თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 22:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1970,
კომენტარები: 4
თავი 2: სახლი ნანგრევებში
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 2: სახლი ნანგრევებში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეორე საჩემპიონო ტიტულის დროს ერნეტს მანგნელსა და მის ფეხბურთელებს უკვე ჰქონდათ მშვენიერი სტადიონი, რათა მასზე მიღწევა აღენიშნათ. "ოლდ ტრაფორდი", გუნდის ისტორიაში მესამე სტადიონი, 1910 წლის თებერვალში გაიხსნა და თითქმის მაშინვე აღიარეს ინგლისური ფეხბურთის ყველაზე შთამბეჭდავი არენად.

სამწუხაროდ, დიდების წლები, მათ შორის "იუნაიტედის" მეორე ტიტული ბოლო სამ წელიწადში, დასასრულს უახლოვდებოდა. მანგნელმა გუნდი დატოვა და "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, ვარსკვლავებმა კი მის მაგალითს მიბაძეს და კლუბი გამოიცვალეს. კაპიტან ჩარლი რობერტსის წასვლა განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა "იუნაიტედისა" და მისი გულშემატკივრებისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში "იუნაიტედი" პირველი დივიზიონის უიღბლოდ იქცა. საომარმა პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა მთელ გუნდზე და "მანჩესტერ იუნაიტედი" მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ ლანკაშირის ტურნირზე. ზოგიერთმა კლუბმა მარტივად დააღწია თავი ომის შედეგებს ოთხი წლის შემდეგ, "იუნაიტედს" კი მთელი თავისი პრობლემები შერჩა, იცვლიდა რა ადგილებს პირველ და მეორე დივიზიონებს შორის.

ოდესღაც ჩემპიონებსა და თასის მფლობელებს ავიწყდებათ გამარჯვების გემო და "ოლდ ტრაფორდის" ტიტულების დარბაზი იცლებოდა, თუ არ ჩავთვლით მეორე დივიზიონის გამარჯვებულის ტიტულს 1935/36 წლებში. ორი წლით ადრე კი "იუნაიტედი" ლამის მესამე დივიზიონში გავარდა.

მაგრამ როგორც კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" უფრო მეტი მიზანი დაისახა, მეორე მსოფლიო ომმა ამ გეგმებს ბოლო მოუღო. შვიდი ხანგრძლივი წლის განმავლობაში ოფიციალური საფეხბურთო ტურნირები არ ტარდებოდა. "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ თავზე განიცადეს ომის მთელი საშინელება, როცა "ოლდ ტრაფორდი" ორჯერ დაზიანდა გერმანული ავიაიერიშების გამო.

პირველი ზიანი 1940 წლის დეკემბერში მიაყენეს და სტადიონის რეკონსტრუქციის პერიოდში 1941 წლის მარტში ავიაიერიშმა ნაწილებად დაშალა "ოლდ ტრაფორდი", განადგურდა რა სამხრეთ ტრიბუნის დიდი ნაწილი. საომარმა მოქმედებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ გაახლების აუცილებლობა არ იყო, მაგრამ "იუნაიტედის" ფინანსური მდგომარეობა აღნიშნავდა, რომ სტადიონი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნებოდა დანგრეული.

"ოლდ ტრაფორდის" გაზონის კიდეებთან სკოლის მოსწავლეები იდგნენ", - იხსენებდა ცნონილი მხატვარი მანჩესტერიდან ჰაროლდ რაილი, რომელიც თავად ირიცხებოდა სამხედრო მოხალისეებს შორის. "სტადიონს ვუვლიდით, ვკრეფდით შუშებსა და ლითონს, რაც რეიდებმა დატოვა". სტადიონი იმდენად დაზიანდა, რომ მისთვის მიყენებული ზიანის დროის გათვალისწინებით ტრიბუნებს შორის ხეც კი წამოიზარდა.

მაგრამ პირველი შემთხვევა არ იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფერფლიდან აღდგა. ომის დასრულების შემდეგ საფეხბურთო მატჩების განახლებისას კლუბი დროებით ატარებდა საშინაო მატჩებს "მანჩესტერ სიტის" მშობლიურ "მეინ როუდზე". "ოლდ ტრაფორდი" იმ დროს სწრაფად შენდებდა. თითქმის ათი წლის შემდეგ, 1949/50 წლებში "ოცნების თეატრი" კვლავ ელოდა მაყურებელს. იმ დროს დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორია უნდა შეეცვალა: მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა, გამოუცდელი სპეციალისტი დაინიშნა, რომელსაც ალექსანდრ მეთიუ ბასბი ერქვა.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2018 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Madloba avtor Dzalian sainteresoa
0
№2
ავტორი: Lalana
26 დეკემბერი 2018 22:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გაიხარე დიაბლო.ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი სტატიების წაკითხვა,ისე კი რამდენი ხანია აღარ გიაქტიურია კომენტარებში,ყოველთვის სასიამოვნო იყო შენი კომენტარების წაკითხვა.
ისე კი არსენალმა ქულები დაკარგა და უკვე ექვსი ქულით ჩანოვრჩებით,იმედია ჩელსიც მიყვება უკან.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 23:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
და დაიწყო ბასბის ეპოქა, თავის ჩვილებთან ერთად...
0
№4
ავტორი: men1me
26 დეკემბერი 2018 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა, გამოუცდელი სპეციალისტი დაინიშნა, რომელსაც ალექსანდრ მეთიუ ბასბი ერქვა.იმედია 21 საუკუნის ბასბი გამოდგება სოლსკიაერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top