თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 19:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 4
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
სოლსკიაერის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები.
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებით მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს პირველ საშინაო მატჩში შემადგენლობაში დიდი არჩევანი ექნება.

ნორვეგიელს "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი თბილად დახვდება "კარდიფ სიტისთან" მოპოვებული 5-1 გამარჯვების შემდეგ, სადაც ამჯერად მეტოქე "ჰადერსფილდი" იქნება.

გუნდში ახალი ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან, თუმცა ჯერ საკითხავია, შეძლებენ თუ არა წინა მატჩში არმყოფი ფეხბურთელები დაბრუნებას.

ალექსის სანჩესი სამშობლოში განვლილი სამკურნალო პერიოდის შემდეგ მანჩესტერში დაბრუნდა, ხოლო ანხელ გომესი და ჯეიმს გარნერი გუნდს უელსში ახლდა.

ოლეს თქმით, მომდევნო შეხვედრებში ის ყველას მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას: "გუნდში მყოფმა ყველა ფერბურთელმა იცის, რომ შანსს მიიღებს, რაც არ უნდა მოხდეს. ყველა სუფთა ფურცლიდან იწყებს. გვინდა, რომ შანსის გამოყენება ყველა მოთამაშემ შეძლოს."

მიუხედავად იმისა, რომ სოლსკიაერისთვის ძალიან რთული იქნება გამარჯვებული გუნდის შეცვლა, კარდიფში გამართულ შეხვედრაში გამოყენებული სამივე ფეხბურთელი - მარუან ფელაინი, ფრედი და ანდრეას პერეირა - მის ფიქრებში იქნებიან.

რაც შეეხება "ჰადერსფილდს", მათ განკარგულებაში არ იქნებიან ტომი სმიტი, დენი უილიამს აბდელჰამიდ საბირი და აარონ მუი, მაგრამ დაბრუნების შანსი აქვს რაივ ვან ლა პარას.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
24 დეკემბერი 2018 20:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ყველაზე მეტად გამარჯვების შემდეგ ეგ მესიამოვნა რომ პერეირა და ფრედი გამოიყვანა.ყველა უნდა იყოს დამუხტული და მოტივირებული რომ მუდამ ფორმაში იყვნენ.წარმატებები ოლეს და გუნდს

ყველაზე მეტად გამარჯვების შემდეგ ეგ მესიამოვნა რომ პერეირა და ფრედი გამოიყვანა.ყველა უნდა იყოს დამუხტული და მოტივირებული რომ მუდამ ფორმაში იყვნენ.წარმატებები ოლეს და გუნდს
0
№2
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
Savaraudod isev is shemadgenloba Iqneba
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 22:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მატას ველოდები და ვალენსიას მგონია რო ათამაშებს.
0
№4
ავტორი: gela-manchesteri 20
25 დეკემბერი 2018 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ეს მაჩიც დიდი ანგარიში იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top