თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2018, 18:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2447,
კომენტარები: 4
თავი 3: მამა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 3: მამა
თითოეული იმ დიდებული ადამიანიდან, რომელთა სახელი საუკუნოდ შევიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაშკაშა ისტორიაში, დაწყებული კეთილისმყოფელ ჯეიმს ულიამ გიბსონიდან სერ ალექს ფერგიუსონამდე და ვარსკვლავ ფეხბურთელებამდე, არავის უთამაშია იმდენად მნიშვნელოვანი როლი, რამდენიც სერ მეტ ბასბიმ.

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულში" თამაშით გამოცდილება მიღებულმა ცნობილმა ფეხბურთელმა ჯარში 6 წელი გაატარა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1944 წლის შობამდე ცოტა ხნით ადრე ბასბის "იუნაიტედის" სკაუტი ლუი როკა დაუკავშირდა და ომის დასრულების შემდეგ კლუბის ჩაბარება შესთავაზა.

მწვრთნელისთვის ახალგაზრდა, 35 წლის ასაკშიც კი არ შეშინებულა მეტი ასეთი რთული გამოწვევით და მანჩესტერში გამოცხადდა. სხვათაშორის, შესანიშნავად ესმოდა, რომ "იუნაიტედი" საომარი მოქმედებების შემდეგ შესუსტებული შემადგენლობით, ბომბების შედეგად დაზიანებული სტადიონითა და ფინანსების თითქმის სრული უქონლობით აღდგებოდა. ბასბის სტადიონზე ოფისიც კი არ ჰქონდა, როცა სამუშაო დაიწყო; თავისი საქმიანობის განხორციელება "ოლდ ტრაფორდიდან" ერთ მილში მოუხდა.

მაგრამ ასეთი არამყარი საძირკველითაც კი ააშენა კლუბი, რომელიც ინგლისსა და ევროპაში დომინირებდა. მას ყოველმხირვ ეხმარებოდა და მხარში ედგა ბრძენი თანაშემწე ჯიმი მერფი და მათ ერთად შეიტანეს რევოლუცია ინგლისურ ფეხბურთში. მეტმა გადაწყვიტა, რომ ფულის უქონელ გუნდს ნიჭიერ ფეხბურთელთა შეძენა თუ არ შეეძლო, ისინი თავად უნდა არეზარდა.

6 წლის ასაკში მამით ობოლმა ბასბიმ ბუნებრივი მამობრივი ინსტინქტები გამოიმუშავა. დარწმუნდა, რომ სამწვრთნელო შტაბის ყოველი წევრი და ყოველი მოთამაშე მიიღებდა საზრუნავ წილს. დენის ლოუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" 21 წლის ასაკში მივიდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდა, თავისი მწვრთნელის მამობრივ სიბრძნეს საკუთარი წარმატების მთავარ მიზეზად მოიხსენიებს.

"იცოდა, რომ გუნდში მოვიდნენ შოტლანდიელი და ქვეყნის ფეხბურთელები, რომელთაც ოჯახი ენატრებოდათ. დარწმუნდა, რომ თითოეული მათგანი ისე გრძნობდა თავს, როგორც სახლში. ის ყველა ჩვენგანისთვის მამასავით იყო".

დრომ მხოლოდ გაამყარა ეს სტატუსი. როგორც ადამიანი, რომელმაც ორჯერ აღადგინა დანგრეული გუნდი - მეორე მსოფლიო ომისა და მიუნხენის კატასტროფის შემდეგ, - აჩუქა გუნდს სამუდამო დიდება და საქვეყნოდ მოუხვეჭა სახელი, სერ მეტ ბასბი სამართლიანად ატარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მამის სტატუსს.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2018 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Es adamiani martla saocreba Iyo ❤️
1
№2
ავტორი: gela-manchesteri 20
28 დეკემბერი 2018 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
love
1
№3
ავტორი: giorgi_mg
28 დეკემბერი 2018 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Diablo ფორმაშია.
მადლობა მეგობარო ასეთი სტატიებისთვის
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბასბი უდიდესი მევრთნელი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top