თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2018, 20:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1600,
კომენტარები: 10
"არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობის ჟოზეზე დაკისრება"
ნემანია მატიჩმა მოურინიოზე ისაუბრა
ნემანია მატიჩმა ჟოზე მოურინიოს წასვლაზე ისაუბრა. მისი აზრით, მთელი პასუხისმგებლობა ფეხბურთელების კისერზეა.

მოურინიომ კლუბი "ლივერპულთან" დამარცხების შემდეგ დატოვა. ოლე გუნარი საოცარი დებიუტით წარსდგა გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ მოურინიოს იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ "იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" მეექვსე ადგილზე იმყოფება. თუმცა მატიჩის განცხადებით, ამაში დამნაშავე მხოლოდ მოურინიო არ არის და არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება.

"ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ეს "ლივერპულთან" გამართული მატჩის შემდეგაც განვაცხადე. ჩვენ, როგორც ფეხბურთელები, ვალდებულები ვართ, რომ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა უკეთ ვითამაშოთ და მატჩები მოვიგოთ."

"არ ვიცი რა შეიცვალა "კარდიფთან. ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი არავის აქვს. ერთი რამ ვიცი - ასე უნდა განვაგრძოთ. უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეც მოხდეს."

"ეს ფეხბურთია. აქ ასეთი რამეები ხდება. ყველამ ვიცით, რომ ცუდი შედეგები მხოლოდ მენეჯერის ბრალი არაა. ეს ფეხბურთია და უნდა განვარძოთ, კლუბისთვის უნდა ვიბრძოლოთ,"
- დაასრულა მატიჩმა.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 დეკემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნუ ამისგან სხვა სახის კომენტარის მოსმენას არც არავინ ელოდა. მართალია მარტო ჟოზეს ბრალი არ არის ის რაც ხდებოდა, უბრალოდ ჟოზეს უნდა სცოდნოდა იუნაიტედში რა ფილოსოფიით ემუშავა. ყველაფერს შევეშვათ, ყველაზე დიდი დამნაშავე ხელმძღვანელობაა, არ შეიძლებოდა მოურინიოს სტილის მწვრთნელის დანიშვნა გუნდში.
2
№2
ავტორი: kobinio
25 დეკემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გრძნობს რომ მაურინიოსავით ყველა პობტში სასტავში ვეღარ მოხვდება და მოენატრა მამა... წელს შენ თამაშები ანახე კი უნდა ტიროდე,მესმის შენი
0
№3
ავტორი: giorgiginturi
25 დეკემბერი 2018 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
შენ და ფელაინი და დარმიანი როდის ააცვავთ, რომ სუფრა გავშალო
0
№4
ავტორი: Chaxrux
25 დეკემბერი 2018 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ციტატა: giorgiginturi
შენ და ფელაინი და დარმიანი როდის ააცვავთ, რომ სუფრა გავშალო
. ფელაინი და დარმიანი არ ვიცი მარა ეს მაშინ წავა როცა მოურინიოს სადმე დანიშნავენ))) ფელაინიც ალბათ მაგრა ევასებოდა ჟოზეს

და კარგიც იქნება პერეირას მეტი დრო ექნება
0
№5
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2018 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Bazari araa...
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
26 დეკემბერი 2018 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
არა ბებიაჩემის ბრალია ის აყენებდა თურმე 1გოლის მეტე ყველას დაცვაში
2
№7
ავტორი: Gio_Red
26 დეკემბერი 2018 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: Chaxrux
ციტატა: giorgiginturi
შენ და ფელაინი და დარმიანი როდის ააცვავთ, რომ სუფრა გავშალო
. ფელაინი და დარმიანი არ ვიცი მარა ეს მაშინ წავა როცა მოურინიოს სადმე დანიშნავენ))) ფელაინიც ალბათ მაგრა ევასებოდა ჟოზეს

და კარგიც იქნება პერეირას მეტი დრო ექნება


კანტეს თუ ვიყიდით, გაუშვან ორივე :D
0
№8
ავტორი: kobinio
26 დეკემბერი 2018 13:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დიდი ანგარიშით გვინდა მოგება რომ სხვა ფეხბურთელებმა გაიხსენონ მანჩესტერის ძალა და ძლიერება რომ გადმოსვლა სახვეწარი გვაქ და ფულის გამო მოდიან მარტო.იმედია დამთავრდება ფულების უაზრო ყრაც
0
№9
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
es dabolilia?? ra ar ici ra sheicvala? 1:0 ro dadgebodit jorebivit jozes dros da bolowutebze ro kardifi sheg igdebda da 1:1 damtavrdeboda ai eg sheicvalaa
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პრესასთან სწორი კომენტარი იყო, სხვას ვერც იტყოდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top