო. კარგია მატჩის მოგება და სამი ქულის მოპოვება. ნელა დავიწყეთ და ამიტომაც მოხდა, რომ ბევრი მომენტები ვერ შევქმენით, თუმცა პირველი გოლის შემდეგ უკეთესად ავთამაშდით. დავლაგდით და უფრო სწრაფი თამაში დავიწყეთ. მეორე ტაიმის პირველი 7-8 წუთიც გაგვიჭირდა, მაგრამ დავიდის სეივი ჩვენთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები, ყველას შეუძლია მომენტების შექმნა. დავიდმა კი საოცრად ითამაშა, ეს შესანიშნავი სეივი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მინახავს. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოც კი."

ცვლილებების მიზეზი

"მეორე ტაიმის დაწყება ძალიან გაგვიჭირდა. გამოცდილი ფეხბურთელები იყო საჭირო, ამიტომაც ავირჩიე ეშლი იანგი და ანდერ ერერა. ვფიქრობ, მათმა შემოსვლამ ყველაფერი დააწყნარა."

პოგბა ისევ შთამბეჭდავია

"ძალიან სასიამოვნო იყო მისგან ორი გოლის ხილვა. "კარდიფთან" გოლების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ახლა კი თავად გაიტანა. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო კარგ ფორმაში ჩადგება და გუნდთან ერთად განვითარდება. ბოლოსკენ დაღლილები ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი-სამი დღე მოვმჯობინდეთ და "ბორნმუთს" მომზადებულები დავხვდეთ."

განწყობის ცვლილება

"ერთ კვირაში არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია შენს განწყობაზე იმუშავო. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა კონკრეტული მიმართულებით ითამაშოს და ამისთვის პატარ-პატარა მითითებებს აქა-იქ სულ ვაძლევ. ეს ყველაფერი უკვე პროგრესშია. ეს ყველაფერი დროს წაიღებს, რადგან ერთი მენეჯერიდან მეორეზე გადაწყობა ფეხბურთელებისთვის ძალიან რთულია. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება."

გულშემატკივრები შენს სახელს სკანირებენ

"მოედანზე შესვლის მომენტი ძალიან საამაყო იყო. სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა, რომ ასე მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი თამაშისთვის. განსაკუთრებული გრძნობა იყო "ოლდ ტრაფორდზე" შესვლა და ჩემი სახელის მოსმენა. ჩვეულებრივ, ისინი ამას გოლის ან რაიმე განსაკუთრებულის შემდეგ იწყებენ და არა თამაშის დასაწყისში. ეს საოცარი შეგრძნება იყო და მართლა ძალიან დიდი სიამაყის გრძნობით აღვივსე. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ოჯახიც ამაყობს ჩემით. პირველი ორი თამაში არასდროს, არასდროს არ დამავიწყდება. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრით."


ManUtd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
26 დეკემბერი 2018 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
საღოლ საღოლ ოლეს რო ბიჭები ესე შემართა მართალსბამბობს დრო რა თქმაუნდა ჭირდება და მინდა რო ზაფხულში დატოვონ.. რაც შეეხება დათუნას მშვენიერი სეივი დადო რა თქმაუნდა და კარგია რომ აქებს მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთესიც უნახავს შმეიხელისგან და თუნდაც ვანდერასგან და მითუმეტეს დეხეასგანაც ტელევიზორით )))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 23:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ალბათ ყველაზე უბრალო სეივი იყო დე ხეას კოლექციიდან :)) კარგი ბურთი აიღო, თუმცა ბევრი უკეთესიც გვინახავს.
0
№3
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ra ari martla erti kviraa rac movida kaci da rogor daetyo gunds sul sxva manchesteria...darwmunebuli var Bevrad magrad itamshebs chveni gundi jer Sadaa ❤️
0
№4
ავტორი: Phil Jones
27 დეკემბერი 2018 00:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
oleg gviyvarxar <3
0
№5
ავტორი: levionok
27 დეკემბერი 2018 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ოლე შენ მაირინიოს დროს უნდა გენახა დათუნას სეივები ეს სეივი რა მოსატანია
0
№6
ავტორი: krekera
27 დეკემბერი 2018 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
დეხეაა ნამბარ ვანია რა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top