თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 18:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 10
ლეგენდა ბრუნდება
სერ ალექსი ტრიბუნებზე ყოფნას აღარ აპირებს.
ლეგენდა ბრუნდება
ჟოზე მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ძირეული ცვლილებების დრო დგება. გუნდი, წარსულში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა. მის ასისტნტად კი სერ ალექს ფერგიუსონის შტაბში მომუშავე მაიკ ფელანიც დაინიშნა.

გულშემატკივრებისთვის სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი გამოცემა The Sun. აღნიშნული წყაროს ცნობით, ნორვეგიელი სპეციალისტის მრჩევლად, არც მეტი არც ნაკლები სერ ალექს ფერგიუსონი ინიშნება.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს წასვლის შემდეგ სოლსკიაერს მითითებებს სწორედ ლეგენდარული სერ ალექსი აძლევდა. პრესაში გაჟონა ინფორმაციამაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ოლეს დანიშვნა სწორედ შოტლანდიელმა ლეგენდამ ურჩია.

თავის მხრივ, სოლსკიაერი გეგმავს, რომ ფერგიუსონთან რეგულარული კავშირი ჰქონდეს რათა გუნდის ძირითადი საყრდენი ღერძი სწორედ ფერგიუსონის დახმარებით ხელთავიდან შექმნას და გააძლიეროს.

წყარო: euro-football
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
24 დეკემბერი 2018 19:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგი ისაა რომ ამ რჩევებს მიიღებს ოლე, თორე მოუსაც არ დააკლებდა ეს რჩევებს უბრალოდ ის არმიიღებდა.
4
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
24 დეკემბერი 2018 19:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ე ბიჭო გვეშველა მგონი. დრო იყო ამ ლეგენდების დაბრუნების,ცოტა კი დააგვიანეს,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. წარმომიდგენია ფერგი,ფელანი და სოლცკიაერი ერთად ,ამ გუნდს და ზოგადად ფეხბურთელებს რა მუხტს მიცემენ. დროა უნაიტედის დაბრუნდეს,დროა ოლტრაფორდი იქცეს ყველასთვის შიშის სტადიონად და დროა ყველას ეშინოდეს ფერგი თაიმის. მოვიდა დრო,სიტი ლივერპული ჩელსი და არსენალი დაუბრუნდნენ თავის კუთვნილ 2,3,4 5 ადგილებს და დროა უნაიტედი აღზევდეს. დროა ყველა გრანდმა თქვს,რომ ოლტრაფორდზე შანსები 50-50 ზე არაა და აქ ფავორიტი მხოლოდ ერთი გუნდია და ეს უნაიტედია.
2
№3
ავტორი: gela-manchesteri 20
24 დეკემბერი 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ციტატა: ALEXFERGUSON
ე ბიჭო გვეშველა მგონი. დრო იყო ამ ლეგენდების დაბრუნების,ცოტა კი დააგვიანეს,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. წარმომიდგენია ფერგი,ფელანი და სოლცკიაერი ერთად ,ამ გუნდს და ზოგადად ფეხბურთელებს რა მუხტს მიცემენ. დროა უნაიტედის დაბრუნდეს,დროა ოლტრაფორდი იქცეს ყველასთვის შიშის სტადიონად და დროა ყველას ეშინოდეს ფერგი თაიმის. მოვიდა დრო,სიტი ლივერპული ჩელსი და არსენალი დაუბრუნდნენ თავის კუთვნილ 2,3,4 5 ადგილებს და დროა უნაიტედი აღზევდეს. დროა ყველა გრანდმა თქვს,რომ ოლტრაფორდზე შანსები 50-50 ზე არაა და აქ ფავორიტი მხოლოდ ერთი გუნდია და ეს უნაიტედია.

თუ ოლე დაგვიტოვეს მასეც იქნება ძმი
0
№4
ავტორი: ana maniu
24 დეკემბერი 2018 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ჩემი აზრით არც მოტივაციას დააკლებს ფეხბურთელებს ბაბუ
0
№5
ავტორი: kulokulo
24 დეკემბერი 2018 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
გვეშველა როგორციქნა დაბრუნდა ბებერი მგელი
0
№6
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Gvshvelebiaa da egaa:))❤️
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 22:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შედარებით უფრო ხშირად დაუკავშირდება ოლეს სხვა არაფერი
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
25 დეკემბერი 2018 00:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დანიშვნის დღესვე დავწერე აქ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ოლე ზუსტად იმისათვის მოიყვანეს ფერგის ჩარევა რო სრ გაუტყდება და მისი ეგო არ შეუშლის ხელსთქო.ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი.ეს იკითხებოდა ზოგადად ამ ყველაფერში და აწი უფრო მეტი დეტალები გამჟღავნდება.პოზიტივის მეტი არაფერი არ აქვს ამ ნიუსს და მივესალმები ამ ყველაფერს.მოკლედ ვფიქრობ ამ ყველაფერს გუნდის წმენდაც მოყვება სეზონის ბოლოს მაინც.ოლემ თქვა ყველას შანსს მივცემთ რა შეუძლიათ აჩვენონო ხოდა დანარჩენს მოცოცხავენ და ამოვითქვამთ სულს
0
№9
ავტორი: stepno
25 დეკემბერი 2018 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ველოდებით ბოსს love
0
№10
ავტორი: Malboro463
25 დეკემბერი 2018 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რამის მიღწევა თუ უნდა სულშერს თავი უნდა დანებოს სხვებზე აზრის კითხვას
შექმნას თავისი სტილი და მისი ისტორის წერა მან დაიწყოს. შენს ერთად სავარჟიშო მოედანზე და ფასახდელში თუ არ იქნება იმ კაცისგან რჩევის კითხვა არმიმაჩნია სწორად მერე რა რომ ფერგიუსონია ტრიბუნებიდან რას გაიგებს შიგნით რა ხდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top