თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 11:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 16
ლუკაკუს მსურველი გამოუჩნდა
ბელგიელს იტალიური გრანდი ეპატიჟება.
ლუკაკუს მსურველი გამოუჩნდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამა თუ იმ გუნდს პოტენციური სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს. გამონაკლისი არც ტურინული გრანდი, მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსია" რომელიც მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის ყიდვას ეცდება.

იტალიური პრესის ფურცლების ცნობით, "ბებერი ქალბატონი", ინგლისური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი შემტევით რომელუ ლუკაკუთი ინტერესდება. იტალიელების აზრით, 25 წლის ფორვარდი მარიო მანჯუკიჩის შემცვლელი უნდა გახდეს.

მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ "წითლების" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, ჩატარებული შეხვედრებიდან ფორვარდმა თავი 6 გოლით გამოიჩინა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ, ბელგიელი სამატჩო განაცხადში, "კარდიფის" წინააღმდეგ არ მოხვედრილა, სავარაუდოდ, სოლსკიაერი მას არც დღეს ათამაშებს "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ.


წყარო: sports


უნდა გაიყიდოს თუ არა ლუკაკუ?

დიახ
არა

ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
26 დეკემბერი 2018 11:53
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ჩაო ჩაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Svanchester
26 დეკემბერი 2018 11:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ვერ ვიტყვი, რო ლუკაკუ ცუდი ფორვარდია, პირიქით ერთ ერთი უძლიერესია პრემიერ ლიგაში, უბრალოდ მოურინიოს ტაქტიკებმა ყველა და ყველაფერი ამოაგდო კალაპოტიდან, ძნელია გოლები იტანო და ამავდროულად "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ირბინო, ბოლოს ეტყობოდა, რომ მაგანაც დაიკიდა, წონაში მოიმატა და ფორმიდან ამოვარდა, იმსახურებს შანსს, სოლსკიაერის შემტევ ტაქტიკებში არავინ იცის რას იზამს, უბრალოდ მგონია რო აქცენტს ახალგაზრდა რეშფორდზე გააკეთებენ და ფორვარდად ის უფრო ხშირად ითამაშებს, ვნახოთ რა იქნება, ლუკაკუ გასაშვები არ არის.
3
№3
ავტორი: shotkin
26 დეკემბერი 2018 12:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამან ესე თუ გააგრძელა უნდა გაყიდონ კიარა უნდა გააგდონ, ტიპი ამაზრზენია იმენა, ბურთს ფეხში ვერ იღებს წესიერად რაღა ფიცრისთვის მიგიცია პასი და რაღა ამისთვის, იმდღეს ინტერნეტში გადავაწყდი ინფორმაციას თურმე უცხოურ ტოტალიზატორებს ამაზე ფსონი გაუკეთებიათ სად დაარტყავს ლუკაკუო: ტრიბუნებზე, წაიქცევა და ბურთს ფეხს ააცილებს და ასეთი პოზიციები იყო, სირცხვილია პროსტა რა სირცხვილი რასაც ეს აკეთებს, მანჩესტერი მაინც არვიყოთ ბუბლიკ რას გავს ეს.
1
№4
ავტორი: Malboro463
26 დეკემბერი 2018 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რამხელა მომატებული აქვს წონაში
მეორე იგუაინია .
0
№5
ავტორი: kobinio
26 დეკემბერი 2018 13:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ასე სასწრაფოდ გაყიდვა მაინც ნაჩქარები მგონია.სოლსკიაერის ტაქტიკაშიც მეტი ფუნქცია ექნება ადე მგონია და თუ დახვეწავს ხარისხს,ბურთის მიღებას ,მოტყუებას და დარტყმას კაი იქნება
0
№6
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2018 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Gamoricxuli mgonia amis gayidva...moixodeba esec rogorc sanchesi da dzmani misni:)))❤️
0
№7
ავტორი: vincent
26 დეკემბერი 2018 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ამ სეზონში საკმაოდ დიდი რეგრესი აქვს,მაგრამ თუ გავიაზრებთ,მარტო რომელუ არაა ამის მიზეზი. ჟოზეს ტაქტიკაში სტაბილურად კარგი მარტო ერთი ფეხურთელი იყო გამოყოფდი და ისიც დე ხეაა.
ეხლა თვითონ რომელუს შევაფასებ. წონა ძალიან აქვს მომატებული და ეს მოძრაობაში ძალიან უშლის ხელს,ერთ შეხებას ძალიან ცუდად თამაშობს,ეს ცენტრ ფორვარდისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი,მიღებული პასი ერთი შეხებით დააბრუნო და გაიხსნა,რასაც ძალიან ცუდად აკეთებს.შემდეგი ისაა,რომელიც ყველას თვალში გვხვდება,ბურთს ვერ იღებს კარგად,კონტროლი უჭირს,ტიპს რომ პასს აძლევენ,სულ მგონია რომ ბურთი გაექცევა,ან აუხტება,ან გაუძვრება და კიდევ სხვა რამ დაემართება.და ბოლოს რაც ძალიან მოუხშირა ისაა,რომ მომენტს ხშირად ვერ იყენებს. ამ მინუსების მიუხედავად საერთოდ არ ვფიქრობ რომ უნდა გაყიდონ,პირიქით მეტი შანდი უნდა მისცენ და დაეხმარონ თავის პლიუსების მაქსიმალურად გამოყენება რომ დაიწყოს და მინუსები გამოასწოროს. მაგალითისთვის სტერლინგი ავიღოთ,ზუსტად იგივე პრობლემები ქონდა და პეპიმ რა პროგრესი განაცდევინა კი ვხედავთ ყველა.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც არ მგონია რო გასაყიდი იყოს ლუკაკუ
0
№9
ავტორი: levionok
26 დეკემბერი 2018 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ამ ბიჭს ყოველთვია ქონდა ბირთის მიღებია პრობლემა ეა მისი უდიდესი მინუსია,მაგრამ გოლის გატანის ალღო აქვს სასწაული არის ტანკივით და ანვითარებს დიდ სისწრაფეებს ფაქტია რომ ბელგიის სწრაფ შეტევებს კარგად ერგება და ვნახოთ რა იქნება ჯერ არ უთამაშია ამ ტაქტიკაში და ვერ ვიტყვით ტუ რას იზამს
0
№10
ავტორი: JuanMata
26 დეკემბერი 2018 14:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ათამაშებს ალბათ ოლე, არამგონია ზამთარში გაუშვან. თუ ვერ ითამაშა მაინც, სავარაუდოდ ზაფხულში გაუშვებენ. წონაში უნდა დაიკლოს და ცოტა იმუშაოს თავის თავზე, მომენტების დასრულებით ძაან სუსტი ფორვარდია, ფიზიკურ ძალას ისე ვერ იყენებს, როგორც უნდა იყენებდეს ამხელა ფეხბურთელი. თუმცა რაც მინახავს მაგის თამაში ბელგიაში, კომბინაციებში საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და შეიძლებ ოლემ აათამაშოს.

ახლა რღაც პირადი პრობლემები აქვს და ბელგიაში გაემგზავრა, თორემ ისე მოხვდებოდა აუცილებლად ძირითადში თუ არა, 20-30 წუთს ითამაშებდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top