სოლსკიაერმა "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. "მანჩესტერ იუნაიტედი" Boxing Day-ზე "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე.
ანგარიში 28-ე წუთზე ნემანია მატიჩმა გახსნა, რომელმაც 23-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მეორე გოლი პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც თავისი გუნდის ბრწყინვალე შეტევა გოლად აქცია.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც პოგბას დუბლი მოჰყვა. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის მიწურულს მოახერხეს, იორგენსენმა დე ხეას გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" Boxing Day-ს საშინაო მატჩში ბოლოს 1978-79 წლების სეზონში დამარცხდა.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
სრული მატჩები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.