თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 10:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1809,
კომენტარები: 17
"ისინი ყოველთვის მღერიან ჩვენთვის"
ლუკ შოუ გულშემატკივრებისა და "კარდიფთან" გამართული მატჩის შესახებ.
ლუკ შოუს ერთი სული აქვს თუ როდის დაუბრუნდება "ოლდ ტრაფორდს". მარცხენა მცველმა "კარდიფთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენი გატანილი გოლები ბრწყინვალე იყო. რეშფორდის პირველი გოლი დალაგებასა და დაწყნარებაში დაგვეხმარა და იქიდან განვაგრძეთ. როცა "კარდიფმა" გაგვიტანა, ჩვენ უკან არ დაგვიხევია, უფრო მეტად ვცდილობდით წინ წაწევას, რასაც მესამე გოლი მოჰყვა. შესანიშნავი გოლი იყო."

"რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათი გვერდში დგომა ყოველთვის დამატებითი ძალა და მოტივაციაა. მინდა, რომ სულ ჰქონდეთ იმ ემოციების განცდის საშუალება, რომელსაც "კარდიფთან" გრძნობდნენ. დიდი ხანია 5 გოლი არ გაგვიტანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამან გულშემატკივრებში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია."

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვთამაშობთ. ისინი ყოველთვის გვიდგანან გვერდში. მათი თანაგრძნობას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ მათაც ისეთი სიამოვნება მიიღეს თამაშისგან, როგორც ჩვენ."

"ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და ერთი სული გვაქვს როდის მოვა შემდეგი მატჩი."

"იმედი მაქვს, რომ ყველა ისიამოვნებს შობით და მერე ჩვენს "ოლდ ტრაფორდზე" გამოჩენას დაელოდება."


ოლე გუნარმა ოთხეულისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. მან სხვაობა 11 ქულიდან 8 ქულამდე შეამცირა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" "ლესტერთან" დამარცხდა.

"ძალიან გრძელი გზაა გასავლელი, ამიტომაც სხვა გუნდებზე კონცეტრაციისათვის არ გვცალია. მთავარი მიზანი საკუთარ თავზე ფოკუსირებაა. თუ ასე განვაგრძობთ თამაშს შემდეგ ოთხ მატჩში აუცილებლად მოვიპოვებთ ქულების მაქსიმალურ რაოდენობას და ვეცდებით სხვაობის შემცირებას. მერე კი ვნახოთ, თუ რა მოხდება."



ManUtd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2018 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარდიფთან თამაშისას ჩემი გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))
2
№2
ავტორი: krekera
24 დეკემბერი 2018 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: giorgi_mg
კარდიფთან თამაშისას ჩემ გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))

ჰაჰაა )) მეც იგივეს ვგრძნობდი ჩემო ძმაო, იმედი მაინც რამდენს ნიშნავს ))
0
№3
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2018 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: krekera
ციტატა: giorgi_mg
კარდიფთან თამაშისას ჩემ გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))

ჰაჰაა )) მეც იგივეს ვგრძნობდი ჩემო ძმაო, იმედი მაინც რამდენს ნიშნავს ))

ანალოგიურად ბიჭებო განცვიფრებული უყურებდი love
0
№4
ავტორი: kobinio
24 დეკემბერი 2018 12:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: stepno
ციტატა: krekera
ციტატა: giorgi_mg
კარდიფთან თამაშისას ჩემ გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))

ჰაჰაა )) მეც იგივეს ვგრძნობდი ჩემო ძმაო, იმედი მაინც რამდენს ნიშნავს ))

ანალოგიურად ბიჭებო განცვიფრებული უყურებდი love

რამოდენიმე წლის შემდეგ პირველად ვუყურე შიშის და მანდრაჟის გარეშე.
0
№5
ავტორი: MANUTD1878
24 დეკემბერი 2018 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
პსჟ-სთან მატჩზე დიდი სანერვიულო გამიჩნდა<ჩმოურინიო რო დარჩენილიყო საერთოდ თამაშსაც კი არ ვუყურებდი, ეხლა იმედის ნაპერწკალი ჩაისახა..ფერგის დრო გამახსენდა როგორი ემოციითვუყურებდი მატჩებს. მაქვს ამ კაცის იმედი პოზიტიური პიროვნებაა და რაც მთავარია სულით მანჩესტერელი.
0
№6
ავტორი: william265
24 დეკემბერი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ყოველთვის ვიძახდი რომ მანჩესტერს მანჩესტერელი კაცი ჭირდებოდა და შტაბშიც ასევე მანჩესტერელი უნდა ჰყოლოდა.
უბრალოდ მე ვაწვებოდი გიგზის ვერსიას რომელსაც შტაბში სქოულზი ეყოლებოდა. თუმცა მოვიდა სოლსკაიერი და დაბრუნდა ფელანი.
სულერთია....
მთავარია ახლა მეტად ჩაისახა ემიუს მოძლიერების იმედი, ვინ არის ის ვისაც არ გაუხარდება ძლიერი ემიუ ფეხბურთში?
წარმატებები სოლსკაიერს, წარმატებები მანიუს და მრავალ შიბა ახალწლებს დაესწარით <3
0
№7
ავტორი: მალხაზი
24 დეკემბერი 2018 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: kobinio
ციტატა: stepno
ციტატა: krekera
ციტატა: giorgi_mg
კარდიფთან თამაშისას ჩემ გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))

ჰაჰაა )) მეც იგივეს ვგრძნობდი ჩემო ძმაო, იმედი მაინც რამდენს ნიშნავს ))

ანალოგიურად ბიჭებო განცვიფრებული უყურებდი love

რამოდენიმე წლის შემდეგ პირველად ვუყურე შიშის და მანდრაჟის გარეშე.

და რა თქმა უნდა მეც...მეტსაც გაგიმხელთ...იმ თამაშს მეორედაც ვუყურე...
0
№8
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2018 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: მალხაზი
ციტატა: kobinio
ციტატა: stepno
ციტატა: krekera
ციტატა: giorgi_mg
კარდიფთან თამაშისას ჩემ გაბადრულ გაოცებული და ბედნიერი სახე რომ გენახა ლუკ, ფრთები გამოგივიდოდა და ფრენას დაიწყებდი)))

ჰაჰაა )) მეც იგივეს ვგრძნობდი ჩემო ძმაო, იმედი მაინც რამდენს ნიშნავს ))

ანალოგიურად ბიჭებო განცვიფრებული უყურებდი love

რამოდენიმე წლის შემდეგ პირველად ვუყურე შიშის და მანდრაჟის გარეშე.

და რა თქმა უნდა მეც...მეტსაც გაგიმხელთ...იმ თამაშს მეორედაც ვუყურე...

მალხაზი, თუ გაქვს ნორმალური ლინკი ამ თამაშის გთხოვ ნუ დაიზარებ ჩამიგდე. მეც მომინდა კიდევ ყურება)) მადლობა
0
№9
ავტორი: JuanMata
24 დეკემბერი 2018 13:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მთავარია მაქსიმალურად ავიღოთ ქულები და ნორმალური ფეხბურთი ვითამაშოთ, თუ შევედით 4-ეულში კარგი იქნება. თუ ვერ შევედით არც ეგ იქნება ტრაგედია, სეზონის ნახევარი საშინლად ვითამაშეთ და იმედიც გადაწურული მქონდა უკვე.

მთავარია რომ ცვლილებები მოხდა და ჩაეყარა საფუძველი ახალ მანჩესტერს. უკვე ტრანსფერების კეთებაც გვიჭირდა, არავის უნდოდა აქ მოსვლა. აქედანაც ბევრს უნდოდა წასვლა. დარწმუნებული ვარ ასე თუ გააგრძელებენ თამაშს, გააგრძელებენ კონტრაქტს საკვანძო ფეხბურთელები.

ასევე იმედი მაქვს, რომ სანჩესი ათამაშდება, ეს ის სტილია რაც სანჩესს იდეალურად ერგება, აქტიური და აგრესიული პრესინგი, მოკლე პასები. სანჩესმა თუ თავისი თამაში აჩვენა, ჩათვალეთ, რომ ტოპ-ფეხბურთელი დავიმატეთ გუნდში wink

და კიდევ ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ ოლე აპირებს, ჩონგის, გომესის, გრინვუდის და გარნერის გამოყენებას. ჟოზეს დროს რომ მომხდარიყო ეს ამბავი, დიდად აზრი არც ექნებოდა, მაგრამ ამ მწვრთნელთან და მის შტაბთან მგონია, რომ ძალიან განვითარდებიან და არავისზე ნაკლები ახალგაზრდები არ გვყავს აკადემიაში.

P.S. იმედია, ძალიან ოცნებებში არ წავედი wink
2
№10
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Erti Suli maqvs rodis mova otxshabati :))❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top