თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2018, 23:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1818,
კომენტარები: 7
თავი 1: გზის დასაწყისი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 1: გზის დასაწყისი
ყოველ მოგზაურობას აქვს საწყისი წერტილი. მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო კლუბის შემთხვევაში ასეთ წერტილად ცენტრალურ მანჩესტერში მდებარე "ნიუტონ ჰიტის" რკინიგზის სადგური იქცა.

დიდი ხნით ადრე, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის საუკეთესო სტადიონით მოიწონებდა თავს და უმდიდრესი საფეხბურთო ისტორია ექნებოდა, კლუბი სამოყვარულო მატჩებს ატარებდა წყლით დაფარულ მოედანზე, რომელსაც კრიკეტის გუნდთან ერთად იყოფდა.

ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის ქარხნის მუშები, რომელთაც საფეხბურთო და კრიკეტის გუნდი დაარსეს ერთნაირი სახელწოდებით, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დიდებისა და თავგადასავლების საწყისი წყარო იქნებოდნენ. 137 წლის შემდეგ კლუბი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად იქცა.

რა თქმა უნდა, ასეთი დიდება ერთ ღამეში არ მოიპოვება. გუნდი ეთამაშებოდა სხვა რკინიგზის გუნდებს, რომელთაც არსებობის ხანაში სათანადო წინააღმდეგობას უწევდა. ძლიერი მეტოქეების წინაშე "ნიუტონ ჰიტი" წარუმატებლობას განიცდიდა, მაგრამ თანდათან ახალ დონეზე ადიოდა და დაარსებიდან რვა წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, გახდა რა 1886 წლის მანჩესტერის თასის მფლობელი.

"ნიუტონ ჰიტი" აგრძელებდა რეპუტაციის მოპოვებასა და სრულყოფას, მაგრამ ამავდროულად მრავალი წელი უვლიდა გარს საფეხბურთო ლიგას, სანამ ოფიციალურ მატჩებში მისცემდნენ მონაწილეობის უფლებას. "კერპთაყვანისმცემლებმა" ურთიერთობა გაწყვიტეს სარკინიგზო კომპანიასთან და იქცნენ საფეხბურთო კლუბ "ნიუტონ ჰიტად".

პირველივე მატჩში იმ დროისთვის ძლიერ "ბლექბერნთან" 3:4 დამარცხებისას გამოჩნდა, თუ რამდენად "მკბენარი" გუნდი იყო, მაგრამ ორი სეზონის შემდეგ ქვედა დივიზიონში გავარდნენ. ფინანსურმა პრობლემებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა გამოიწვია და კლუბი მრავალი სეზონის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებას.

"ნიუტონ ჰიტი" კატასტროფის ზღვარზე იყო: 1902 წელს კლუბმა უწყისი მიიღო ბანკროტირების პროცედურის შესახებ. გუნდი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, მაგრამ ბედისწერა სხვაგვარად დატრიალდა ადგილობრივი ლუდის მწარმოებელი ჯონ ჰენრი დეივისის წყალობით. დაიკარგა ძაღლი, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" კაპიტან გარი სტაფორდს ეკუთვნოდა და ის დეივისმა აღმოაჩინა. ძაღლი მფლობელს დაუბრუნა, გუნდის პრობლემების შესახებ გაიგო და თავისი ფინანსური სიძლიერე შესთავაზა კლუბის მართვის სანაცვლოდ.

შესათანხმებელი მხოლოდ კლუბის სახელიღა რჩებოდა. "ნიუტონ ჰიტი" აღარ ჩანდა შესაფერის ვარიანტად, ვინაიდან გუნდმა 8 წლის წინ დატოვა "კლეიტონი", სადაც საშინაო მატჩებს ატარებდა. ამიტომაც დირექტორთა ახალმა საბჭომ, რომელთა საქმიანობაზეც აქტიური გავლენა ჰქონდათ სტაფორდსა და დეივისს, მოიფიქრეს სახელი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი გზა დაიწყო და დანიშნულების პუნქტი უცნობი იყო. მაგრამ არ არსებობდა არავითარი ჩარჩოები და საზღვრები. კლუბის პირველი სეზონი წითელ-თეთრში და არა ყვითელ-მწვანეში დასამახსოვრებელი გახდა არა მარტო გაუმჯობესებული თამაშით, არამედ ორჯერ გაზრდილი მაყურებელთა რაოდენობითაც. გუნდის მთავარ მწვრთნელად 1903 წელს ერნესტ მანგნელი იქცა, რომელმაც პოსტის ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ დივიზიონში დააბრუნა.

ორი წლის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული პრობლემების წყალობით "იუნაიტედი" პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი უახლოეს კონკურენტთან 9-ქულიანი უპირატესობის შექმნით. პირველი ოქროს მედლების მიღების შემდეგ მანგნელის შეგირდებმა წარმატება კიდევ უფრო გაზარდეს, მოიგეს რა ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი, ასევე მოიპოვეს მეორე ჩემპიონობა ორი წლის შემდეგ. შემადგენლობაში არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "მანჩესტერ იუნაიტედი" ღირსშესანიშნავ წერტილად იქცა ინგლისური ფეხბურთის რუკაზე.
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 დეკემბერი 2018 23:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
Glory Glory Man United !!!! მადლობა ავტორს
1
№2
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Saocari istoria aqvs am gunds !!❤️
1
№3
ავტორი: gela-manchesteri 20
26 დეკემბერი 2018 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
გუნდი რომელიც სულ რო დაიშალოს მაინც ჩემია სამუდამოდ წითელი ეშმაკი
1
№4
ავტორი: JuanMata
26 დეკემბერი 2018 11:56
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
RojoDiablo მადლობა სტატიისთვის. ძალიან საინტერესოა.
0
№5
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2018 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
madloba avtors. chemi gulis nawilia manchesteri da iqneba mteli cxovreba
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი სტატიების კითხვა...
0
№7
ავტორი: Shota Blues
26 დეკემბერი 2018 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
კარგი სტატიაა მადლობა ძმაო!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top