თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 21:16
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 5
იუნაიტედი 3-1 ჰადერსფილდი
დღევანდელი მატჩის სრული ჩანაწერი.
იუნაიტედი 3-1 ჰადერსფილდი
სოლსკიაერმა "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. "მანჩესტერ იუნაიტედი" Boxing Day-ზე "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე.

ანგარიში 28-ე წუთზე ნემანია მატიჩმა გახსნა, რომელმაც 23-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მეორე გოლი პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც თავისი გუნდის ბრწყინვალე შეტევა გოლად აქცია.

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც პოგბას დუბლი მოჰყვა. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის მიწურულს მოახერხეს, იორგენსენმა დე ხეას გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" Boxing Day-ს საშინაო მატჩში ბოლოს 1978-79 წლების სეზონში დამარცხდა.
პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

სრული მატჩები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
26 დეკემბერი 2018 21:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ბოლო გოლს თუ არ ჩავთვლით მშვენიერი მატჩი გამოვიდა.აშკარად ისევ აგრესიულები იყვნენ ბიჭები,ცდილობდნენ ბურთის დაკარგვსთანავე იქვე გამოეყენებინათ პრესინგი და აერთვათ ბურთი.ერთი რამაც შემაწუხა ეს იყო საკმაოდ დიდი სივრცეების გაჩენა დალოტისა და შოუს ადგილას,ბიჭები წინ მიდიან მაგრამ რიგ შემთხვევებში ჩამოსწრებას ვერ ასწრებდნენ,ამიტომაც საკმაოდ დიდი სივრცეები დარჩა.ჩემი აზრით ამ ფორმაციის მანჩესტერში ცენტრალურ მცველზე მეტად ფლანგის მცველები გვჭირდება.მიუხედავად დანაკლისისა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს.მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დავარტყმევინეთ კარში და მოედანზეც სრული დომინირებით მანჩესტერს მიყავდა თამაში,უბრალოდ ბოლოში გადაიღალნენ და თუ ასეთი ტემპით აპირებენ თამაშს აუცილებლად უნდა გააუმჯობესონ ფიზიკური მონაცემები.ასევე მომეწონა დროული ცვლილებები,რომელ ზონებშიც გამოჩნდა სისუსტე იმ წამსვე შეცვალა ოლემ ეს ფებურთელები.რაც შეეხება გომეს,მშვენივრად გამოვიდა და ეტყობა საკმაოდ ტექნიკურიცაა,თუ მეტი შანსი მიეცა აქვს იმის პოტენციალი რომ კარგად განვითარდეს.იმედია არსენალი და ჩელსი გაფლანგავენ ქულებს და წამოვეწევით კიდეც,მაგრამ ძაან არ მომწონს ლივერპულის ასე გაქცევა,იმედია პოჩეტინო იყოჩაღებს.
0
№2
ავტორი: Chaxrux
26 დეკემბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Baili smalingic ro moixodebian dacvac chadgeba pormashi, sul vidzaxdi ro kargi dacva gvyvavs, smolingi dzlieria gamkcdilebit baili veluria, dacvac gamococxldeba aucileblad ar idardot magaze tu arada mtavaria ese moigon xolme da tu undat tito burti su gaishvaan )) mtavaria manchesteruli pexburti dabrunda
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლო 5 წუთი აშკარად დაღლილები იყვნენ, მოეშვნენ და გაუშვეს კიდეც, რთულია მაღალ ტემპში 90 წუთი თამაში მარა მშრალი მატჩებისთვის ცოტა ბურთი უნდა დაიჭირონ ხოლმე, გამოსწორდება აუცილებლად ესეც.
0
№4
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Midit bichebo mtavaria Es tempi da mondomeba shevinarchunot❤️
0
№5
ავტორი: f.c.mu
26 დეკემბერი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
კარგი იყო, პირდაპირს ვერ ვუყურე მაგრამ მერე ეს ჩავრთე
სულ დადეთ ხოლმე რააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top