თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2018, 22:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1538,
კომენტარები: 8
იანგი: "ის ყოველთვის იღიმის"
იანგი სოლსკიაერის შესახებ
იანგი:
ეშლი იანგმა გუშინდელ მატჩზე ისაუბრა. ინგლისელის განცხადებით, "იუნაიტედმა" თავისი მოგებების სერია ამ მატჩიდან უნდა დაიწყოს. ოლე გუნარი 26 დეკემბერს პირველ მატჩს გამართავს "ოლდ ტრაფორდზე".

ინგლისელი აღფრთოვანებული იყო თამაშის ხარისხით, გამარჯვებითა და გულშემატკივართა გვერდში დგომით.

"აღფრთოვანებულები ვართ გამარჯვებით. მთელი 90 წუთის განმავლობაში ყველა მთელს ენერგიას ვდებდით მატჩში. გოლის გაშვება იმედგამაცრუებელი იყო, მაგრამ ამ მატჩიდან პოზიტიური მომენტები უნდა დავიტოვოთ და ამაზე ავაწყოთ მომავალი თამაშები."

"გულშემატკივრები მთელი სეზონის განმავლობადი იდეალურები იყვნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვაგებდით თუ ვიგებდით. ბევრი მომენტი იყო, როცა ჩვენ მათ ვერ ვაბედნიერებდით, მაგრამ ისინი ჩვენთვის სიმღერას არასდროს წყვეტენ. დღეს კი უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ."

"გვინდა, რომ სამუშაო პერსონალისა და გულშემატკივრებისთვის თამაშის ეს ხარისხი შევინარჩუნოთ. საშობაოდ კიდევ ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ."

"შემდეგი მატჩი "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ გვიწევს. პრესა ჩვენზე ბევრს ილაპარაკებს, თუმცა ჩვენზე ეს გავლენას არ მოახდენს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვაინტერესებს, რაც არც ისე მარტივია. ამიტომ მთელს ფოკუსირებას შემდეგ მატჩებზე მოვახდენთ."


ფეხბურთელებისთვის რთული კვირა იყო. იანგის განცხადებით თუ პროფესიონალი ხარ, მაშინ გარემო პირობებს შენზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ უნდა მისცე.

"შენ სტადიონზე შენი დავალება გაქვს, შენი საქმის გასაკეთებლად მიდიხარ. სწორედ ამას აკეთებდა თითოეული ჩვენგანი კლუბში. რა თქმა უნდა, მენეჯერის გამოცვლამ ჩვენზე გავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენ სვლა უნდა გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით. ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი გამარჯვებით და ამ განწყობას "ჰადერსფილდისთვის" შევინარჩუნებთ."


სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთისთვის მოთამაშეების მიერ თავისი საქმიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა. იანგი კი მიიჩნევს, რომ გუნდი ამ ყველაფერს უკვე აკეთებს.

"მემგონი ოლე გუნარი ასეთი იყო ფეხბურთელობის პერიოდშიც, ყოველთვის იღიმოდა. იმედია, დღევანდელი შედეგით ბედნიერი იქნება."


შემდეგი თამაშზე სოლსკიაერი "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება.

"შემდეგი თამაშის ცენტრალური ფიგურა ოლე გუნარი იქნება. "იუნაიტედის" ლეგენდა "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება. თუმცა ჩვენ არ უნდა დავიბნეთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ,"
- დაასრულა იანგმა.


ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ert 5 gols am tamashidanac velodebi :))❤️
0
№2
ავტორი: PaLoMo
23 დეკემბერი 2018 23:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: ikeoni
Ert 5 gols am tamashidanac velodebi :))❤️

იყოს 3:0 მაგრამ იგივე თამაში და მეტი დარტყმა არაა პრობლემა
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Phil Jones
24 დეკემბერი 2018 03:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
is rom sul igimis me nakli mgonia :((( inedia vcdebi, magram chemtvis mwvrtneli asocirdeba fergistan ro afarebda yvelas yvelafers da magito. ole kide dZaan kai tipia am ambebistvis, erti is mamshvidebs fergis tanashemwe ro daibruna magas iseti saxe aqvs mgoni 1-5 zec ukmayofilo iyo da orive ertmanets sheavsebs. solski ise miyvarda arc ki minda cudis warmodgena da yvela tamashi minda ro 5-0 5-1 iyos <3
0
№4
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2018 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
4:0
0
№5
ავტორი: Malboro463
24 დეკემბერი 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გოლის აღნიშვნა აქვს დასამუღამებელი დ
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
24 დეკემბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ციტატა: Malboro463
გოლის აღნიშვნა აქვს დასამუღამებელი დ

ოლდ ტრაფორდისთვის ინახავს თავს იქ აღნიშნავს
0
№7
ავტორი: The Special One
24 დეკემბერი 2018 17:51
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
სულ ღიმილი არაა მთლად კარგი,მარა ჯერ მაინც ემოციური ფონია დიდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 22:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მკვლელი ბავშვის სახით :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top