თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2018, 20:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 3
თავი 4: ბასბის ჩვილები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 4: ბასბის ჩვილები
მეტ ბასბი ყოველთვის უსწრებდა დროს. 1948 წელს მან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ინგლისის თასზე გამარჯვებამდე მიიყვანა და 1951/52 წლებში ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველი ჩემპიონობა გაუფორმა. ბასბის ესმოდა, რომ მის გუნდს კაპიტალური განახლება სჭირდებნოდა და ბიუჯეტის უკმარისობის გათვალისწინებით დიდი გამბედაობის გამოვლენა მოუწევდა ასეთი გუნდის ასაშენებლად.

მეტმა კლუბში ბრიტანეთის ყველა მხრიდან მოიწვია სკაუტები, რათა დარწმუნებულიყო: საუკეთესო ახალგაზრდა ნიჭი აუცილებლად "ოლდ ტრაფორდისკენ" გაემართებოდა, რათა მისი ხელმძღვანელობით აღზრდილიყო. "წარმოვიდგინე პირადი საბავშვო ბაღი. სიახლე იყო გუნდში ისეთი ბიჭების მოწვევა, რომლებიც სკოლას ახალად ამთავრებდნენ. ვფიქრობდი, რომ ისინი მაქსიმალურად ადრე უნდა მიმეღო და საერთო ნიმუშის მიხედვით მევარჯიშებინა".

ამგვარად, ახალგაზრდობამ თავისი შანსი მიიღო. თუკი ისინი საკმარისად კარგები იყვნენ, ბასბი საკმაოდ ზრდილად თვლიდა მათ და გუნდში აჰყავდა. ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი პენიც კი არ დაუხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე. ამის ფონზე შედეგებმა იკლო - ჩემპიონების გუნდი დაიშალა, - მაგრამ მწვრთნელს ეს არ აღელვებდა. "გავჯიუტდი. მომავალი აწმყოზე მნიშვნელოვანი იყო". როგორც ბასბის თანაშემწე ჯიმი მერფიმ განაცხადა: "მოედანის კიდესთან ისხდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფეხბურთში შეჭრას ლამობდნენ - ყველა თავზეხელაღებული მოთამაშეები, რომლებიც ამავდროულად საფეხბურთო კლუბში თამაშობდნენ. შეუდარებელი "ბასბის ჩვილები".

ეს ზედმეტსახელი მას შემდეგ იქნა გამოყენებული, რაც ჯეკი ბრანჩფლაუერმა და როჯერ ბერნმა სადებიუტო მატჩი ჩაატარეს მოსისხლე მტერთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში - "ლივერპულთან". სანამ საკულტო სიტყვათა შეთანხმებას საქვეყნოდ გამოიყენებდნენ, მარკ ჯონსმა და ბილ ფოულქსმა უკვე მოასწრეს კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში. მომდევნო წლებში კი გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდნე მომავალი ლეგენდები. დუნკან ედვარდსი, დენის ვაიოლეტი, ბობი ჩარლტონი, ედი კოლმანი და ლიამ უილანი - თითოეულმა მათგანმა ბუნებრივი ნიჭი გამოავლინა და ჩანდა, რომ ისინი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისთვის იყვნენ დაბადებულნი.

მალე ეს თავდადებული ბიჭები კარგად გამართულ მექანიზმად იქცნენ, რომლის საფუძველზეც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთი შეიქმნა. 1956 წლისა და 1957 წლების ჩემპიონობა ადვილად იქნა მოგებული და "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასზე ითამაშა. "იუნაიტედის" ასპარეზობის პირველი გამოცდილება ამ ტურნირზე ნახევარფინალით დასრულდა - ღირსეული მარცხით ძლევამოსილ მადრიდის "რეალთან", მაგრამ მაინც: ბასბის ჩვილებისადმი ინტერესი თოვლის ზვავივით იზრდებოდა.

"ბასბის ჩვილები" "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დიდებული შემადგენლობებიდან გამორჩეული იყო - არა მარტო ფეხბურთის გამო, რომელიც სილამაზით გატყვევებდა, არა მარტო ახალგაზრდა ფეხბურთელების გმირობების გამო, არამედ იმ ტრაგიკული ბედის გამოც, რომლიც მათ ელოდათ აღუწერელი ტრაგედიის განცდისას.
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
28 დეკემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ორი დიდებული ეპოქა ჰქონდა მანჩესტერს.ბასბისა და ფერგის დროს.სასიამოვნო წასაკითხია როდესაც საყვარელი გუნდის ისტორიას კითხულობ.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაინტერესებს,თუ ვინ გააგრძელებს მათ გზას.
0
№2
ავტორი: ikeoni
28 დეკემბერი 2018 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla didebuli istoria aqvs chven gunds❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბასბიც ძაან დიდი მწვრთნელი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top