ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.
მინდა, წლის ბოლო ბლოგი საუკეთესო სურვილებით დავიწყო მათთვის, ვინც შობას აღნიშნავს.
როგორც ყველამ იცით, ჩვეულებრივ ამ დროს არდადეგების მიუხედავად, ჩვენ არ ვჩერდებით.
ეჭვგარეშეა, რომ ინგლისურ ფეხბურთში ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დროა მატჩების რაოდენობის მხრივ.
"ოლდ ტრაფორდზე" ორი მატჩი გვაქვს და გვინდა, რომ დეკემბერი საუკეთესო დავასრულოთ: ორი მოგებით.
ნამდვილად განსხვავებული კვირა გამოდგა მთავარი მწვრთნელის გამოცვლის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო ჟოზეს ერთად მოგებული ტიტულებისთვის და წარმატება ვუსურვო მას.
როგორც ყველასთვის არის ცნობილი, ჩვენი ახალი მწვრთნელი ლეგენდარული ოლე გუნარ სოლსკიაერია და ვერ აღვნიშნავდით მის დანიშვნას ამაზე უკეთ.
საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ "კარდიფის" წინააღმდეგ და 2018 წლის მიწურულს ეს განწყობას აგვიმაღლებს და ხალისით მიგვიყვანს ახალ წლამდე.
ოპტიმიზმის დროა, წინ უნდა გავიხედოთ და ბევრი ვიშრომოთ ცხრილში მაღლა ასასვლელად. მოტივირებულები ვართ, ჩვენი გულშემატკივრები გავართოთ, რასაც ისინი ასე იმსახურებენ.
დასასრულს, ბოქსინგ დეიზე "ჰადერსფილდს" ვეთამაშებით.
ეს დრო ყოველთვის მახსენებს 7 წლის წინ პრემიერ ლიგაში გატარებულ ჩემს პირველ თვეებს, რის შემდეგაც ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო დღეებად გადაიქცა. ტრიბუნებზე ბევრი ოჯახია და იმედი გვაქვს, მათ სადღესასწაულო განწყობას კარგ თამაშს მივუსადაგებთ.
ინგლისურ ფეხბურთში განსაკუთრებული დღეა.
4 დღის შემდეგ "ბორნმუთს" ვუმასპინძლებთ, გუნდს, რომელიც ფენომენალურ სეზონს ატარებს. სეზონის პირველ ნაწილში მათ წინააღმდეგ დამატებით დროში მოვიგეთ მარკუსის გოლის წყალობით და დარწმუნებული ვარ, კვირას ისინი შურისძიებას ეცდებიან.
გეხვევით ყველას და იმედი მაქვს, ამ განსაკუთრებული კვირით ისიამოვნებთ.
ხუანი
წყარო:
manutd.com