თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 17:53
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 6
The Sun: ცნობილია, როდის შედგება გრინვუდის დებიუტი
შანსი 17 წლის ფორვარდს.
The Sun: ცნობილია, როდის შედგება გრინვუდის დებიუტი
''იუნაიტედი'' ყოველთვის ენდობოდა საკუთარ ახალგაზრდებს, მას შემდეგ რაც კლუბში სოლსკიაერი მოვიდა, დიდი ალბათობით ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება. ახალგაზრდა ''ეშმაკებში'' ყველაზე ნიჭიერი მეისონ გრინვუდია, რომლის დებიუტიც მთავარი გუნდის მაისურით ჯერაც არ შემდგარა.

თუმცა, The Sun-ის ცნობით, სოლსკიაერმა ახალგაზრდა შემტევს უთხრა რომ "რედინგისთვის მოემზადოს". ანუ იმ შეხვედრისთვის, რომელსაც ''მანკუნიანელები'' იანვრის დასაწყისში გამართავენ ფა - თასზე. იქ კი კლუბს სწორედ ''რედინგი'' ელოდება. მას შემდეგ რაც კლუბის ექს-მენეჯერმა მოურინიომ გრინვუდი ''ვალენსიასთან'' გასამართი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა, აშკარა გახდა რომ 17 წლის ფეხბურთელის დებიუტი მალე შედგებოდა. ეს წესით 5 იანვარს უნდა მოხდეს.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გრინვუდისთვის, რათა დაამტკიცოს რომ შეუძლია მაღალ დონეზე ითამაშოს უფროსებშიც. ორი აზრი არაა, მეისონი იმედოვნებს რომ გაყვება მარკუს რეშფორდის გზას, რომელსაც არავინ აძლევდა შანსს ლუი ვან გაალამდე. დღეს კი ძირითად გუნდში დაიმკვიდრა ადგილი.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
24 დეკემბერი 2018 17:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ველით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2018 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian didi momavali aqvs am bichs Ase tu gaagzela
0
№3
ავტორი: Phil Jones
24 დეკემბერი 2018 18:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფეისბუქი და აქაურობა ავაჭრელე რაც სოლსკიაერის სახელი გავიგე მას მერე რომ ამ ბავშვს უნდა მისცეს შანსითქო, აგერ ნახავთ თუ მენტალურად არის ჩამოყალიბებული და მზაად იმისთვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს დაგვავიწყებს ყველას რეშფროდ და მარსიალს კიარა უფრო ძველებს ქე რო იცით იმათ ;)

ხო და კიდე გომესი, ჩონგი მესამეა ჩემს სიაში, მაგის ვარცხნილობა უფრო მხვდება ხოლმე თვალში ვიდრე სხვა რამე, მაგრამ ცუდი ეგეც არაა.
0
№4
ავტორი: gela-manchesteri 20
24 დეკემბერი 2018 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ვნახოდ აბა რა ბიჭი ხარ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი
0
№6
ავტორი: stepno
25 დეკემბერი 2018 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ ვანხოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top