"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლოდ დროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდის ერთ ერთი წამყვან ფეხბურთელად, "წითელი ეშმაკების" ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი იქცა.
მარსიალმა პრემიერ ლიგაში ამ მომენტისთვის ყველა სხვა გუნდის შემტევზე უკეთესი სტატისტიკა დააფიქსირა. კერძოდ, ენტონის ინგლისის ჩემპიონატში ყოველ 105 - წუთში ერთი გოლი გაქვს.
ეს პრემიერ ლიგაში ჩატარებული 18 ტურის საუკეთესო შედეგია. თავის მხრივ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაშიც დაიბრუნა ადგილი, რომელსაც ალექსის სანჩესი ეცილებოდა.
მეორე ადგილზე "არსენალის" გაბონელი თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელსაც ყოველ 116 - წუთში გააქვს. მესამე ადგილს "სიტის" ინგლისელი შემტევი რაჰიმ სტერლინგი იკავებს - 134 წუთით. ხუთეულში კი მოჰამედ სალაჰი - 135 და ჰარი კეინი 161 წუთით მოხვდნენ.